რობოტექნიკისა და პროგრამირების დისტანციური კურსები
                                        
                                        
                    ჩვენ, მოსწავლეებს ვუნვითარებთ  ხელმარჯვეობასა და სხვადასხვა საქმიანობაში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარეებს, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება.
მენტორი: გაგნიძე ლევანი - "DreamCreators Academy"-ის დამფუძნებელი, მიმართულება - გამოყენებითი ფიზიკა. აქვს, რამდენიმე წლიანი გამოცდილება ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით - ტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და ფაბრიკაში. 
სწავლების გამოცდილება ელექტრონიკასა და რობოტექნიკის მიმართულებით - 4 წელზე მეტი. 
სწავლება იქნება 7 თვე, ბოლო თვეს იმუშავებენ საბოლოო პროექტებზე და ააწყობენ სხვადასხვა მოწყობილობას მენტორების დახმარებით.
რობოტექნიკის კურსის საფასურია - 250 ლარი.
ვატარებთ საცდელ, გაცნობით გაკვეთილს - უფასოდ.
კურსი ტარდება დისტანციურად - Google Meet-ში
რობოტექნიკის კურსი- მოიცავს რობოტექნიკის საფუძვლებს და სამ სფეროს:
პროგრამირებას - ვიზუალურ პროგრამირების ხელსაწყო Scratch-ში;
3დ მოდელირებას - Tinkercad-ში, 3დ მოდელების შექმნასა და ბეჭდვას;
ელექტორნიკას - სადაც, გაეცნობიან ელექტრულ კომპონენტებს, მათ აგებულებას, მუშაობას, ელექტრონიკის მთავარ ცნებებსა და პროგრამირებად მოწყობილობებს;
შეძლებენ რობოტებისა და მოწყობილობების აწყობასა და დაპროგრამებას.
"DreamCreators Academy - ოცნებისმქმნელთა აკადემია"  არის თანამედროვე ტექნოლოგიების ონლაინ აკადემია !
რომელიც ზრუნავს და ანვითარებს მოწყობილობების, Hardware პროდუქტის შექმნის მიმართულებას საქართველოში, რომელიც, დღეს არცერთ სხვა სასწავლებელს არ აქვს, იმ დრონეზე, რომლითაც მოსწავლე კურსების ბოლოს შეძლებს რეალური პროდუქტების, მოწყობილობებისა და ინოვაციური სტარტ-აპების შექმნას.