admin

admin admin

5/06/24 1474 ნახვა

გასაჭიმი ჭერი თუ შეკიდული? - რომელი სჯობს და რატომ

საცხოვრებელი ფართის ინტერიერში ჭერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და თუ ადრე, ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მხოლოდ შეთეთრებით შემოიფარგლებოდნენ, თანამედროვე ჭერის დიზაინი ბევრად ორიგინალურ, კრეატიულ და ეფექტურ გადაწყვეტებს გვთავაზობს.
ბუნებრივია, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და ჭერის ტიპის შეჩევისას გვიჩნდება კითხვები: 
  • რომელი უფრო იაფი დაჯდება?
  • რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება?
  • რომელია უფრო გამძლე და პრაქტიკული?
  • რომელს უფრო მარტივი მოვლა სჭირდება?
ამ ბლოგში გავნიხილავთ გასაჭიმი და შეკიდული ჭერის, როგორც დადებით, ისე უარყოფითი მხარეებს და შევეცდებით ვუპასუხოთ ზემოთაღნიშნულ აქტუალურ კითხვებს, რაც გარკვეულწილად დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. 

კითხვა N1 - რომელი უფრო იაფი ჯდება?
რემონტის პროცესში თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად მოხდეს ფინანსების ოპტიმიზაცია, ხოლო კითხვაზე, თუ რომელი უფრო იაფი ჯდება, გასაჭიმი ჭერის გაკეთება თუ შეკიდულის პასუხის დადგენა დამოკიდებულია 3 ძირითად ფაქტორზე: 

ფართის ზომა - ჭერის მონტაჟის საერთო ღირებულება პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ფართის ზომაზე. რაც უფრო დიდი კვადრატულობა, მით მეტი მასალა და შრომაა საჭირო. პატარა ფართის შემთხვევაში განსხვავება შეკიდულ და გასაჭიმ ჭერს შორის მინიმალური იქნება, მაგალითად: აბაზანაში ჭერის მონტაჟისას ფასი ფიქსირებულია და ორივე ჭერის შემთხვევაში ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს.


დიზაინის სირთულე - ფასის განსაზღვრაზე მოქმედებს ის, თუ რა ტიპის ვიზუალური გადაწყვეტები გვსურს, გასაჭიმი ჭერი შესაძლოა უფრო იაფი ვარიანტი იყოს, თუ ერთ ფერში შევარჩევთ და არ დაგვჭირდება რთული კონსტრუქციების დამზადება, ხოლო თუ დამატებითი ეფექტებით გვსურს გაფორმება, როგორიცაა 3D ელემენტები, ფოტობეჭდვა, არტდეკორი - ბუნებრივია ეს დეტალები აისახება საბოლოო ღირებულებაზე.
შეკიდული ჭერი დიზაინის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, როგორც გასაჭიმი, ისე თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში.
შესაძლებელია რამდენიმე დონიანი ჭერის დამზადება, სხვადასხვა გეომეტრიული თუ ასიმეტრიული ფიგურების ამოჭრა, განათების სხვადასხვა ტიპის ინტეგრირება, პროცესი მეტად კომპლექსურია, მეტ შრომას, ჩართულობას და დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს, რაც აისახება ხელობის ფასზე.

მასალის ხარისხი - ამ შემთხვევაში ნამდვილად გამართლებულია მოსაზრება, რომ ფასი ხარისხს განსაზღვრავს, უმეტეს შემთხვევაში რაც უფრო ძვირი ღირს მასალა, მით უფრო მეტად გამძლე და ეფექტურია გამოსაყენებლად.
თუ შევადარებთ ამ შემთხვევაშიც გასაჭიმი ჭერის ფირი უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გიფსოკარდონის ფილა, თუმცა სხვა მასალებთან შედარებით, შეიძლება ითქვას რომ ორივე საკმაოდ ბიუჯეტურია.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია დაახლოებითი პარალელების გავლება, თუ რომელი უფრო იაფი დაჯდება, მაგრამ ამ გზით ზუსტ პასუხს ვერ დაადგენთ, იმისათვის რომ ზუსტად გათვალოთ ხარჯები და გქონდეთ ინფორმაცია, რომელი ჭერის ტიპია თქვენს ფინანსებთან შესაბამისობაში მიმართეთ შეკიდული ჭერის და გასაჭიმი ჭერის ხელოსანს, ორივესგან მიიღეთ ინფორმაცია, შეადარეთ ერთმანეთს, განსაზღვრეთ რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე და გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი.


კითხვა N2 - რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება?
მეორე კითხვა, რაც ჭერის მონტაჟამდე გვიჩნდება არის ის თუ რომელი კონსტრუქციის მონტაჟია უფრო მარტივი.
გავრცელებული მოსაზრებით, ფრანგული გასაჭიმი ჭერი უფრო მარტივი დასამონტაჟებელია, ვიდრე შეკიდული, რაც მეტწილად მართალია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ერთი ხელის მოსმით გააკრას ფირები.
ორივე ტიპის ჭერის მონტაჟისას, იქნება ეს გასაჭიმი თუ შეკიდული, გჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება, შესაბამისი ხელსაწყოები და პროცესების თანმიმდევრული ცოდნა, ხოლო ამ ყოველივეს არარსებობის შემთხვევაში კი პროფესიონალი ხელოსნის დახმარება.
დროის მხრივ მომგებიანია გასაჭიმი ჭერის გაკეთება, სწორად შერჩეული კადრების შემთხვევაში ჭერის გაკეთებას სულ რამდენიმე საათი დასჭირდება, ამავდროულად არ დაგიგროვდებათ სამშენებლო ნაგავი და თუ მხოლოდ ჭერის შეცვლა გსურთ სახლში, არც ავეჯის დაცლა იქნება საჭირო, გარემოს მინმალური დაბინძურებით, მაქსიმალურად მოკლედ დროში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
რაც შეეხება შეკიდულ ჭერს, რა თქმა უნდა მონტაჟი აუცილებლად შეკიდული ჭერის ხელოსნის მიერ უნდა განხორციელდეს, ხოლო სამუშაო პროცესების დაწყებამდე აუცილებელია ოთახიდან ავეჯისა და სხვა ნივთების გატანა, ან მათი შეფუთვა, რათა თავიდან აიცილოთ როგორც მტვირსგან, ასევე საღებავისა და ფითხის ნარჩენებიგან დაბინძურება. როგორც მოგეხსენებათ, თუ შეკიდული ჭერის მასალად თაბაშირ-მუყაოს აირჩევთ ფინალურ ეტაპზე შეფითხვა და შეღებვაც დაგჭირდებათ.
გაკვრიდან-სამღებრო სამუშაოების ჩათვლით ყველა ეტაპის დასასრულებლად რამდენიმე დღე დაგჭირდებათ.
რომ შევაჯამოთ, თუ მარტივ და ეფექტურ გამოსავალს ეძებთ, გასაჭიმი ჭერი კარგი ალტერნატივაა, ხოლო თუ დროის მხრივ შეზღუდული არ ხართ და მიმდინარე რემონტში აპირებთ ჭერის ინტეგრაციას, ამ შემთხვევაში შეკიდული ჭერიც უდაოდ კარგი არჩევანი იქნება.

კითხვა N3 - რომელი უფრო გამძლეა და პრაქტიკული?
გამძლეობისა და პრაქტიკულობის კუთხით, გასაჭიმ და შეკიდულ ჭერს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს.
გასაჭიმი ჭერი წყალგამძლეა,მაგალითად: გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, თუ მეზობელმა კორპუსის ბინაში წყალი ჩამოგიშვათ, ამ ტიპის ჭერს შეუძლია 100 ლიტრამდე წყალი შეაკავოს, ხოლო სწორად გამოტუმბვის შემდგომ კი დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას დაზიანების გარეშე. არ იკეთებს კონდენსატს და იდეალურია ისეთი მაღალ ტენიანი სივრცეებისთვისაც კი, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო.
შეკიდული ჭერის შემთხვევაში, თუ მასალად გიფსოკარდონს გამოვიყენებთ, ფაქტურა არის საკმაოდ მყარია და მექანიკური ზემოქმედების შედეგად მარტივად არ ზიანდება. წყალგამძლეობის მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს გასაჭიმ ჭერს, არც თუ ისე კარგად იტანს სისველეს და ასეთი შემთხვევების დროს სჭირდება განახლება.მინიმუმ ხელახლა შეფითხვა და გადაღებვა.
გარდა განსხვავებებისა, აქვთ მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებლებიც:
ორივე ტიპის ჭერი, მარტივად ფარავს ჭერის ზედაპირზე წარმოქმნილ ხარვეზებს, ინტერიერს ხდის მეტად ესთეტიურს. Შეგვიძლია ვენტილაციის მილები და ელექტროობა კონსტრუქციის შიგნით მოვაქციოთ, რაც შეეხება გამძლეობას, სწორად მოვლის შემთხვევაში, ორთავეს აქვს ხანგრძლივი გამოყენების ვადა.


კითხვა N4 - რომელს უფრო მარტივი მოვლა სჭირდება?
მოვლის თვალსაზრისით გასაჭიმი ჭერი აშკარა უპირატესობას ფლობს, ეს მასალა თითქმის არ იკრავს მტვერს და მარტივად იწმინდება წყლიანი ტილოთიც კი.
ხოლო შეკიდული ჭერის შემთხვევაში მოვლა შედარებით რთულია, განსაკუთრებით კი მრავალდონიანი კონსტრუქციების შემთხვევაში. თუ გიფსოკარდონის ჭერია მიზანშეწონილი არ არის სველი წმენდა, რადგან მასალა კარგად ვერ იტანს წყალს და შესძლოა დარჩეს ლაქები.
საღებავიც გარკვეული წლების შემდგომ საჭიროებს განახლებას.

შედარებების მხრივ, შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ გასაჭიმი ჭერი უპირობოდ ხელსაყრელი ვარიანტია, თუმცა ეს ასე არ არის.
საბოლოოდ შერჩევა დამოკიდებულია თქვენს პირად გემოვნებაზე, სივრცის ზოგად ინტერიერსა და ფინანსებზე.

ბლოგის ავტორი: ანა ბოლქვაძე

რეკომენდირებული სერვისები

რეკომენდირებული სტატიები

ყველაფერი საკურიერო მომსახურებაზე – როგორ მუშაობს სწრაფი მიტანის სერვისი

ყველაფერი საკურიერო მომსახურებაზე – როგორ მუშაობს სწრაფი მიტანის სერვისი

4 მარ 2025

მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამეა, ქალაქში ხარ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და მცირე დროში მიიღოს ამანათი მითითებულ მისამართზე. 

საკურიერო სერვისები, არაერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რაც მიუთითებს ამ მომსახურების მრავალწლიან არსებობაზე. ძველ დროში კურიერი ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში არსებობდა. ძირითადად, მათი მოვალეობა, მნიშნელოვანი ბრძანებების და წერილების ადრესატამდე მიტანა იყო. 

არსებობდნენ ე.წ მაცნეები, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ მაცნეს ევალებოდა სასწრაფო ცნობის გავრცელება, იყენებდნენ ცხენოსანი მაცნეების მომსახურებას. 

მარათონი 26 მილის სიგრძეა კურიერის გამო. ცნობილი ძველი ბერძენი კურიერია
ფეიდიპიდესი, რომელმაც როგორც ამბობენ, 26 მილი გაირბინა მარათონიდან ათენამდე, რათა მიეტანა ცნობა სპარსელებზე ბერძნების გამარჯვების შესახებ ძვ. წ. 490 წელს. 

Wells Fargo იყო პირველი ოფიციალური საკურიერო სერვისი შეერთებულ შტატებში. 1858 წელს, Wells Fargo-მ ხელი შეუწყო Overland Mail Company - განთქმული "Butterfield Line" -ის შექმნას. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკურიერო კომპანია, United Parcel Service (UPS), დაარსდა სიეტლში 1907 წელს ორი თინეიჯერი ბიჭის მიერ. ისინი ამანათებს ძირითადად ფეხით და ველოსიპედით აწვდიდნენ.

XXI საუკუნეში საკურიერო მომსახურება ონლაინ ვაჭრობასთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა. გაჩნდა ექსპრეს მიტანის, დრონებით მიწოდების და სხვა სერვისები, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა საერთაშორისო ვაჭრობა. 

ვინ არის და რას აკეთებს კურიერი ?

კურიერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ამანათების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას. კურიერი ახორციელებს ამანათების ან ტვირთების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე უმოკლეს დროში. შესაბამისად, კურიერის ხშირად უწევს ისეთი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რომელიც ამანათების უმოკლეს დროში მიწოდებას მოიცავს.

კურიერი ცნობილია მიწოდების სისწრაფით, საიმედოობითა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით. კურიერები ხშირად მუშაობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, როგორიცაა: ქალაქი ან რეგიონი, და კარგად ესმით ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარშრუტები. 

ონლაინ შოპინგის ზრდისა და სწრაფი და ეფექტური მიწოდების სერვისების საჭიროების გამო, კურიერები თანამედროვე ეკონომიკის და სავაჭრო მიმართულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი კომფორტს უქმნიან ბიზნესს და ადამიანებს სასურველი პროდუქტის სახლთან მიწოდებით. 

კურიერი უზრუნველყოფს, რომ გამოძახებული ან შეძენილი პროდუქტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და სხვადასხვა ამანათები აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე, უსაფრთხოდ და დროულად, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინდუსტრიის გამართულ ფუნქციონირებას და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.

რას მოიცავს სწრაფი მიტანის სერვისი ?

სწრაფი მიტანის სერვისი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებას და ზრდას. 

მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, გემრიელი საკვები მოგინდა, სანატრელი ამანათი ჩამოგივიდა, ეზოს მოწყობა გადაწყვიტე და შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს, ან მოულოდნელად ავტომობილისთვის ზეთის შეცვლა გჭირდება, რემონტის პროცესში საღებავი დაგაკლდა თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, დღესდღეობით სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას გაძლევს გამოიძახო ის, რაც გჭირდება და კურიერის დახმარებით სასურველ მისამართზე მიიღო.

  1. მიტანის სერვისით სარგებლობს არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც საჭიროებენ პროდუქტის სწრაფად მიწოდებას;
  2. მიტანის სერვისი ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას, ზოგავს მათ დროს, ხარჯებს და ენერგიას. ბიზნეს სუბიექტებისთვის სწრაფად მიტანა ზრდის მათი ბრენდის სანდოობას და კმაყოფილებას;
  3. მიტანის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოდ და მცირე დროში სასურველი ნივთების მიწოდებას ონლაინ შოპინგის შემდეგ თუ სასურველი კერძის გამოძახების დროს;
  4. მომხმარებლის მიერ მიღებულ შეკვეთას ამუშავებს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიტანის სერვისის მიწოდებას. ამის შემდეგ, კურიერი აწვდის პროდუქტს მომხმარებელს მითითებულ მისამართზე;
  5. მიტანის სერვისი მომხმარებელს და კომპანიებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ადგილზე მიიღოს ამანათი და სხვადასხვა ტიპის ტვირთი. სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს, როგორც თბილისში, ბათუმში ისე რეგიონებში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სასურველი პროდუქტის უმოკლეს დროში მიწოდება.
რა დროს უნდა ავირჩიოთ 24 საათიანი მიწოდების სერვისი ?

