fb
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
| 11 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე სტუდენტებს და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატებია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი 20 ლარი, საათნახევრიანი 25 ლარი, დისტანციურად 1 საათი 15 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 160-200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 ორსაათიანი გაკვეთილი 250-300 ლარი. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. სურვილისამებრ მოსწავლეებს ვამეცადინებ ზაფხულშიც. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი ჩაირიცხა ჯავახიშვილში, 2023 წელს სხვა მოსწავლე კოლეჯში, ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
| 1 შეფასება

დაიწყეთ მათემატიკური და სამეცნიერო აღმოჩენების ოდისეა დინამიურ დამრიგებელთან, სამედიცინო სტუდენტთან ერთად, რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში ახალგაზრდა გონების გაღვივებისთვის. გაათავისუფლეთ სწავლის ძალა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში, ჩემი სწავლების ფილოსოფია სცილდება ჩვეულებრივს, სადაც ყოველი სესია არის მოგზაურობა აკადემიური სრულყოფილებისკენ. შემომიერთდით ამ საგანმანათლებლო მოგზაურობაში, სადაც მედიცინის ბრწყინვალება ხვდება რიცხვების სიზუსტეს, აერთიანებს სამედიცინო მეცნიერებების სიზუსტეს რიცხვების მაგიას. როგორც გამოცდილი მეგზური, ვიყენებ შემოქმედებით მეთოდოლოგიებს, გარდაქმნის რთულ ცნებებს სიბრძნის მოსანელებელ ნაკრებებად, რომელიც მორგებულია ახალგაზრდა გონების ცოდნასა და ცნობისმოყვარეობას. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ რიცხვებისა და სამეცნიერო საოცრებების მომხიბლავ სამყაროს. აღმოჩენების მომავალი და მე აქ ვარ, რათა გზა გავუკვალო! მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში 12 კლასის ჩათვლით და ასევე ფიზიკაში როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს. ვარ თბილისი საელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, ყველა მოსწავლისთვის ვქმნი შესაბამისი პროგრამას და ვცდილობ ინდივიდუალური მიდგომის გზით შედარებით მარტივი და საინტერესო გავხადო გაკვეთილები. მომზადების ფასი დამოკიდებულია კლასსა და მეცადინეობის ხანგრძლივობაზე

მათემატიკის ინდივიდუალური გაკვეთილები
მათემატიკის ინდივიდუალური გაკვეთილები

ვამეცადინებ სკოლის ასაკის მოსწავლეებს მათემატიკაში, როგორც სახლში მოსვლით, ისე ონლაინ. მაქვს სწავლების რამდენიმეწლიანი გამოცდილება. ვსწავლობს ელექტრო ინჟინერიის მესამე კურსის ფაკულტეტზე აგრარულ უნივერსიტეტში 100%იანი დაფინანსებით. მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ფიზიკა-მათემატიკის საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებში. ვარ ლექტორი აკადემიაში და ვასწავლი ელექტრო ინჟინერიის საფუძვლებსა და პროგრამირებას. მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და ვცდილობ ყველაზე სახალისო და საინტერესო გზით გავუზიარო ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთოვთ დამიკავშირდეთ: დამიკავშირდით ნომერზე

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

გამარჯობა, ვამზადებ მოსწავლეები მათემატიკაში. ⬇️მცირედი ჩემს შესახებ: ✔️ დამთავრებული მაქვს კომაროვის სკოლა. ✔️ამჟამად ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მეორე კურსზე 100% იანი გრანტით. ✔️მაქვს მოსწავლეების მომზადების გამოცდილება. ✔️მოსწავლეებს შევასწავლი საგანს სიღრმისეულად და გულდასმით, ასევე მოსწავლის ტემპის მიხედვით გაკვეთილებში ინტეგრირებული იქნება არამხოლოდ საპროგრამო მასალა ✔️გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად, ონლაინ, გამართული პლატფორმის მეშვეობით. ✔️გაკვეთილების ხანგრძლივობა 1.5-2 საათი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით