გამარჯობა,ვარ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი.ჩავაბარე უნივერსიტეტში 100% ინი გრანტით.მაქვს მოსწავლეების მომზადების გამოცდილება.მოსწავლეებს ვამზადებ მათემატიკაში,როგორც ონლაინ ასევე ადგილზე მისვლით.1 საათის ღირებულება არის 15 ლარი 1:30 წუთის ღირებულება არის 20 ლარი.
მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability) . ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია : გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 150 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე
ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე მათ ვისაც სურთ მათემატიკის შესწავლა. ვამეცადინებ ზაფხულშიც. განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი -25ლარი, 1სთ და 30წთ - 30 ლარი. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-25ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 200-240 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. სხვა პირობები შეთანხმებით. აბიტურიენტებთან ჯერ გავივლი ღვაბერიძის ორივე ნაწილის (ა) ვარიანტს და შემდეგ წინა წლების საგამოცდო ტესტებს. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. დამთავრებული მაქვს თსუ-ში ეკონომიკური. მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემზე შეფასებებიც უწერიათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !
დავამთავრე ფიზიკა–მათემატიკური სკოლა კომაროვი მედალზე. ამჟამად ვარ მე–4 კურსის სტუდენტი ინგლისურენოვან უნივერსიტეტში 100%იანი დაფინანსებით. კარგად ვიცი IB პროგრამა და კალკულუსი და გამოცდილებაც მაქვს ამ განხრით. საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილების ვატარებ ინგლისურად. 6 წელია რაც ვამზადებ და მყოლია ყველა ასაკის მოსწავლე.
ვამზადებ საშუალო სკოლის VII-XII კლასის და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს მათემატიკის საგანში ონლაინ რეჟიმში, ქართულ და ინგლისურ ენებზე. უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს ვამზადებ კალკულუსის საგანში. მომზადება ხდება ინდივიდუალურად. 1 გაკვეთილის ხანგძლივობა არის 1.5სთ. მუშაობის გამოცდილება: 2 წლიანი - სკოლაში, 9 წლიანი - კერო მასწავლებლად. მოსწავლესთან მიდგომა მაქვს ინდივიდუალური, მისი ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე.
ვამზადებ 6-11 კლასელ ბავშვებს მათემატიკაში ონლაინ ან ადგილზე მისვლით ვერა/ვაკე/საბურთალოს ტერიტორიაზე. დავამთავრე ი. ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლა, ამჟამად ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
ვარ კომაროვის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული, ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში, სტუდენტებს კალკულუსში ან პრეკალკულუსში, ასევე SAT-ის გამოცდისთვის. მაქვს მოსწავლეების მომზადების გამოცდილება. მოვამზადებ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლითაც.
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ გაკვეთილებს. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით. დავასრულე ა.რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ოქროს მედალზე. დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე.
გამარჯობა, მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ მათემატიკის პედაგოგი 20 წლიანი გამოცდილებით, ამჟამად მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ვასწავლი სკოლაში მათემატიკას. შესაბამისად მაქვს ინდივიდუალური მიდგომები და დამატებითი მასალები ცოდნის გასაღრმავებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის, დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე.
ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ჩავირიცხე 2022 წელს 100%-იანი გრანტით. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, როგორც ონლაინ, ისე სახლში მიღებით. დეტალებისათვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში ონლაინ შეღავათიან ფასად. რამდენიმე წელია აქტიურად ვარ დაკავებული ონლაინ სწავლებით და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%იანი სახელმწიფო გრანტით, მოვიპოვე შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება გამორჩეული აკადემიური მიღწევებისთვის და ამჟამად ვარ საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი. ასევე ვარ ოქროს მედალოსანი და მოსწავლეობის პერიოდში ვიყავი სტუდენტ-ასისტენტი მათემატიკაში, შესაბამისად, მაქვს ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ ოქროსმედალოსანი, ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიაზე, მათემატიკითა და ფიზიკით, უმაღლესი ქულებით. მოვამზადებ მათემატიკაში ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მე-9 კლასის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მეშვიდე - მერვე კლასის ჩათვლით მათემატიკაში. ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეთერთმეტე კლასელი. ვსწავლობ IB პროგრამაზე. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, ბევრი დამიინტერესებია მათემატიკით და ბევრს დავხმარებივარ:)) გავყვები სკოლის მასალას. სურვილისამებრ ვასწავლი დამატებით მასალასაც. გაკვეთილებს ჩავატარებ ონლაინ რეჟიმში, 1 საათი - 1:30 საათი. ფასზე შევთანხმდეთ:)) დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ ფსიქოლოგ-სოციოლოგიის მაგისტრი, რაც მეხმარება იმაში, რომ ბავშვს სწორად შევასწავლო საგანი. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ფასი: თვე 100 ლარი.
მოვამზადებ 5-8 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ინდივიდუალურად ან მცირე (2-3 კაციან) ჯგუფებში. გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ ან ჩემთან სახლში. თავიდან ჩავატარებთ გასაცნობ/საცდელ გაკვეთილს, რომელიც გამოგვადება სამომავლო ურთიერთობის დამყარებაში. დავამთავრე ვეკუა. 100 % გრანტით ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესზე.
ვარ კომაროვი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მათ დავეხმარო სხვა საგნების დავალებების შესრულებაშიც. ვარ კომფორტული და კომუნიკაბელური ადამიანი და თქვენი პატარებისთვის სწავლის პროცესს მეტად მარტივს და საინტერესოს გავხდი.
ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოვხვდი ტოპ 100 აბიტურიენტს შორის. მაქვს სამწლიანი გამოცდილება სკოლის დონის მასწავლებლობაში, ხოლო უმაღლეს მათემატიკას უკვე ერთი წელია ვასწავლი. მოვამზადებ როგორც სკოლის მოსწავლეებს სკოლის მასალაში, ისე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის და სტუდენტებს - კალკულუსში. მისვლით მხოლოდ დიდ დიღომში, ძირითადად ონლაინ ვმუშაობ გაკვეთილის ხანგრძლივობა და საფასური მოსწავლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა ძალიან არ იცვლება. ხშირად ვატარებ ერთ საცდელ გაკვეთილს, რათა დონე დავადგინო
მოვამზადებ მოსწავლეებს მე-7 კლასის ზემოთ, ან მე-6 კლასელებს ვეკუა-კომაროვის გამოცდებისთვის. ცოტა რამ ჩემს შესახებ: დავამთავრე ვეკუას სკოლა მაღალი აკადემიური მოსწრებით, სკოლის პერიოდში მონაწილეობა მიმიღია მათემატიკის არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე ავიღე 50/51 ქულა და 100%იანი გრანტით ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. მაქვს მათემატიკის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილები ტარდება ძირითადად ინდივიდუალურად, შეთანხმება შეიძლება როგორც ონლაინ ასევე სახლში მისვლაზე. დეტალებისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
ონალინ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს 4-10 კლასის ჩათვლით. დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება. სკოლის მასალასთან ერთად, მოსწავლეებს ვუვითარებ ლოგიკურად აზროვნების უნარს სხვადასხვა საინტერესო ამოცანებით. ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ საქართვრლოს აგრარული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის სტუდენტი. მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში მეათე კლასის ჩათვლით. მოვამზადებ სახლში მიღებით ჯგუფებად ან ინდივიდუალურად, შემიძლია ასევე ონლაინ.
თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა მათემატიკა მარტივად და ხალისით ისწავლოს, დამიკავშირდით. სასკოლო საფეხური: I-VI კლასი; გაკვეთილის ხანგრძლივობა: საშუალოდ 90 წუთი (საჭიროების შესაბამისად); გაკვეთილის ღირებულება: 30-35 ლარი; სასურველი ტერიტორია: ვაკე, საბურთალო, ძველი თბილისი.
მოვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით. ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე უმაღლესი შედეგის გარანტიით. სკოლის გაკვეთილების პარალელურად, განვლილი მასალიდან, გავივლით ყველა იმ საკითხს, რომელშიც ბავშვი ჩამორჩენილია და რის გამოც, ხელი ეშლება, რომ დაეწიოს პროგრამას. მაქვს 15 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილს ჩავუტარებ ონლაინ. 8 გაკვეთილის ფასი 150 ლარი.
გამარჯობა, მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს მე-5 კლასიდან. მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება. ვარ ფიზიკა-მათემატიკური სკოლის (ვეკუა) კურსდამთავრებული და მაქვს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან ( სადაც გავლილი მაქვს მათ შორის კალკულუსი ) ჩემი შეზღუდული დროითი რესურსიდან გამომდინარე, გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, , რაშიც მაქვს საკმაო გამოცდილება ( ვიზუალურად უკეთესად აღქმისთვისაც ვანიჭებ ონლაინ გაკვეთილებს უპირატესობას) მხოლოდ სკოლის წიგნით, რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლები ბავშვის შესაძლებლობების სწორად გასაგებად, ჩავატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება შეთანხმება გაკვეთილები არის ინდივიდუალური, სხვა დეტალები შეთანხმებით
ვამზადებ მოსწავლეებს ფიზიკასა და მათემატიკაში, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსელი, ფაკულტეტი, ფიზიკა-მათემატიკა. მაქვს 6 წლიანი გამოცდილება მოსწავლეების მომზადებაში.(ვამზადებ აბიტურიენტებსაც)
ვარ ფიზიკა- მათემატიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
მოვამზადებ 6-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის მათემატიკაში ან სტუდენტებს კალკულუსში. გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურად. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით.
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე, მაქვს 100%-იანი გრანტი. დამთავრებული მაქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა უმაღლესი ნიშნებით. გაკვეთილებს ვატარებ როგორც ონლაინ ასევე მისვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ ნომერზე.
ვამზადებ ნებისმიერ მსურველს მათემატიკა/უმაღლეს მატემატიკაში(კალკულუსი,მათემატილური ანალიზი…)როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. წარმატებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის მიმართულებით.ამჟამად ვასწავლი ერთ-ერთ კერძო სკოლაში. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს, ვმუშაობ, როგორც სკოლის/უნივერსიტეტის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით (დამატებითი სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან).
მოგესალმებით, ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. აბიტურიენტთათვის სასწავლო პროგრამა აწყობილია ეროვნული გამოცდაში შემავალ საკითხებზე (naec-ის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით), მოიცავს: წინა წლებში გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სრულად განხილვას, პარალელურად, პროგრამული მასალის ახსნა/შესწავლასა და შესაბამისი წიგნებიდან დამატებითი სავარჯიშოების შესრულებას. სკოლის მოსწავლისთვის თითოეულ საგანში სასწავლო პროგრამა მორგებულია სასკოლო მასალას, რომლის განმტკიცებისთვის ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს/დავალებებს ფიზიკა-მათემატიკის სკოლებში სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გამოყენებადი წიგნებიდან. მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ (დეკემბრის შუა რიცხვებიდან სურვილის/საჭიროებისამებრ შესაძლებელია არადისტანციურ რეჟიმში გაგრძელებაც_მის.:ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონი) გაკვეთილის ხანგრძლივობა _1.5 სთ შესაძლებელია, აბიტურიენტთათვის_თვეში 12 მეცადინეობა სკოლის მოსწავლისთვის_თვეში 8 ან 12 მეცადინეობა (მშობლის სურვილის მიხედვით) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!♥️
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში, ადგილზე მისვლით ან ონლაინ. ვსწავლობ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის კურსზე. დავამთავრე ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. სწავლების მიდგომა არის ინდივიდუალურად მორგებული მოსწავლეზე, საჭიროებიდან გამომდინარე. მეტი ინფორმაციისათვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.
გამოცდილი მასწავლებელი მოამზადებს სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში , შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე დავამთავრე თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სასწავლო სამეცნიერო სკოლის კურსი. მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის 3 წლიანი გამოცდილება. სკოლის მასალასთან ერთად, მოსწავლეებს ვეხმარები სხვადასხვა ამოცანების მეშვეობით ლოგიკურად აზროვნების უნარის გაღრმავებაში.