ავეჯის გადაზიდვა არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს და საჭიროებს სპეციალურ მიდგომას. როგორც წესი, ყველა შემთხვევაში სერვისი ქრონოლოგიურად შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება:
- სამუშაოს მოცულობის შეფასება და ფასის დადგენა - შემსრულებელი მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით აფასებს სამუშაოს მოცულობას, ახდენს მანძილის შეფასებას და ადგენს გადაზიდვის საბოლოო ღირებულებას.
- ავეჯის დაშლა - დიდი ზომის ავეჯი, როგორიცაა საწოლები, კარადები და სხვა, გადაადგილების გამარტივების მიზნით იშლება.
- შეფუთვა და ტრანსპორტირებისთვის გამზადება - გადაზიდვისას უნებლიე დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაშლილი და მცირე ზომის ავეჯი სპეციალური მასალებით იფუთება.
- ჩატვირთვა, მიწოდება - შეფუთული ავეჯი იტვირთება სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე და გადაიზიდება დანიშნულების ადგილზე.
- გადმოტვირთვა, მონტაჟი - დანიშნულების ადგილზე ხდება ავეჯის გადმოტვირთვა, შეფუთვის მოხსნა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აწყობა და გადანაწილება სივრცეებში დამკვეთის მითითების მიხედვით.
ავეჯის გადაზიდვის სერვისით სარგებლობის ბენეფიტები
ავეჯის გადაზიდვის სერვისი დროის დაზოგვასთან ერთად, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სტრესსაც გვიმცირებს და საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებაა ახალ სახლსა თუ ოფისში გადასვლისას.
ტრანსპორტირებამდე გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, რომელთა უგულვებელყოფაც ხშირ შემთხვევაში, სხვა პრობლემებთან ერთად, ავეჯის დაზიანებასაც იწვევს.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე მივანდოთ იმ ადამიანს ან ადამიანთა გუნდს, ვისაც აქვს გამოცდილება და უნარი უზრუნველყოს სრული პროცესის წარმატებულად დასრულება.
ასეთ პროფესიონალებს კი
ჩვენი პლატფორმიდან დაუკავშირდებით.
ისინი გთავაზობენ მომსახურების ფაქტობრივად სრულ სპექტრს: ავეჯის შეფუთვის, დაშლის, ტრანსპორტირებისთვის გამზადების, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის და მონტაჟის ჩათვლით.
გიზიარებთ
5 მიზეზს თუ რატომ უნდა ანდოთ ავეჯის გადაზიდვა შესაბამისი კვალიფიკაციის ადმიანების გუნდსა თუ კომპანიას:
- პროცესი ხდება ნაკლებად სტრესული - გადაზიდვა შეიძლება იყოს საკმაოდ დამღლელი. პროფესიონალები კი საკუთარ თავზე აიღებენ პროცესის მართვას, რაც თქვენ შეგიქმნით კომფორტს და ამავდროულად შეგიმცირებთ გადაბარგებისგან გამოწვეულ სტრესს.
- ზოგავთ დროსა და ენერგიას - ავეჯის დაშლა, შეფუთვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, ხელახლი მონტაჟი ეს ის ეტაპებია, რასაც ხშირად აერთიანებს ავეჯის გადაზიდვის სერვისი და აღნიშნულ საქმეებს შემსრულებლები აკეთებენ თქვენს ნაცვლად.
- მინიმუმამდე ამცირებთ გადაზიდვისას ავეჯის დაზიანების რისკებს- გადამზიდი კომპანიები იცავენ უსაფრთხოების წესებს და ავეჯის დაზიანებისგან დასაცავად იყენებენ სპეციალურ შესაფუთ მასალებს.
- სწორად ხდება გადამზიდი ტრანსპორტის შერჩევა - ავეჯის მოცულობისა და ზომების გათვალისწინებით განისაზღვრება შესაბამისი გადამზიდის ტიპი, რაც თავიდან აგარიდებთ შეფერხებებსა და დაზიანების რისკებს.
- ხარჯები ოპტიმიზირდება გონივრულად - პროფესიონალური სერვისი გთავაზობთ გონივრულ ფასებს მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებ ხარჯს ნიშნავს.
თუ გჭირდებათ ავეჯის გადაზიდვის სერვისი შესაბამის განცხადებებს Servisebi.ge-ზე ნახავთ. ჩვენი ვებგვერდიდან მარტივად, რამდენიმე კლიკით მოიძიებთ თქვენთვის საჭირო სერვისს და ასევე, მარტივად დაუკავშირდებით შემსრულებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით.