მომზადება მათემატიკაში (ბინაზე მისვლით)

მოვამზადებ 1-8 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ბინაზე მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა *** საათი.

პრო
მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ქართულ ან ინგლისურ ენებზე (სურვილის მიხედვით). დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე. ჩემს შესახებ: ამჟამად ვასწავლი წმ. გიორგის ბრიტანულ-ქართულ სკოლაში. ვარ უფროსი მასწავლებელი. დავამთავრე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩავაბარე საგნის გამოცდა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი ინგლისურენოვან პროგრამაზე ეკონომიკის მიმართულებით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ხოლო ბაკალავრიატზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით. რაც შეეხება სკოლას, დავამთავრე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

ტელეფონი
მოსწავლეების მომზადება მათემატიკაში
eyeნანახი
მოსწავლეების მომზადება მათემატიკაში

მათემატიკაში მოვამზადებ მოსწავლეებს მე-3 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. ასევე, აბიტურიენტებს საატესტატო გამოცდისთვის. დღეს, როცა სკოლა თანამედროვე გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს,სახელმძღვანოელები კრიტიკას ვერ უძლებს, მშობელი დგას დილემის წინაშე: როგორ მიაღებინოს შვილს სათანადო განათლება, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმარები მშობლებს. მოსწავლეს ვთავაზობ: - თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას; - მისი ხასიათის გათვალისწინებას; - მისი შესაძლებლობების სათანადოდ გააზრებასა და ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას ვთვლი, რომ მარტო სკოლის დავალების დაწერა არ არის საგნის ცოდნის გარანტი, ამიტომ, მე სწავლებას ვიწყებ თავიდან (ტესტირების მიხედვით ვადგენ დონეს), სკოლის სახელმძღვანელოსთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე სახელმძღვანელოებს, სატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს, ვაწერინებ აუცილებლად საჭირო წესებს, ყოველი 8 გაკვეთილის მერე ვატარებ ტესტირებას. მისი შედეგების მიხედვით ვსახავ შემდეგი ეტაპის გეგმებს. ტესტებს ვადგენ თითოეული მოსწავლისათვის ინდივიდუალურად მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე.

მათემატიკა მოსწავლე/აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის
eyeნანახი
მათემატიკა მოსწავლე/აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის

მათემატიკაში მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს-ქართულად/რუსულულად/ინგლისურად. ინდივიდუალურად ან 2 მოსწავლეს ერთად. როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვი (SAT, GRE... მათ ნაწილი, CALCULUS, Linear Algebra...). მაქვს დისტანციურად (skype) სწავლების წარმატებული გამოცდილება. ერთ წლის განმავლობაში შესაძლებელია ცოდნის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება და მაღალი ქულის მოპოვება. მოსწავლეები ინტერესით და ხალისით ისწავლიან. სწავლის დაწყებამდე სასურველია საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება. სწავლის პროცესში ვიყენებ სხვადასხვა სირთულის მასალას: ღვაბერიძე, თოფურია, სკანავი და სხვა, მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით. ვარ რეპეტიტორი ხანგრძლივი გამოცდილებით. მყავს არაერთი მადლიერი მოსწავლე და მშობელი. დამთავრებული მაქვს კომაროვის სახ სკოლა და MEPhI.