გასაჭიმი ჭერი ფასი, რა ღირს მონტაჟი, კვადრატული რა ჯდება? - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზეც უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, სანამ ჭერის გაკეთებას დავიწყებთ.
საბოლოო ფასის განსაზღვრა ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
- სპეციალისტის მიერ იზომება ჭერი და დგინდება ფართობი
- ზუსტდება თუ როგორი ტიპის ჭერი გვინდა (კლასიკური, გლუვი, პრიალა, სატინის ა.შ)
- ვიზუალი ერთ ფერშია თუ გვჭირდება არტ ბეჭდვა
- კონსტრუქცია განათებითაა თუ განათების გარეშე, თუ განათებითაა დასაზუსტებელია რა ტიპის განათება გვჭირდება, მაგ: LED წერტილოვანი თუ ლენტოვანი
- გვსურს თუ არა დამატებითი სპეცეფექტები ჭერზე, როგორიცაა ე.წ ვარსკვლავური ცა, მოლივლივე ეფქტები და სხვა
როდესაც გვექნება ინფორმაცია ამ დეტალებზე, ზუსტი ღირებულების დადგენაში გასაჭიმი ჭერის ხელოსანი დაგვეხმარება.
ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე მარტივად მოძებნით გასაჭიმი ჭერის მონტაჟთან დაკავშირებულ შეთავაზებებს, გაფილტრავთ თქვენთვის სასურველს და დაუკავშირდებით ავტორს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
როგორ შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერის ფერები კონკრეტული ოთახებისთვის?
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფერები გავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და ჯანმრთელობაზეც კი. სწორედ ამიტომ ინტერიერში ფერების შერჩევა ერთგვარი გამოწვევა და ზოგჯერ საკმაოდ დიდი თავსატეხიცაა ხოლმე.
მნიშვნელოვანია სწორად გავითვალისწინოთ ყოველი დეტალი, მაგალითად ისიც, რომ ფერი სივრცის აღქმასაც ცვლის, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ ტონალობები კედლისა და ჭერისთვის.
გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში, მაღაზიებში ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია, როგორ უნდა შევარჩიოთ ფერები ისე, რომ ერთმანეთს მოუხდეს, სივრცეც არ დავაპატარაოთ და თან მიღებული შედეგით კმაყოფილნი დავრჩეთ?
აქ ერთი კონკერტული პასუხი არ არსებობს, ვინაიდან რაც ერთს მოსწონს, შესაძლოა მეორეს გემოვნებაში სულაც არ ჯდებოდეს, თუმცა გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რასაც ინტერიერის დიზაინერები ფერების შერჩევისას აქცევენ ყურადღებას და ეს დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ გასაჭიმი ჭერის ფერები სხვადასხვა ოთახებისთვის.
მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ განათება, ფერები სხვადასხვა განათების მქონე ოთახებში, განსხვავებულად აღიქმება. მაგალითად ხელოვნური განათებისას ცივი ფერები შეიძლება ერთმანეთისგან ვერ გავარჩიოთ.
განვიხილოთ საძინებელი და სამზარეულო ოთახების გასაჭიმი ჭერის ფერები.
საძინებელი ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა, სადაც ვისვენებთ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ფერთა პალიტრა.
ინტერიერის დიზაინერთა უმრავლესობა საძინებელში ჭერის ფერის შერჩევისას უპირატესობას პასტელურ ფერებს ანიჭებს, რომლებიც ქმნიან მშვიდ ატმოსფეროს და აღძრავენ პოზიტიურ ემოციებს.
მკვეთრი და გამაღიზიანებელი ფერები ნაკლებად მისაღებია საძინებლისთვის.
თუ თქვენი ოთახის საერთო ინტერიერს შეესაბამება და ძალიან ამოვარდნილი არ არის, გირჩევთ ღია ცისფერზე, თეთრზე, ვარდისფერზე, კრემისფერზე და მსგავს ნათელ ფერებზე შეაჩეროთ არჩევანი.
ასევე შეგიძლია გამოიყენოთ განსაკუთრებული განათებაც ე.წ ვარსკვლავური ცა ან სხვა ტიპის, რაც ასევე შექმნის მყუდროებას.
რაც შეეხება სამზარეულოს ჭერის ფერს, აქ უფრო თავისუფლად შეგვიძლია ავარჩიოთ ფერები, თუმცა გირჩევთ უპირატესობა მაინც ღიას მიანიჭოთ, რადგან ღია ფერები აჩენს დიდ სივრცეს.
თუ საერთო სივრცეს შეესაბამება, კარგი არჩევანი იქნება ღია ყვითელი, ლაიმისფერი, კრემისფერი და მსგავსი ფერების კომბინაცია.