Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის რეპეტიტორი

აღწერა

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა ზოგადი კურსი
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ოფლაინ
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 23:00
შაბათი
09:00 - 23:00
კვირა
09:00 - 23:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ვაჟა-ფშაველა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

SAT Math / მათემატიკა /  - ინდივიდუალური მომზადება
SAT Math / მათემატიკა / - ინდივიდუალური მომზადება

რას ვასწავლი: ვამზადებ მე-8 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებს SAT Math-ში, სკოლის მათემატიკას. ჩემს შესახებ: გამარჯობა! მე ვარ თამარ კუკავა, კომაროვის სკოლის მედალოსანი და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. ვარ FLEX-ის კურსდამთავრებული. წარმატებით ჩაბარებული მაქვს AP Calculus BC და AP Physics C. ასევე, SAT-ის მათემატიკის ნაწილში მიღებული მაქვს 800/800. ჩემი მიზანი: ჩემი მიზანია, მოსწავლეებს დავეხმარო მათემატიკისა და ფიზიკის არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საგნის ლოგიკისა და ძირითადი პრინციპების რეალურად გაგებაში. ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმულების დამახსოვრება, არამედ ამოცანის სწორად გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე და სწავლების პროცესი მის ცოდნის დონესა და მიზნებს მოვარგო. მოვამზადებ მოსწავლეებს: • SAT Math-ისთვის • სასკოლო მათემატიკასა და ფიზიკაში • რთული თემების საფუძვლიანად გააზრებაში • ამოცანების ამოხსნისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ჩემი მიზანია, მოსწავლემ საბოლოოდ შეძლოს ამოცანის დამოუკიდებლად გაანალიზება და ამოხსნა და არა მხოლოდ კონკრეტული ფორმულის გამოყენება.

მათემატიკის მასწავლებელი.
მათემატიკის მასწავლებელი.

მათემატიკის მომზადება 1-9 კლასის მოსწავლეებისთვის. გსურთ, თქვენს შვილს მათემატიკაში ცოდნა გაუუმჯობესდეს და სკოლაში უკეთესი შედეგები ჰქონდეს? დაგეხმარებით მასალის მარტივად და გასაგებად ათვისებაში. ჩემ შესახებ: * ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტროინჟინერიის მიმართულებით, 100%-იანი გრანტით. * დავამთავრე კომაროვის სკოლა. * აქამდე ვეხმარებოდი ჩემს ორ ძმას ვეკუას სკოლაში მათემატიკის მომზადებაში. * ვფლობ ინგლისურ ენას B2+ დონეზე და შემიძლია გაკვეთილების ინგლისურად ჩატარებაც. რას გთავაზობთ: * სკოლის მასალის უკეთ ათვისება * საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება * ცოდნის გაძლიერება და აკადემიური შედეგების გაუმჯობესება * ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან ფასები: (1 თვის საფასური, კვირაში 2 საათი მეცადინეობა): ონლაინ გაკვეთილები: * ქართულად — 120 ლარი * ინგლისურად — 140 ლარი მოსწავლესთან სახლში მისვლით: * ქართულად — 180 ლარი * ინგლისურად — 200 ლარი მეცადინეობის დროები: ორშაბათი და ხუთშაბათი — 18:00 საათიდან. შაბათი და კვირა — შეთანხმებით, თქვენთვის სასურველ დროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: (Whatsapp-ზეც მოწერა შესაძლებელია). დავეხმაროთ ბავშვებს, მათემატიკა უფრო მარტივად და საინტერესოდ ისწავლონ!

verify badge
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

მათემატიკის მომზადება 5–11 კლასის მოსწავლეებისთვის. ჩემ შესახებ: ვარ 19 წლის, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მაქვს ბავშვებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. გაკვეთილებზე გავივლით და გავამყარებთ სკოლის პროგრამას, ვიმუშავებთ დამატებით მასალებსა და ამოცანებზე და ყურადღებას მივაქცევთ არა მხოლოდ პასუხის მიღებას, არამედ მასალის სწორად გაგებასა და ლოგიკურ აზროვნებას. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური მომზადება. გაკვეთილები ტარდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიტოვეთ კომენტარი ან დამიკავშირდით.

მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

ვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. გაკვეთილები ტარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მეცადინეობის სახით. სწავლების ფორმატი: ადგილზე მოსვლით - გაკვეთილები ჩატარდება ჩემთან სახლში, მშვიდ და კომფორტულ გარემოში. (ლოკაცია დიდი დიღომი) დისტანციურად - ეფექტური ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული დაფების გამოყენებით. ბინაზე მისვლით - გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია მოსწავლესთან სახლში მისვლაც. სურვილის შემთხვევაში გვექნება საცდელი გაკვეთილი, რომელიც რა თქმა უნდა არის უფასო. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, მოსწვალემ თავად გადაწყვიტოს, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ჩემთან მეცადინეობისას. მეტი დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ასევე შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ whatsapp-ზე.