მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკა ონლაინ
მათემატიკა ონლაინ

?თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! ?ვამზადებ მხოლოდ ონლაინ, მხოლოდ ინდივიდუალურად და მხოლოდ მონდომებულ მოსწავლეებს ქართულად და რუსულად; ?შემიძლია დავეხმარო ფრანგული და ამერიკული სკოლის მოსწავლეებსაც, ვინაიდან ვფლობ ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ?მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები! ჩემი ყველა მოსწავლე წარმატებულია! ?სწავლების საფასური: გაკვეთილი 30 ლარი, ?ხანგრძლივობა: 45-60 წუთი. ?პირველი გაკვეთილი უფასოა. თუ შეიძლება, დამეკონტაქტეთ მხოლოდ ვოტსაპით.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის შესწავლა მომზადება მათემატიკაში
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

გამარჯობა! ჩემი სახელია ანი, დავამთავრე ვეკუას სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. გარდა სახელმწიფო გრანტისა, მოვიპოვე “STEM-ის მომავალი პროფესიონალის” გრანტი. სრული დაფინანსებით გავიარე სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკის კურსი (Logic4All). სკოლის ასაკში ვმონაწილეობდი ისეთ პროექტებში, როგორიცაა მილენიუმი, 1000 Girls 1000 Futures, The Junior Academy (NYAS). გარდა ფიზიკა-მათემატიკისა, მაქვს ბევრი ინტერესი. მაგალითისთვის, ვარ მე-2 ადგილოსანი კონკურსისა - “ვწერ თავისუფალ თემას”, ზაფხულობით ასევე ვმონაწილეობ ექსპედიციებში როგორც საქართველოში, ისევე საზღვრებს გარეთ. მოსწავლეების ვამზადებ მე-11 კლასიდან, რაც 5 წლიან გამოცდილებას უდრის. მოვამზადებ მხოლოდ ონლაინ როგორც ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში (სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, კალკულუსი), ან ადგილზე მოსვლით ისანში.