განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ძაღლების და კატების გასეირნება, დავარცხნა, თემქაზე, მუხიანში, სანზონაში

პრო

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერასა და საბურთალოს ტერიტორიებზე. სითბოთი, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით. ✅ ყოველდღიური ან რამდენიმე დღიანი სეირნობა შეთანხმებული დროით. ✅ უსაფრთხოება და ყურადღება თითოეულ ძაღლზე, გასეირნების ფასი შეთანხმებით,მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ვარ პასუხისმგებლიანი და ძალიან მიყვარს ცხოველები. ვიზრუნებ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე. დროსა და ფასზე შევთანხმდეთ.

ვერიფიცირებული

ცუგოების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ცუგოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და თქვენს ცუგას გავასეირნებ ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით. გასეირნების დრო და სიხშირე შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

გავასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვთ, სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილისში. მაქვს გამოცდილება. საათი 15 ლარი.

მე ვარ გამოცდილი ძაღლებთან მაქვს კარგი კონტაქტი.

მე თითონაც მყავს ძაღლი დიდი ჯიშის მასტიფი . ძაღლები მიყვარს და ზოგადად მათაც ვუყვარვარ და შემიძლია გავასეირნო ყველა სულერთია როგორი იქნება დიდია ან პატარა მთავარია ავი არ იყოს მე ვიცი ძაღლების კარგი მოვლა აუცილებლად დამიკავშირდით

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თვქენს ოთხფეხა მეგობრებს რუსთავში. ძალიან მიყვარს ცხოველები. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ნებისმიერ ჯიშის ძაღლს,მათი უსაფრთხოება და კარგად ყოფნა ჩემთვის პრიორიტეტია. რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს ძირითადად დიდი ჯიშის ძაღლებთან. დამირეკეთ ან მომწერეთ Whatsapp-ზე.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

გამარჯობა , ვარ 16 წლის გოგონა ცხოველთა მოყვარული , ვცხოვრობ თბილისში , დიდი სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისის მაშტაბში ნებისმიერ მეტროსთან ახლოს. დროსთან და ფასთან დაკავშირებით შევთანმხდეთ პირადში

გავასეირნებ ძაღლებს

ძალიან მიყვარს ცხოველები და მათთან კონტაქტი შესაბამისად შემიძლია გავასეირნო ცხოველები საბურთალოზე. საკმაოდ მისაღებ ფასში 15-20₾

გავასეირნებ ძაღლს

ვგიჟდები ძაღლებზე. თუ არ გაქვთ დრო რომ თქვენთვითონ გაასეირნოთ ძაღლი და დატვირთვით ფიზიკურად თქვენს მაგივრად სიამოვნებით ვიზამ ამას. ვცხოვრობ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ველი შემოთავაზებებს.

გავსეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს წერეთლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დილით 11 საათამდე და საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 საათი 10-15 ლარი. მაქვს გამოცდილება როგორც შინაური ცხოველის გასეირნების, ისე დატოვების . ვარ 19 წლის.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით და სიყვარულით მოვუვლი. გთავაზობთ ხარისხიან უსაფრთხო და ენერგიულ დროს გარეთ, რაშიც შედის: ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ძაღლთან, უსაფრთხო მარშრუტები და მუდმივი კონტროლი, წყლის მიწოდება და ჰიგიენური ზრუნვა, ფოტო და ვიდეო ანგარიშება ყოველი გასეირნების შემდეგ. ასევე მოკლე ანგარიში როგორ გაატარა დრო. ყურადღებას ვაქცევ ძაღლის ხასიათს, ასაკს და საჭიროებებს შესაბამისად ჩემთან თქვენი ოთხფეხა მეგობარი არა მხოლოდ გაისეირნებს, არამედ მიიღებს ყურადღებას ზრუნვას და დადებით ემოციებს.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს(გლდანში)

მაქვს კარგი გამოცდილება ცხოველებთან ურთიერთობაში,ასევე შემიძლია გავრწვთვნა ლეკვები. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ მობილურ ტელეფონზე.

ძაღლების გასეირნება

16 წლის სპორცმენი გოგო ვარ, საფრთხე თქვენ ძაღლს არ შეექმნება. მიყვარს ცხოველები და ფრთხილი ვარ მათთან ძალიან.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

ძალიან მიყვარს ცხოველები, სახლში მყავს ძაღლიც და კატაც, მაქვს დიდი შეხება ცხოველებთან. რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით გავასეირნებ თქვენს საყვარელ მეგობარს

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ძაღლს, კატას. დავარცხნა, მოვლა. საბურთალო, ვერა-ვაკის ტერიტორიაზე. მყავს ძაღლი. მაქვს 2 წლიანი გამოცდილება.

გამარჯობა. გავასეირნებ შინაურ ცხოველებს. მაქვს ორ წლიანი გამოცდილება. მე თვითონ მყავს ცუგა-შპიცი ბო და ფისო-შოტლანდიური ფოლდი. ასევე შემიძლია დავვარცხნო, წავიყვანო აცრაზე, ვაბანაო და თქვენი სურვილისამებრ მოვუარო. მხოლოდ გასეირნების ფასი საათი 8-10 ლარი. დანარჩენ მომსახურებებზე ფასი შეთანხმებით.

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობარს სანზონისა და დიღმის მასივის ტერიტორიებზე.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხ ფეხუკა მეგობარს სანზონა- ნაძალადევის ტერიტორიაზე. თვითონ მყავს ერთი ცუგო, ვარ ძალიან კეთილი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი გოგონა. გავასეირნებ დილას ან საღამოს, სურვილისამებრ . ფასი 1სთ-14₾. 2სთ-24₾.

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს ან დავიტოვებ ვაშლიჯვარში. დრო: 10:00-19:00-მდე ფასი შეთანხმებით.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ ტერიტორიაზე

ძაღლების გასეირნება

გამარჯობა, გავასეირნებ პატარა ზომის ძაღლებს. ძალიან მიყვარს ცხოველები. სამუშაო დღეებში ვმუშაობ დღის მეორე ნახევარში, (დროებზე შეთანხმებით), ხოლო უქმეებში მთელი დღის განმავლობაში. 1 საათი - 20 ლარი (ან შეთანხმებით) ???

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ თქვენს საუკეთესო მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში. ფასი შეთანხმებით.

ძაღლების გასეირნება

ძაღლების გასეირნების სერვისი თუ გჭირდებათ, რომ თქვენი ძაღლი ყოველდღიურად გაისეირნოს, მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ! მე ვარ ნანუკა 17 წლის და მესაჭიროება სამსახური.ვიცი ძნელია თქვენი ოთხფეხა მეგობრები უცხო ადამაინს ანდოთ მაგრამ მერწმუნეთ მათ სანდო ადამაინი ეყოლება გვერდში. რა შემიძლია შემოგთავაზოთ: • ძაღლების გასეირნება ყოველდღე ან შეთანხმებით. • უსაფრთხო და სასიამოვნო გასეირნება თქვენს მიერ არჩეულ მარშრუტზე. • ცხოველის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება. • თამაშისა და ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა. რატომ უნდა მენდოთ: • მაქვს ძაღლებთან მუშაობის გამოცდილება. • პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი ვარ. • მიყვარს ცხოველები და ვზრუნავ მათ კეთილდღეობაზე. გრაფიკი: შეთანხმებით ადგილმდებარეობა: თბილისი ფასი: შეთანხმებით შევუქმნათ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბედნიერი და აქტიური დღე!

დავიტოვებ პატარა და საშუალო ჯიშის ძაღლებს დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე

ძალიან მიყვარს ცუგები, დავიტოვებ ძაღლებს შეთანხმებულ საათებში ძალიან შეღავათიან ფასში❤️ დატოვებაში შედის ძაღლის გასეირნებაც☺️

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლებს თბილისში. Ნებისმიერ უბანში. ფასი 1 საათი 10 ლარი. დღეში 3 საათი 25 ლარი.

ძაღლების გასეირნება

თუ გსურთ რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დატოვოთ სანდო ხელში გავასეირნებ შეღავათიან ფასში

ძაღლების გასეირნება

სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ვარ 38 წლის დიასახლისი. სახლში მყავს ძაღლები და კატები. ერთი სიტყვით კარგად მესმის ცხოველთა ენა და თქვენს ცუგოებსაც სეირნობისას კარგად ვაგრძნობინებ თავს… დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინგორმაციისთვის დამიკავშირდით…

გავასეირნებ ძაღლებს

მყავს 3 წლის გოგონა, რომელსაც ძალიაან უყვარს ცხოველები. ჩვენ ხშირად ვსეირნობთ ვცხოვრობთ ლისზე. თუ ჩვენთან ახლოს ხართ, შემიძლია, გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც ❤️

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

⏰ეძებთ სანდო და გამოცდილ ძაღლის გამსეირნებელს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ყურადღების ქვეშ იქნება? გამარჯობა, მე ვარ ძაღლების გამსეირნებელი 3 წლიანი გამოცდილებით, მიყვარს ცხოველები. რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? ვასეირნებთ ნებისმიერ ლოკაციაზე ჩვენ ვასეირნებთ ნებისმიერი ზომის ძაღლს ვმუშაობთ თქვენი განრიგის მიხედვით გასეირნება 1 საათი 10₾ გასეირნება 2 საათი 20₾

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ ძაღლებს დიდი ზომა 15 ლარი 1საათი პატარა ზომა 10 ლარი ესეც 1 საათი ძალიან მიყვარს ძაღლები მყავს 3 ძაღლი ყველანაირი ზომის გავასეირნებ რამდენიმესაც მცალია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვეში 500 ლარი ყოველ დღე დილას და ღამე თითო თითო საათით დამირეკეტ დროებზე დავილაპარაკებთ.

გავასეირნებ შინაურ ცხოველებს მთაწმინა-სოლოლაკის ტერიტორიაზე

ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მუდმივად გვყავდა ოჯახში ოთხფეხა მეგობრები, მაგ. ძაღლები, ზაზუნები, კატები და ა.შ. თვითონვე ვუვლი და ვასეირნებ ჩემს ჯუჯა პუდელს, სახელად სინდი. მოხარული ვიქნები, თუკი მექნება მათთან სეირნობის შესაძლებლობა. ვიზრუნებ თვენს ოთხფეხა მეგობრებზე. მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმი.

ოთხფეხა მეგობრების გასეირნება

გამარჯობათ, ვცხოვრობ ვაზისუბანში, გავასეირნებ ვაზისუბანში თქვენს ოთხფეხა მეგობარს დღეში 2 საათს, დილით 1 საათი და საღამოსაც 1 საათი 10 ლარად დაინტერესებული პირები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ცხოველების გასეირნება.

აქსესუარები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. შინაური ცხოველების გადაადგილების სერვისი, განისაზღვრება მანძილის მიხედვით. შინაური ცხოველების დატოვების სერვისი, შინაური ცხოველების გასეირნების სერვისი.

გავასეირნებ ძაღლს

მიყვარს ცხოველები და თქვენ თუ ვერ ახერხებთ მათ გასეირნებას მე გავსეირნებ

გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა, გავასეირებ ძაღლებს. ვცხოვრობ თემქაზე. ფასი: ძაღლის მიხედვით და სეირნობის ხანგრძლივობით. დროსა და დღეს შევათანხმებთ ერთად. აუცილებელი პირობა: ძაღლი უნდა მოიყვანოთ თემქაზე.

ძაღლების გასეირნება

დიდი დიღმის ტერიტორიაზე გავასეირნებ ლეკვებს და ძაღლებს. ვარ პასუხისმგებლიანი და ძაღლების დიდი მოყვარული. მაქვს გამოცდილება.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით და საღამოს. 30 წუთიანი გასეირნება. პატარა 10 ლარი. საშუალო და დიდი ზომის 15 ლარი. 21 წლის, პასუხისმგებლიანი და ძაღლების მოყვარული.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს საშუალო ტანის ან პატარა ოთხფეხა მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე. მყავს კოკესპანიელი და, შესაბამისად, მაქვს გამოცდილება. ფასი შეთანხმებით, ყოველდღე ერთი საათით.

გავასეირნებ ძაღლს ქ.ბათუმში

მოგესალმებით მეგობრებო.ვარ 27 წლის მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება.საიმედო და გამოცდილ ხელში იქნება თქვენი ცუგები.ვინც ქ ბათუმში ხართ და დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებთ დამიკავშირდით ნებისმიერ დროს!

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს დღეში ერთხელ ერთი საათი10ლ ორი საათი 15ლ. ვარ თერთმეტი წლის

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყოველ დღე საღამოს 9დან-10მდე. საბურთალო, ვაკე, ნაძალადევი. ერთი საათი 8 ლარი

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ძაღლის | კატის მოვლა, დატოვება

გამარჯობა, მე ვარ ლეილა. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სანდო, მზრუნველ ადამიანთან დარჩეს. ვქმნი მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თქვენი ძაღლი|კატა თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობს. ჩემთვის მთავარი არის ყურადღება, სითბო და პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ? - ძაღლის გასეირნება — 30₾-დან - კატის | ძაღლის დროებითი მოვლა/დატოვება კერძო სახლში, სადაც ცხოველი მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს — 60₾-დან ღირებულება დამოკიდებულია ბინადრის საჭიროებებზე, ხანგრძლივობაზე და ლოკაციაზე — დეტალები შეგვიძლია შევათანხმოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ბინადარი იყოს სანდო, თბილ და პასუხისმგებლიან გარემოში — სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ ნებისმიერ დროს.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა! ვარ ცხოვრლების მოყვარული გოგონა, შემიძლია გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობარი სასურველ ფასად. ადგილმდებარეობა გლდანი ა მიკრო-2 მიკრო დღები პარასკევი,შაბათი,კვირა ვარ გამოცდილი

გავასეირნებ ცუგოებს

ვარ ენერგიული, სიარულის მოყვარული. ამავე დროს, ძალიან მიყვარს ძაღლები. მყავს 3 ძაღლი, შესაბამისად, მაქვს გამოცდილება.

სიამოვნებით გავასეიენებ თქვწნს ოთხფეხა მეგობრებს

კვირაში 5 დღე გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დიდი დიღმის ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და კარგად ვეწყობი მათ. ვარ დაუზარელი და მაქვს ცხოველების მოვლის დიდი გამოცდილება.

გავასეირნებ ძაღლებს

მოგესალმებით მაქვს გამოცდილება დამჭირდება დამატებით ანაზღაურება გადავწყვიტე იქ სადაც თავს კარგად ვგრძნობ ზუსტად ამ საქმით დავკავდე

ძაღლების გასეირნება

შემიძლია გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობრები, ვარ პასუხისმგებლიანი და უზომოდ მიყვარს ცხოველები❤️

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს საბურთალოს ტერიტორიაზე, ვარ სტუდენტი და მყავს 3 ცუგო, ასე რომ მაქვს გამოცდილება. პს: სამსახურის პროტოკოლიდან გამომდინარე, შესააძლოა ვერ შევძლო თქვენს ზარზე პასუხი. შეგიძლათ, მესიჯი მომწეროთ, რომ "გსურთ ოთხფეხა მეგობრის გასერნება" და მე დაგიკავშირდებით.

ვასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვს თქვენი პატარა მეგობრის გასასეირნებლად, შემიძლია თქვენს სასურველ დროს მოვიდე და გავასეირნო თქვენს მაგივრად.

გავასერინებ ძაღლებს

გავასეირნებ ძაღლებს. სასურველია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ვარ 16 წლის. ძალიან მიყვარს ძაღლები და მაქვს გამკცდილებაც.