Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. კვირაში სამი დღე

პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 21 შეფასება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ტელეფონი
მათემატიკის გაკვეთილები
მათემატიკის გაკვეთილები

- დავამთავრე თავისუფალ უნივერსიტეტში (MACS) მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ინჟინერიის ფაკულტეტზე. - მაქვს სწავლების 6 წლიანი გამოცდილება - ვამზადებ აბიტურიენტებს 3-4 კაციანი ჯგუფებში, ასევე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს კალკულუსში ეკონომიკასა და სხვა საუნივერსიტეტო საგნებში. - აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ივლისიდან კვირაში 4-ჯერ. მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შესაძლებელია გრაფიკზე შეთანხმება. - მომზადება მოიცავს ღვაბერიძის სახელმძღვანელოს სრულყოფილ გავლას, დამხმარე სახელმძღვანელოებთან ერთად. მასალის დასრულების შემდეგ გადავდივართ ტესტების წერაზე.

video icon ვიდეო
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა

ჩავატარებ გაკვეთილებს მათემატიკაში (მხოლოდ ონლაინ რეჟიმში). მოვამზადებ მოსწავლეებს SAT გამოცდისთვის, დაგეხმარებით სასკოლო პროგრამისა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო მასალის ათვისებაში, მარტივი და გასაგები მიდგომებით :) დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, როგორც SAT, GSCE თუ სასკოლო მასალით მომზადებაში. ამჟამად ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand Universityში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. ასევე ვმუშაობ Software developerის პოზიციაზე Ericssonში. ვასწავლი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერი სხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მეცადინეობა / სწავლება შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. გამოცდილება 43 წელი. ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას კლასებისა და დონის მიხედვით ახალი სასწავლო წლისათვის. ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლე. დამთავრებული მაქვს ილია ვეკუას სახელობის 42-სკოლა, 1983 წელს. მოსწავლეებს ვასწავლი იმ დონით, როგორც მე მასწავლიდნენ. თოფურიას გარდა ვიყენებ სკანავს, ნესტერენკოს. ჩემი მიზანია: მეტი განათლებული ახალგაზრდა საქართველოს! ყველას წარმატებას ვუსურვებ.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
კერძო მათემატიკის მასწავლებელი
კერძო მათემატიკის მასწავლებელი

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე