Servisebi.ge-ის საშუალებით, ავტომობილის ქირაობა დღიურად, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ განცხადებებს და სასურველი მოდელის მანქანის მფლობელს დაუკავშირდეთ.
ავტომობილის ქირაობის ფასები ჩვენს ვებგვერდზე 20 ლარიდან იწყება. მანქანის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს გამოსაყენებლად.
სანამ სერვისის მიმწოდებელს შეარჩევთ ყურადღებით გაეცანით მის რეიტინგს. ვებგვერდზე კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით სანდო მფლობელს მარტივად და სწრაფად შეარჩევთ.
ავტომობილის შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მანქანა არ გჭირდებათ და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში გაქვთ მისი გამოყენების აუცილებლობა, ავტომობილის დაქირავება დღიურად გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდებათ.