fb

მანქანის გასაღების დამზადება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მანქანის გასაღები დაკარგეთ, ან ის მოიპარეს, აუცილებლად დაგჭირდებათ მანქანის გასაღების დამზადება. გარდა ამისა, ნებისმიერი გასაღები დროთა განმავლობაში იშლება. ამასთან, გასაღების მუშაობა დამოკიდებულია შეკეთების ხარისხზე, საკეტსა და მანქანის სხვა ელემენტების უსაფრთხოებაზე. 
ნებისმიერი ტიპის მოდელისთვის გასაღებებთან დაკავშირებული სერვისი მოიცავს:
  • მანქანის გასაღების გამოცვლას;
  • ფურგონის გასაღების გამოცვლას;
  • შეკეთებას, პროგრამირებას;
  • ჭუჭყისგან საფუძვლიან გაწმენდას;
  • მანქანის გასაღების კორპუსის შეცვლას;
  • ელემენტის გამოცვლას;
უამრავი ავტომობილი, დღესდღეობით, გასაღებების საშუალებით კონტროლდება. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ელექტრონული მოწყობილობის შენელებული და დროთა განმავლობაში გაუმართავი მუშაობა. ამ შემთხვევაში საკმარისია მიმართოთ სპეციალიზებულ ოსტატს/კომპანიას და გასაღებების დამზადება ნებისმიერ მანქანაზე გაიმარტივოთ.

გასაღებების დამზადების პროცესი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. უნდა გაითვალისწინოთ მანქანის ბრენდი და საკეტების ნიუანსები. მანქანის გასაღებების რამოდენიმე ტიპი არსებობს:
  • ჩვეულებრივი, რომლის მთავარი ელემენტია დანა. მსგავსი გასაღებები ტიპიურია 1998 წლამდე გამოშვებული მანქანებისთვის. მათი დამზადება მარტივია და ფასი ხელმისაწვდომია;
  • ჩიპით აღჭურვილი გასაღები 1998-2000 წლების გამოშვების მანქანებისთვის არის დამახასიათებელი. ასეთი გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მათი შეცვლა ახლით შეუძლებელია;
  • გასაღები ლაზერული ჭრით - თავიდან ასეთ გასაღებებს მხოლოდ ძვირადღირებული მანქანებისთვის ამზადებდნენ, ახლა კი ხშირად უფრო ხელმისაწვდომ ბრენდებში შეგიძლიათ იპოვოთ. ასეთი გასაღებების შესაქმნელად საჭიროა პროფესიონალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიის მკაცრი დაცვა;
ცენტრალური საკეტის მართვის ღილაკებით აღჭურვილი გასაღები წარმოადგენს რადიოსიხშირულ მოდელს, რომელიც გადასცემს სიგნალს კოდით, რაც კარის გახსნაზეა პასუხისმგებელი. ასეთ გასაღებს დღეს ყველაზე მაღალი დაცვის დონე აქვს. 

გასაღებების დამზადება, ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიონალი სპეციალისტის მუშაობას მოითხოვს. ჩვენს პლატფორმაზე მის დაქირავებას რამოდენიმე წუთში შეძლებთ. 
მანქანის გასაღების დამზადება

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ავტომობილის გასაღების დამზადებისას?


დღესდღეობით, ავტომობილი ყველაზე კომფორტული ტრანსპორტია, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს. აქედან გამომდინარე, მუდმივად გამოიყენება მანქანის გასაღებიც, რომელიც კარის, საბარგულის გასაღებად და ძრავის დასაქოქად არის საჭირო. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ეს აქსესუარი უბრალოდ გაცვდება და მისი ასლის დამზადება დაგჭირდებათ. გარდა ამისა, შესაძლოა გასაღები დაკარგოთ, ან ის გატყდეს - ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.  
ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქაში მანქანის გასაღების ფორმა და ფუნქციებიც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, არსებული ხარვეზების დამოუკიდებლად აღმოფხვრა შეუძლებელია. 

რა ტიპის გასაღებები არსებობს?
 
ავტომობილის მარკისა და მოდელის შესაბამისად გასაღების ტიპებიც იცვლება. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
  • ჩვეულებრივი გასაღები - ლითონის გასაღები პლასტმასის თავით, რომელიც მანქანას ქურდობისგან მხოლოდ მექანიკური საკეტით იცავს. ხშირად ხდება ისიც, რომ რამოდენმე სხვადასხვა ბრენდის გასაღებს ერთნაირი პირი აქვს. 
  • ჩიპიანი გასაღები - 90-იანი წლების ბოლოდან მანქანებზე რეგულარულად დამონტაჟდა იმობილიზატორები. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სპეციალურ ელექტრონულ ჩიპს კითხულობს და ამოწმებს აქვს თუ არა მას წვდომა ძრავის გასაშვებად. თუ წვდომა ნებადართულია იმობილაიზერი გადასცემს სიგნალს, რომელიც ძრავის დაქოქვის საშუალებას იძლევა. თუ გასაღები უცხოა, ძრავა ვერ იმუშავებს. 
1990 იანი წლებიდან ჩიპების რამოდენიმე თაობა შეიცვალა. პირველ მოდელებს ჰქონდათ მხოლოდ ფიქსირებული კოდი, რომელიც არასოდეს შეცვლილა. თანამედროვე ჩიპებს დინამიური კოდი აქვთ და კარგად იცავენ ავტომობილს ქურდობისგან. 

გასაღები ცენტრალური საკეტის ღილაკებით 
ავტომობილების ზოგიერთმა ბრენდმა მოხერხებულობაზეც იფიქრა, ამიტომ გასაღებს დაემატა ღილაკები, რომლითაც მანქანის კარების გაღება ან დახურვა ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ. მსგავს მოდელებში ჩასმულია რადიოსიხშირული მოდულის დაფა, რომელიც გადასცემს სიგნალს შესაბამისი კოდით. ავტომობილი თავის მხრივ ამოწმებს კოდს და ასრულებს ბრძანებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საკეტის მართვის პანელები თავდაპირველად ფიქსირებული კოდით მუშაობდა, რომელიც დროთა განმავლობაში დინამიურით შეიცვალა. 

გასაღები ჩიპით და ცენტრალური საკეტით
ცენტრალური საკეტის სამართავად (კარის გაღება/დახურვა) ასეთი ტიპის გასაღები აერთიანებს იმობილაიზერის ჩიპს და რადიოსიხშირის დაფას. შესაძლოა ასეთი ტიპის გასაღებს ჰქონდეს ცალკე ჩიპი და ცალკე დაფა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ასევე შესაძლებელია ჩიპი ცენტრალური საკეტის მართვის დაფაშივე იყოს ჩაშენებული.

ჭკვიანი გასაღები/ბარათი
ახალი თაობის გასაღები მფლობელს გაცილებით მეტ კომფორტს უქმნის. ასეთი მოდელების მინუსი არის საიმედოობის ნაკლებობა და მაღალი ღირებულება. ასეთი გასაღების გაუმართაობის შემთხვევაში მანქანის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გახსნას და დაძრას მანქანა სმარტ გასაღების დამალული სარეზერვო საშუალებით, ჩვეულებრივი მექანიკური გასაღებით და მასში ჩაშენებული ჩიპით. 
 
რა შემთხვევაში დაგჭირდებათ გასაღების დამზადება?
 
გასაღების დამზადება რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ:
  • ძველი გასაღები დაიკარგა, ან გატეხილია
გასაღები მუდმივი გამოყენების გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვდება. ეს გავლენას ახდენს როგორც ვიზუალურ მხარეზე (დაბზარული ღილაკები, გახეხილი ქეისი), ასევე მის ფუნქციურობაზე (გასაღების დანა შეიძლება უბრალოდ ამოვარდეს, ან გატყდეს). ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად აგრძელებს ასეთი გასაღების გამოყენებას, სანამ მისი საშუალებით მანქანა ჯერ კიდევ იქოქება. მსგავს შემთხვევებში კარგი გამოსავალია გასაღების გაუმართავი ნაწილების ახლით შეცვლა, მაგალითაც შეგიძლიათ შეცვალოთ კორპუსი, დანა ან ღილაკები. 
  • თუ მხოლოდ ერთი გასაღები გაქვთ
ამ შემთხვევაში უმჯობესია დაამზადოთ მარტივი გასაღები ჩიპით. ასლის ღირებულება არაფერია იმ ხარჯებთან და ნერვიულობასთან, რაც შეიძლება ერთადერთი ეგზემპლარის გატეხვას, ან დაკარგვას მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მომავალზე თავიდანვე იფიქროთ. 
თუ ოჯახში თითო ავტომობილი გყავთ
დააფასეთ კომფორტი. ყველასთვის ვინც ერთი და იგივე ავტომობილით სარგებლობს, საკუთარი გასაღები ძალიან მოხერხებულია. ეს ეფექტური ნაბიჯია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ კომპანიაშიც, სადაც პერსონალიდან რამოდენიმე ადამიანი ერთსა და იმავე მანქანას იყენებს. 
  • თუ გასაღები დაიკარგა
თუ გასაღები დაიკარგა და ვერ პოულობთ მოგიწევთ ავტოდილერთან დაკავშირება, ან მანქანის მექანიკური დაზიანება კარის გასაღებად. ეს ნებისმიერი ბრენდისთვის ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. კიდევ ერთი ვარიანტია იმობილიზატორის სპეციალისტის პოვნა, რომელსაც შეუძლია სწრაფად აღადგინოს კოდი და დაგიმზადოთ ახალი გასაღები. 
 
სად ვიპოვოთ სანდო სპეციალისტი ავტომობილის გასაღების დასამზადებლად?
 
ავტომობილის გასაღების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტის პოვნა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ servisebi.ge-ს და სასურველი ოსტატი დამოუკიდებლად შეარჩიოთ. პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი მექანიკოსების სრული ბაზაა წარმოდგენილი. 24 საათის განმავლობაში სპეციალისტის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. 

დღესდღეობით, მექანიკოსის დასაქირავებლად ახლობლების რეკომენდაციები არ გჭირდებათ. პლატფორმაზე ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის შერჩევას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. 
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. უფასო სატელეფონო კონსულტაციის დროს შეგიძლიათ პირობებზე სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ. Servisebi.ge დაგიზოგავთ დროს და ხარისხიანი მომსახურების მიღებას თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეძლებთ. 
პრემიუმი
მანქანის გასაღების პროგრამირება
eyeნანახი
მანქანის გასაღების პროგრამირება
pin თბილისი
სერვის +5.0
| 6 შეფასება

მანქანის გასაღების პროგრამირება! აღდგენა! დამატება! შეცვლა! გარანტიით! ვამზადებთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილის პულტს/ გასაღებს. გამოძახებით,ადგილზე მისვლით. აღგიდგენთ დაკარგულ გასაღებს, დაგიმზადებთ სათადარიგო გასაღებს (ზაპასს). თუ ავტომობილი ჩაგეკეტათ, ჩვენ გავხსნით მას დაუზიანებლად და დაგიმზადებთ ახალ გასაღებს თუ მანქანა უგასაღებოდ ჩამოგივიდათ ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა მოდელის გასაღები. 1. სმარტ გასაღები (სტარტ/სტოპი) უკონტაქტო გაღება, ორიგინალი და არაორიგინალი კარგი ხარისხი. 2. ჩვეულებრივი გასაღები თავისი პულტით და გასაღების პირით. ორიგინალი და არაორიგინალი. 3. გასაღების ჩიპი პროგრამირებით.

გიორგიგიორგი
591-70-**-**
პრო
მანქანის გასაღების დამზადება / პროგრამირება
eyeნანახი
მანქანის გასაღების დამზადება / პროგრამირება
5.0
| 1 შეფასება

გთავაზობთ ნებისმიერი მარკის ავტომობილზე ✅ გასაღების პროგრამირება ✅ გასაღების აღდგენას. ✅ ახალი გასაღებების დაპროგრამება. ✅ ვყიდით გამზადებულ გასაღებებს. ✅ ჩაკეტილი მანქანის გაღება.

მანქანის გასაღების ასლის დამზადებამანქანის გასაღების ხელოსანიმანქანის გასაღების დამზადება თბილისშიმანქანის გასაღების შეკეთებამანქანის გასაღების აღდგენამანქანის გასაღების დაპროგრამება გამოძახებითმანქანის გასაღების აღდგენა ვინ კოდის მიხედვითპულტიანი გასაღებების დამზადება მანქანაზემანქანის გასაღების დაპროგრამება
ტელეფონი

ავტომობილის გასაღების დამზადება

ავტომობილის გასაღების დამზადება გასაღებების წარმოების სრულიად განსხვავებული მიმართულებაა. ჩვეულებრივისგან მანქანის გასაღები განსხვავდება ფორმით და ჩიპის არსებობით. რა თქმა უნდა ის ყველა მოდელში არ გვხვდება, თუმცა თანამედროვე ავტომობილები ჩიპის გარეშე წარმოუდგენელია. 

1998 წლიდან მანქანის საკეტების დაცვის მოთხოვნები შეიცვალა, რამაც ძირითადი პროფილების ცვლილება გამოიწვია. თუ ადრე ნებისმიერ სახელოსნოში შესაძლებელი იყო დუბლიკატის გაკეთება, დღეს ეს სერვისი პროფესიონალების ჩართულობის  გარეშე წარმოუდგენელია. 

გასაღების დამზადება-შეკეთების ფასი დამოკიდებულია თქვენი მანქანის ტიპზე, საკეტების მოდელზე და დაზიანების სახესხვაობაზე. თუ ჩიპი ხელუხლებელია და გასაღების თავია გატეხილი, შეგიძლიათ მხოლოდ გასაღების ჩამოჭრა, რაც ბევრად მარტივი პროცედურაა. ჩიპით გასაღების სრული კომპლექტის წარმოების შემთხვევაში სამუშაოს მოცულობა სრულიად განსხვავებულია. 

თუ მანქანას ვერ ხსნით სპეციალისტის გამოძახება ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლიათ. Servisebi.ge-ზე რეგსტრირებულ ოსტატებს მერსედესის გასაღების დამზადება, კორპუსის შეცვლა და სხვა მოთხოვნადი მომსახურების გაწევა შეუძლიათ.

 ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის ზამოკის შეცვლა და გასაღების დუბლიკატის დამზადება ერთი ზარის განხორციელებბით შეგიძლიათ. თავდაპირველად გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და ისეთი სპეციალისტი შეარჩიეთ, რომელიც სანდო რეპუტაციით სარგებლობს. ამის შემდგომ გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია და სერვისის მომწოდებელს ინდივიდუალური პირობებით შეუთანხმდით. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ ის მომსახურების სირთულიდან გამომდინარე დაგიანგარიშდებათ. 
სულ 6 რეზულტატი
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq