განათავსე და მოიგე iPhone 17 Pro
პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 19 შეფასება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ტელეფონი
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

მოგესალმებით, ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად ვარ ფსიქიატრიის რეზიდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით ჩავაბარე როგორც მათემატიკა ასევე ქიმია. მრავალგზის მაქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებში ფიზიკა-მათმატიკის მიმართულებით, მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ასევე ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც. გაკვეთილები არის ინდივიდუალური შედეგზე ორიენტირებული და ადაპტირებულია თითოეული მოსწავლის დონესა და საჭიროებაზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!