ბინის რემონტის დროს ყურადღებას უფრო ხშირად კედლების ფერზე, იატაკის საფარსა და ავეჯის დიზაინზე აკეთებენ. თუმცა, ლამაზი ინტერიერი ყოველთვის არ ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს. თუ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე არ განისაზღვრა ოთახების განლაგება, გათბობის სისტემა, განათება და ავეჯის ზომები, დასრულებული რემონტის შემდეგ შესაძლოა ყოველდღიური გამოყენებისთვის მოუხერხებელი სივრცე მიიღოთ. პრობლემების გამოსწორება კი ხშირად დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
ბინის დაგეგმარებისას კედლებისა და ტიხრების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს ოთახების ფუნქციას, ავეჯის ზომებსა და გადაადგილებისთვის საჭირო სივრცეს. დაგეგმარების შეცდომებმა შესაძლოა შეზღუდოს ავეჯის განთავსების შესაძლებლობა, შეამციროს გამოსაყენებელი ფართობი და გაართულოს სივრცის პრაქტიკული გამოყენება. სამზარეულოში კი მნიშვნელოვანია მაცივრის, ნიჟარისა და სამუშაო ზედაპირის ურთიერთგანლაგება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ზონებს შორის მოსახერხებელი გადაადგილება.
ბინის რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება გათბობის სისტემის პროექტირებასაც. რადიატორების სიმძლავრე და განთავსება უნდა შეარჩიოთ ოთახების ფართობის, სიმაღლის, გარე კედლებისა და ფანჯრების მახასიათებლების, თბოიზოლაციისა და მოსალოდნელი სითბოს დანაკარგების გათვალისწინებით. არასწორმა გაანგარიშებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოთახების არასაკმარისი გათბობა ან ენერგიის ზედმეტი მოხმარება. შესაბამისად, გათბობის სისტემის მოწყობამდე საჭიროა სითბოს დანაკარგების შეფასება და შესაბამისი სიმძლავრის მოწყობილობების შერჩევა.
ბინის რემონტის დროს
ინტერიერის დიზაინერი და სწორად დაგეგმილი სივრცე, ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას და ხარჯს თავიდან აგარიდებთ. ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა მხოლოდ ფერების, ავეჯისა და დეკორაციის შერჩევას არ გულისხმობს. პროექტირების ეტაპზე შესაძლებელია ოთახების ფუნქციების განსაზღვრა, სათავსოების დაგეგმვა, განათების წერტილების განაწილება და ელექტროროზეტების განთავსება ავეჯის რეალური განლაგების შესაბამისად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფართობის ბინებში, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს მნიშვნელობა აქვს. წინასწარ შემუშავებული პროექტი ასევე ამარტივებს სხვადასხვა სპეციალისტის მუშაობის კოორდინაციას. როდესაც ელექტრიკოსმა, სანტექნიკოსმა და გათბობის ხელოსანმა იციან, სად უნდა განთავსდეს თითოეული ელემენტი, მცირდება უკვე შესრულებული სამუშაოების შეცვლისა და მასალების ხელახლა შეძენის საჭიროება.
იმისთვის რომ რემონტის პროცესში ზედმეტი ხარჯი თავიდან აირიდოთ. რემონტის დაწყებამდე შეადგინეთ სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და განსაზღვრეთ მათი თანმიმდევრობა. ბიუჯეტში ცალკე გაითვალისწინეთ ხელოსნების მომსახურება, მასალები, ტრანსპორტირება და გაუთვალისწინებელი ხარჯები. ბინის რემონტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია სივრცის სრულყოფილად დასუფთავებაც. სარემონტო სამუშაოების შედეგად დარჩენილი მტვრის, სამშენებლო ნარჩენებისა და ზედაპირებზე არსებული ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ
ბინის დალაგების მომსახურებით, რათა საცხოვრებელი სივრცე ყოველდღიური გამოყენებისთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს.