Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკასა და ფიზიკაში

პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 21 შეფასება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ტელეფონი
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

გამარჯობა! ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. უკვე 2 წელია, რაც აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეებთან და ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და გაგებაში. მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს როგორც სასკოლო მათემატიკაში, ისე კალკულუსში. გთავაზობთ ინდივიდუალურ საზაფხულო პროგრამას, რომელშიც ვადგენ სპეციალურ გეგმას მოსწავლის მიზნებიდან გამომდინარე (ჩამორჩენის ანაზღაურება, მომავალი წლის მასალის წინასწარ სწავლა, სახალისო ამოცანები ფორმაში ყოფნისთვის); ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად მეგობრული, უშუალო და მოსწავლეზე მორგებული (განსაკუთრებით ზაფხულში, რათა სწავლა ზედმეტად დამღლელი არ იყოს); სასკოლო წიგნების გარდა, ვიყენებ მრავალფეროვან დამატებით მასალებს; გაკვეთილების ხანგრძლივობა და ინტენსივობა მოსწავლის სურვილზე და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გაკვეთილები ტარდება ონლაინ (Google Meet) ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

საზაფხულო კურსი მათემატიკაში
საზაფხულო კურსი მათემატიკაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, მე ვარ ნინო - მათემატიკის მასწავლებელი - და ვცდილობ, მოსწავლეებს მათემატიკა საინტერესოდ და გასაგებად ვასწავლო. უკვე 20 წელია ვმუშაობ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად და ჩემს ცოდნას და მიდგომებს ვუზიარებ. ვცდილობ, გაკვეთილი არ იყოს ერთფეროვანი და სტრესული. ზოგჯერ კი, მიუხედავად მასალის სირთულისა, მარტივი ენით გავხადო ის გასაგები. გამოცდილებამ მაჩვენა, მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სწორედ მისი შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით მივუდგეთ. ამჯერად გთავაზობთ საზაფხულო კუსს მათემატიკაში. ზაფხული საუკეთესო დროა ცოდნის გასამყარებლად და ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად. თუ თქვენს შვილს: ✅ გაუჭირდა რომელიმე თემის ათვისება; ✅ სურს ცოდნის გაღრმავება; ✅ უნდა, რომ ახალ სასწავლო წელს უფრო თავდაჯერებული შეხვდეს; მაშინ საზაფხულო კურსი სწორედ მისთვისაა! - ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური მეცადინეობები - თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გეგმა - მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული გარემო მეცადინეობა ტარდება როგორც ონლაინ ისე ბინაზე მისვლით. ასევე სურვილის შემთხვევაში ჩემთან ბინაზე მოსვლაც. საზაფხულო კურსზე ფასები უფრო ნაკლები იქნება სტანდარტულთან შედარებით.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

ვამზადებ მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათემატიკაში- როგორც სასკოლო, ასევე უნივერსიტეტის დონეზე (კალკულუსი, მათემატიკური ანალიზი და სხვა). ასევე გთავაზობთ SAT Math გამოცდისთვის მომზადებას-თანამედროვე სტრატეგიებით, პრაქტიკული ტესტებითა და ქულაზე ორიენტირებული მიდგომით. გაკვეთილები ტარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. განათლება: დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის მიმართულებით. გამოცდილება: ამჟამად ვასწავლი ერთ-ერთ კერძო სკოლაში და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. სწავლების ფორმატი: (1)ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან; (2)მუშაობა როგორც სასკოლო/უნივერსიტეტის პროგრამით, ასევე დამატებითი რესურსებით ყველა საჭირო მასალა (მათ შორის ელექტრონული წიგნები და ტესტები) უზრუნველყოფილია ჩემგან; (3)რეგულარული ტესტირება და პროგრესის კონტროლი. მიზანი: არამარტო ამოცანების ამოხსნა, არამედ ლოგიკური აზროვნების განვითარება და მაღალი შედეგების მიღწევა გამოცდებზე.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი
კერძო მათემატიკის მასწავლებელი

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე