მიიღე მომსახურება? შეაფასე მერი
ვარ მე-12 კლასის მოსწავლე და ოქროს მედლის კანდიდატი. მაქვს მოხალისეობის გამოცდილებაც პედაგოგის როლში ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ ეპიდვითარების გამო გადავწყვიტე ფინანსურად დავეხმარო ჩემს ოჯახს და ასევე გავუზიარო წლების მანძილზე ჩემ მიერ დაგროვილი ცოდნა სკოლის მოსწავლეებს. ძალიან მიზერული თანხის სანაცვლოდ და საუკეთესო ხარისხით შევაყვარებ და შევასწავლი მოსწავლეებს საგანს. მოვამზადებ 9-11 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ონლაინ ფორმატში. პირობას ვდებ, რომ მოსწავლეებს ჩემს გაკვეთილებზე შემოსვლა არასდროს დაეზარებათ! 1 თვე (კვირაში სამჯერ, საათნახევრიანი გაკვეთილი, ჯგუფში, სადაც მაქსიმუმ 4 მოსწავლე იქნება)-50 ლარი, ხოლო 1 თვე (კვირაში სამი საათნახევრიანი გაკვეთილი, ინდივიდუალურად)-65 ლარი დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.