24-საათიანი საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს სწრაფ და უწყვეტ მიწოდებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ამანათები, საკვები, მედიკამენტები ან სხვა ნივთები, რაც კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევებისთვის, როცა პროდუქტის სწრაფად მიტანა კრიტიკულია.

როგორი ტიპის საკურიერო მომსახურება არსებობს ? 

საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი პროდუქტი მიიღონ მარტივად და უსაფრთხოდ. ეს მომსახურება, როგორც ბიზნეს კომპანიებისთვის, ისე კერძო პირებისთვის ერთგვარი კომფორტია. 
კურიერის გამოძახება შესაძლებელია ონლაინ, როგორც ვებ-გვერდის, ისე აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.  საკურიერო მომსახურებას აქვს რამდენიმე მიმართულება, რომელიც განსხვავებულ სერვისს მოიცავს, მათ შორისაა:
1. სტანდარტული საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მიწოდებისთვის მოიცავს 1-3 დღემდე. აქვს შედარებით დაბალი ტარიფი და იდეალურია, როცა არ გეჩქარებათ ნივთის მიწოდება. კვების, ფარმაცევტული და სხვა ობიექტები, სტანდარტული მიწოდებისთვის აწესებენ რამდენიმე წუთს ან საათს.
2. ექსპრეს საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს ამანათების მიწოდებას შეკვეთიდან იმავე დღეს ან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. 
3. საკურიერო მომსახურება  24/7 - ერთ-ერთი კონკურენტული და მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღოს. 
4. ადგილობრივი საკურიერო მომსახურება - სხვადასხვა ქალაქებში არსებობს ადგილობრივი საკურიერო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ადგილობრივ დონეზე. პოპულარულია ონლაინ ბიზნესებისთვის სხვადასხვა საკვების, საჩუქრების ან ამანათების მიწოდების პროცესში.
5. სპეციალური საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს განსაკუთრებით დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების და ამანათების გადაზიდვას. მნიშვნელოვანია რომ საკურიერო ტრანსპორტი იყოს გამართული და არ მოხდეს პროცესის შეფერხება.
6. საერთაშორისო გადაზიდვები - ეს სერვისი მოიცავს საკურიერო მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მომხმარებელს არ უწევს საბაჟო პროცედურების გავლა , ამას თავად საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს. 

სასურველი და გამოცდილი საკურიერო მომსახურების შერჩევა შეგიძლიათ საიტზე servisebi.ge აქ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კერძო კურიერი ან საკურიერო კომპანია და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ კურიერის მომსახურება სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით. 

ტელევიზორის მონტაჟი და შეკეთება – რას გვთავაზობს პროფესიონალი ხელოსანი

ტელევიზორის მონტაჟი და შეკეთება – რას გვთავაზობს პროფესიონალი ხელოსანი

3 მარ 2025

ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ტექნიკაა, არამარტო სახლში, არამედ სამუშაო, გასართობ და სხვა ტიპის სივრცეებში. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი იგებს ახალ ამბებს, უყურებს ფილმებს, თვალს ადევნებს საინტერესო მოვლენებს ან ინტერნეტის ეპოქაში აქტიურად იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით.  პირველად  ტელევიზორი 1934 წელს დამზადდა გერმანიაში და ნელ-ნელა დაიწყო მისი გავრცელება აშშ-ში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. 

დღესდღეობით ტელევიზორები იყოფა სხვადასხვა კატეგორიად მათი ტექნოლოგიის, ფუნქციების, ეკრანის ტიპის და გამოყენების მიხედვით. ეკრანის ტექნოლოგიის მიხედვით გვხვდება: LED, OLED, Plasma, LCD, QLED, MicroLED და სხვა. 
ფუნქციონალის მიხედვით გვხვდება ისეთი ტიპის ტელევიზორები, როგორიცაა: Smart, Android, Google, Apple და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტელევიზორის მენიუ მარტივი ფუნქციონალით გამოირჩევა და მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოახდინოს მისი ინსტალაცია. გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება ქმნის დამატებით კომფორტს და გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას თუ თქვენი ტელევიზორის მონტაჟი, შეკეთება ან გასწორება გჭირდებათ. 

რას მოიცავს ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება ?

არსებობს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორი. შესაბამისად, მათი შეკეთებისთვის საჭიროა, გამოცდილება და ცოდნა. ტელევიზორის ხელოსანი კი, ის ადამიანია, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია რომ დაზიანებული ან არეული პროგრამის მქონე ტელევიზორი სწორად და მცირე დროში შეაკეთოს. თუ ტელევიზორს უჭირს wifi-ქსელთან დაკავშირება, გამოსახულების ხმა არ ისმის ძველებურად და ეკრანიც ისე მკვეთრად აღარ აჩვენებს, როგორც აქამდე, ტელევიზორის ხელოსანი ყველა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

როდის ან სად შეიძლება ტელევიზორის ხელოსანი გამოვიძახოთ ? 

თუ ტელევიზორი მოულოდნელად დაზიანდა შეგიძლია, ისარგებლო ხელოსნის გამოძახების მომსახურებით. ეს სერვისი, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ ტელევიზორის მოხსნა და მისი გადატანა შესაბამის სერვის ცენტრში. ტელევიზორის ხელოსანი გამოძახებით, არის საუკეთესო სერვისი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ გამოცდილი ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება. შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით არა მარტო, თბილისსა და ბათუმში, არამედ რუსთავში

  • პირველ რიგში, ტელევიზორის ხელოსანი მოდის თქვენს მიერ მითითებულ ადგილზე. 
  • თან აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო და ინვენტარი, რაც მუშაობის პროცესში სჭირდება. ადგილზე მოსვლის შემდგომ, აფასებს ტელევიზორის პრობლემას და ადგენს დაზიანების მიზეზს. 
  • ამის შემდგომ იწყებს მის შეკეთებას , რაც მოითხოვს მცირე დროს და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს.
რა არის სმარტ ტელევიზორი და რით გამოირჩევა ის ?

სმარტ ტელევიზორი, იგივე ჭკვიანი ტელევიზორი, გამოირჩევა ისეთი ფუნქციებით, რაც არ აქვს ჩვეულებრივ ტელევიზორს. სმარტ ტელევიზორი საუკეთესო არჩევანია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტელევიზორში უყუროს სხვადასხვა პოპულარულ ინტერნეტ გადაცემებს, მარტივად მოახდინოს ტელეფონის ინტეგრაცია ტელევიზორთან, უყუროს Youtube-ს ან მისთვის საყვარელ ინტერნეტ ვებ-გვერდებს ადევნოს თვალი. თანამედროვე სმარტ ტელევიზორების სისტემა მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე. შესაბამისად, სმარტ ტელევიზორის გასწორება, შეგიძლიათ თავად ან სპეციალისტის დახმარებით.  

რა პრობლემა ექმნება lg და სამსუნგის ტელევიზორს ყველაზე ხშირად ?

lg და სამსუნგი ტელევიზორის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი კომპანიებია. შესაბამისად, მომხმარებლებიც აქტიურად იყენებენ მათ მიერ წარმოებულ ტელევიზორებს. თუმცა, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ორივე წარმოების ტექნიკა დაზიანდეს ან შეექმნას გარკვეული პროგრამული ხარვეზები. თუ სახლში, დიდი ხანია იყენებ lg-ის ან samsung-ის ტელევიზორს და მასზე პრობლემა შეგექმნა, lg - ის და სამსუნგის ტელევიზორის ხელოსანი დაგეხმარება მის მარტივად მოგვარებაში.

lg ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი დაზიანებები, როგორიცაა:
  • აუდიო და ხმის სისტემის დაზიანებები; 
  • wifi ქსელთან დაკავშირების პრობლემები;
  • გამოსახულების სიმკვეთრის ცვლილება;
  • ეკრანის გატეხა ან ნაწილობრივ დაზიანება მექანიკური ზემოქმედებით;
სამსუნგის ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემებია:
  • wifi კავშირის შეფერხება;
  • ეკრანის მოულოდნელად ჩაქრობა;
  • სმარტ ტიპის სამსუნგის ტელევიზორზე აპლიკაციების ძნელად დაინსტალირება;
ამ და სხვა ტიპის დაზიანებების დროს მნიშვნელოვანია რომ შეარჩიო ხელოსანი, რომელსაც აქვს ცოდნა როგორც lg ისე სამსუნგის მოდელის ტელევიზორების შესახებ.  

რას მოიცავს სერვისი პლაზმური ტელევიზორების შეკეთება ?

ზოგადად პლაზმური ტელევიზორი ან პლაზმური ეკრანი განსხვავდება სხვა ტელევიზორებისგან, როგორიცაა: LCD და LED.  პლაზმური ტელევიზორის ეკრანი გამოირჩევა მაღალი კონტრასტებით. ამის გარდა, უფრო დიდი ზომის ეკრანზე მაღალია გამოსახულების გარჩევადობა და ბუნებრივი ფერების სიმკვეთრე. გამოსახულების აღქმა, როგორც პირდაპირ ისე, გვერდითა კუთხიდან ყურების შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია.  თუმცა, შესაძლოა, პლაზმურ ტელევიზორსაც გაუჩნდეს პრობლემები და დაგჭირდეს ტელევიზორების შეკეთება. ყველაზე გავრცელებული პრობლემები პლაზმურ ტელევიზორზე. 
  • შესაძლებელია, მოხდეს პლაზმური ტელევიზორის ეკრანის გამორთვა ე.წ ეკრანის “ჩაწვა”;
  • უდიო სისტემას მწყობრიდან გამოსვლა. აცდენა აუდიო სისტემას და გამოსახულებას შორის;
  • სრულად ან ნაწილობრივ დაიკარგოს გამოსახულების ფერების სიმკვეთრე;
  • სრულად გაითიშოს ტელევიზორის ეკრანი, ისმოდეს მხოლოდ ხმა;
  • საჭიროა პლაზმური ტელევიზორის ეკრანის შეცვლა;
რატომ არის მნიშვნელოვანი ტელევიზორის სწორად მონტაჟი?
  • ტელევიზორის სწორად დამონტაჟება კედელზე ათავისუფლებს მეტ სივრცეს თქვენს საცხოვრებელ ბინასა თუ სახლში და უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმიზაციას;
  • სწორად დამონტაჟებული ტელევიზორი გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რადგან არასწორად დამონტაჟებულმა ტელევიზორმა შეიძლება ვერ გაუძლოს სიმძიმეს და ჩამოვარდეს. ამის გამო კი, შეიძლება მოგიწიოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა და ტელევიზორის ჩაბარება;
  • ტელევიზორის მონტაჟი ადგილზე მისვლით, მოიცავს გამოცდილი სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თუ რა სიმაღლეზე და როგორი კუთხით იქნება ოპტიმალური ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება;
  • გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ტელევიზორის კაბელების მარტივად დამალვაში, რაც უფრო ესთეტიკურ იერს მიანიჭებს თქვენს ინტერიერს;
რა უნდა იცოდეთ სანამ ტელევიზორს კედელზე დაკიდებთ ?

დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია ტელევიზორის კედელზე დაკიდება. იმისთვის რომ, თქვენი სასურველი ტელევიზორი, ისე მოთავსდეს ინტერიერში რომ იყოს ლამაზად და შეძლოთ ყველა კუთხიდან გამოსახულების მარტივად და მკაფიოდ დანახვა საჭიროა, სწორად მოხდეს თქვენ მიერ შეძენილი ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება. 

რა მომსახურების გაწევა შეუძლია ხელოსანს თუ გვჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება ?
  • თუ გჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება, ხელოსანი ის სპეციალისტია, რომელიც დაგეხმარება მის სწორად და უსაფრთხოდ დამონტაჟებაში. 
  • ხელოსანი გირჩევს, თუ რა სიმაღლეზე, რომელ კედელზე ან როგორი ტიპის ჩარჩოთი უნდა მოხდეს ტელევიზორის დამონტაჟება. 
ამის გარდა, გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ისეთ სამუშაოებში, როგორიცაა:
  • ტელევიზორის სხვადასხვა ტიპის კედელზე დამონტაჟება. მათ შორის: აგურის, თაბაშირ-მუყაოს, ბეტონის და სხვა;
  • ტელევიზორის ოპტიმალურ სიმაღლეზე ჩამოკიდებას, რომ ყველა მხრიდან მკაფიოდ ჩანდეს გამოსახულება;
  • ტელევიზორის საკიდის უსაფრთხოდ დამონტაჟებას ყველა წესის და სტანდარტის დაცვით;
  • ტელევიზორის ანტენის დაყენებასა და მის კონფიგურაციაში;
თუ ტელევიზორის პროგრამისტი დამჭირდა ვინ დამეხმარება ?
  • ტელევიზორის პროგრამისტი არის გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე სმარტ ტელევიზორთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ მარტივად გადაჭრას. 
  • ამის გარდა, უზრუნველყოფს სმარტ ტიპის ტელევიზორზე ფუნქციების ოპტიმიზაციას;
  • იქიდან გამომდინარე, რომ სმარტ ტელევიზორი აპლიკაციების გარეშე, ნაკლებად გამოყენებადია, სპეციალისტი უზრუნველყოფს აპლიკაციების სწორად დაინსტალირებას და გასწავლით თუ როგორ შეიძლება თქვენი ტელევიზორის ყველა ჭკვიანური ფუნქციის ათვისება.
რას მოიცავს ტელევიზორის ანტენის დაყენება ? 

თუ თქვენი სურვილია, ტელევიზორში, რაც შეიძლება მეტი არხის ყურება შეძლოთ საჭიროა, სწორად მოხდეს ხარისხიანი ანტენის შერჩევა და მისი დაყენება. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტენა, მათ შორის: 
  • ისეთი, რომელიც მაგრდება სახლის სახურავზე და იღებს უფრო მეტ სატელევიზიო არხების სიგნალს, ე.წ გარე ან სახურავის ანტენები;
  • შიდა ანტენები, რომლის მარტივად დამაგრება შესაძლებელია ტელევიზორზე, მისი კომპაქტური ზომის გათვალისწინებით;
  • ასევე, აქტიურად გამოიყენება სატელიტური და სხვადასხვა სიგნალის მისაღებად საჭირო მიმართული ანტენები;
თუ ეძებ გამოცდილ ტელევიზორის ხელოსანს ყველა ზემოჩამოთვლილი სერვისისთვის, ვებ-გვერდზე servisebi.ge, შეგიძლიათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. გაეცანით მომხმარებლის შეფასებებს და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეარჩიეთ სანდო სპეციალისტი. 

გახადეთ თქვენი განცხადება სანდო და გამორჩეული სერვისებზე – ახალი ვერიფიცირებულის ბეიჯით!

გახადეთ თქვენი განცხადება სანდო და გამორჩეული სერვისებზე – ახალი ვერიფიცირებულის ბეიჯით!

3 მარ 2025

 დღეს, როდესაც ონლაინ სივრცეში უამრავი განცხადება ქვეყნდება, გამორჩეულობა და სანდოობა გადამწყვეტია. მომხმარებლები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, ვისთან ურთიერთობენ და რამდენად სანდოა მათი წინადადება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ ფუნქციონალს – ვერიფიცირებულის ბეიჯს, რომელიც თქვენს განცხადებას უფრო მიმზიდველსა და სანდოს გახდის!

რა არის ვერიფიცირებულის ბეიჯი და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ვერიფიცირებულის ბეიჯი არის უნიკალური ნიშანი, რომელიც შეთავაზებების ჩამონათვალში თქვენი განცხადების ფოტოზე და მომხმარებლის სახელთან გამოჩნდება. ეს ბეიჯი ხაზს უსვამს თქვენს სანდოობას და აძლევს მომხმარებლებს მეტ საფუძველს, რომ თქვენთან კომუნიკაცია და გარიგება უსაფრთხოა. 

ვერიფიცირებულის ბეიჯი სერვისები

​ინტერიერის დიზაინი - შექმენი საოცნებო ინტერიერი მარტივი რჩევებით

​ინტერიერის დიზაინი - შექმენი საოცნებო ინტერიერი მარტივი რჩევებით

5 თებ 2025

ინტერიერის დიზაინის საოცარი ნიმუშების ნახვის შემდეგ ნებისმიერ ჩვენგანს გასჩენია სურვილი თავადაც ასეთ კომფორტულ და მიმზიდველ ბინასა თუ სახლში ეცხოვრა. 
თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი დეტალი ინტერიერის დიზაინზე, გაეცნოთ რჩევებს
ბინის დიზაინზე და შეიტყოთ მეტი, ვიდრე აქამდე იცოდით, გთავაზობთ რჩევებს და დეტალურ აღწერას, თუ რა არის ინტერიერის დიზაინი, რისთვისაა ის საჭირო, რამდენად ეფექტურია დიზაინერის მომსახურება და სხვა. 

რა არის ინტერიერის დიზაინი ?

ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ერგება ადამიანის სურვილებს და საჭიროებებს არც ისე მარტივია. მითუმეტეს, როცა ასეთ სივრცეში გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებლის პირადი სტილი, დიზაინის ტენდენციები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ინტერიერის დიზაინი ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი ინტერიერის ე.წ შენობის შიდა სივრცის დაგეგმარების შესახებ. ის აერთიანებს მომხმარებლის სურვილებს, საჭიროებებს და უზრუნველყოფს მისთვის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას. 

ვინ არის ინტერიერის დიზაინერი ?

ინტერიერის დიზაინერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად. ინტერიერის დიზაინერი გეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენი შიდა და გარე სივრცის ე.წ ექსტერიერის დიზაინის შექმნა. ინტერიერის დიზაინერს გავლილი აქვს ტრენინგები, მასტერკლასები და სხვადასხვა დამატებითი ლექციები, რომელიც მის ცოდნას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ. 

ინტერიერის დიზაინერი უძღვება ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა: 

  1. ბინის, სახლის ან სხვა სასურველი სივრცის ინტერიერის აზომვითი ნახაზების, რენდერების შექმნა და კონცეფციის განსაზღვრა; 
  2. ფერების შერჩევა, როგორც კედლებისთვის ისე ავეჯის და აქსესუარებისთვის ; 
  3. განათების შერჩევა და სტილის განსაზღვრა თუ რომელი განათების ტიპი იქნება ინტერიერში უკეთესი; 
  4. სხვადასხვა კონკრეტული ოთახის ან სივრცის დიზაინის შექმნა, მაგალითად ზალის დიზაინი;
  5. სარემონტო პროცესის ზედამხედველობა და მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან, დამკვეთთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
რა უნდა გაითვალისწინოთ კერძო სახლის ინტერიერის მოწყობის დროს ?

კერძო სახლის დაგეგმვა, არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ მისი დიზაინის შექმნა ამ რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.  პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები და მოთხოვნები.  გაითვალისწინეთ, არსებული გარემო პირობები. სახლის მდებარეობა და მისი შემოგარენი, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს საცხოვრებელი ფართის სწორად დაგეგმვაზე. ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: შენობის სიმაღლე, მზის მიმართულებები და მიმდებარე ლანდშაფტი.

როგორ უნდა შევქმნათ თანამედროვე ინტერიერში ზალის დიზაინი ? 

ზალა ეს არის სივრცე, სადაც სახლში, ხშირად ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მყუდრო, ფუნქციურად დატვირთული და ესთეტიკურად მიმზიდველი. 
ზალის დიზაინის შექმნის პროცესში  ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ელემენტები, მათ შორის დეკორატიული ან სხვადასხვა ფორმის ჭერის დიზაინი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თაღები, მრავალდონიანი ჭერი ან განათებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ჭერის ნაწილი. 

რაც შეეხება, განათებას , ზალაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიულ კედლებში ჩაშენებული განათება, რომელიც მრავალწერტილოვანია და ქმნის სიმყუდროვეს. ტექნოლოგიების ეპოქაში არსებობს ჭკვიანი განათების სისტემაც, რომელიც დროის მონაკვეთის შესაბამისად იცვლის ნათების ტიპს და არეგულირებს თქვენს სივრცეში სინათლის წყაროს. 

ნუთუ რენდერი მართლა საჭიროა ?

კითხვაზე თუ რა არის რენდერი და რისთვისა ის საჭირო ბინის ინტერიერის დიზაინში ? პასუხი მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ. 

რენდერი ეს არის კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც დიზაინის შექმნილ მოდელს გარდაქმნის  საბოლოო ვიზუალურ გამოსახულებამდე. ამ დროს უფრო თვალსაჩინო ხდება სხვადასხვა შენობის, სახლის ან ბინის  შექმნილი დიზაინი და მომხმარებელს უმარტივდება მისი აღქმა.  3d დიზაინერი კი არის არის გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა პროექტისთვის და დიზაინის შესაბამისად მის 3D ვიზუალიზაციის შექმნას. 

რაც შეეხება ვერანდას და აივანს

ადამიანები ხშირად ვერანდას ან აივანს იყენებენ განსატვირთად და სიმყუდროვისთვის. შესაბამისად, ამ სივრცეების დიზაინის შექმნა მნიშვნელოვანი დეტალია და საჭიროებს ყურადღებას. დღესდღეობით მრავალსართულიანი ბინების კვალობაზე უფრო მეტად აქტუალური საკითხია მცირე ზომის აივნის დაგეგმვა ისე რომ ის მოერგოს ჩვენს სურვილებს. 

მცირე ზომის აივნის მოწყობის შემთხვევაში გამოიყენეთ სივრცის ყველა კუთხე. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ მექანიზმებიან დაკეცავდი ფორმის ავეჯს. გამოიყენეთ ვერტიკალური ტიპის ან კედელზე დამონტაჟებული ინტეგრირებული LED განათება მცირე ზომის ნათურები, რაც მეტ სიმყუდროვეს და ჰარმონიულობას შესძენს თქვენს აივანს. დეკორატიული მწვანე მცენარეების გამოყენება კიდევ უფრო მყუდროს გახდის თქვენს გარემოს.

დეტალები რომლებიც მნიშვნელოვანია იქამდე, სანამ დაიქირავებთ დიზაინერს

ინტერიერის მოწყობის დროს აუცილებელია გვახსოვდეს თუ ვინ არის დიზაინერი, რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია მას და რა საქმიანობას ემსახურება.

დიზაინერი ეს არის სპეციალისტი, რომელიც გამოირჩევა კრეატიულობით, გამოცდილებით და ცოდნით. ის თქვენს საყვარელ სივრცეს მაქსიმალურად სურვილებზე მორგებულ და კომფორტულ გარემოდ აქცევს. 

პროფესიული და სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები ინტერიერის დიზაინერს ყოველთვის ეხმარება, რომ თქვენი სურვილები სახლის დაპროექტების ნაწილში იყოს დახვეწილი და მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.

სარემონტო სამუშაოები, ყოველთვის ასოცირდება დროის ზედმეტ დანაკარგთან, დაღლასთან, ხშირად ნერვიულობასა და ბიუჯეტის გაზრდასთან. დიზაინერი კი, ის ადამიანია, რომელიც, ამ ყველა საქმის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს. 

მაშინ როცა, ნაკლებად ერკვევით სარემონტო მასალებში და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებში, დამღლელია ავეჯის განლაგებაზე ფიქრი და სხვა საჭირო პროცესები, დიზაინერი იქნება ის ვინც დაგეხმარებათ მაქსიმალურად თქვენს სურვილებზე მორგებული თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ინტერიერის შექმნაში. შეგიმსუბუქებთ საქმეს და დაგიზოგავთ დროის დიდ რესურსს. 

ხშირად, დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე მცირე ფართის სწორად დაგეგმარება. გამოუცდელი ადამიანი კი, მსგავს შემთხვევებში მეტად ზარალდება. ამისთვის, უმჯობესია, გამოიყენოთ დიზაინერის მომსახურება და სწორად დაგეგმოთ თქვენი სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული, ესთეტიკური და ფუნქციური. 

სასურველი და გამოცდილი დიზაინერების შერჩევა შეგიძლიათ საიტზე servisebi.ge აქ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინერი და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინერი მომსახურების სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით. 

რეკომენდირებული კატეგორიები
გასაჭიმი ჭერი