მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

გამარჯობა! ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, დამთავრებული მაქვს კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. საზაფხულო მომზადება შემდეგი სასწავლო წლისთვის: არდადეგების პერიოდი საუკეთესო დროა გასული წლის მასალის საფუძვლიანად გასააზრებლად და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ჩემი მიზანია, ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებს დავეხმარო განვლილი პროგრამის მყარად ათვისებაში, რათა ახალ სასწავლო წელს გაცილებით მარტივად, თავდაჯერებულად და მაღალი აკადემიური მზაობით შეხვდნენ. რას ვთავაზობ მოსწავლეებს: - ინდივიდუალური მიდგომა: მოსწავლის ცოდნის დონეზე მორგებული ტემპი და ყოველკვირეული გეგმა. - ლოგიკური გააზრება: ჩემი მიზანია მოსწავლემ ფორმულების მექანიკური დაზეპირების ნაცვლად, მათემატიკის ლოგიკა დაინახოს. - ეტაპობრივი და მარტივი ახსნა: რთული და კომპლექსური თემების დაშლა მარტივ, გასაგებ ნაბიჯებად. - მყარი პრაქტიკა: რეგულარული საშინაო დავალებები და პროგრესის მუდმივი კონტროლი. გაკვეთილის ფორმატი და გრაფიკი: - სრულად ონლაინ (მოსახერხებელ პლატფორმაზე). - როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში (2-4 მოსწავლე). - გრაფიკი: კვირაში 2 გაკვეთილი (თვეში 8 გაკვეთილი). - ხანგრძლივობა: 1 საათი. პირველ გაკვეთილამდე შესაძლებელია მოკლე ონლაინ შეხვედრა (15 წთ) მოსწავლის დონისა და მიზნების განსასაზღვრად. - სწავლის საფასური შეთანხმებით, დამოკიდებულია ინდივიდუალურ და ჯგუფურ სწავლებასა და მოსწავლეთა საჭიროებებზე. - ანაზღაურება: ყოველი 8 გაკვეთილის (თვიური ციკლის) დასასრულს. - დეტალებისთვის დამირეკეთ ნომერზე ან მომწერეთ WhatsApp-ში.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

მათემატიკის გაკვეთილები
მათემატიკის გაკვეთილები

- თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! - ვამზადებ მხოლოდ ონლაინ, მხოლოდ ინდივიდუალურად, და მხოლოდ მონდომებულ მოსწავლეებს ქართულად და რუსულად; - შემიძლია დავეხმარო ფრანგული და ამერიკული სკოლის მოსწავლეებსაც, ვინაიდან ვფლობ ინგლისურ და ფრანგულ ენებს; - მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები! ჩემი ყველა მოსწავლე წარმატებულია! - ხანგრძლივობა: 45-60 წუთი; - პირველი გაკვეთილი უფასოა; თუ შეიძლება, დამეკონტაქტეთ მხოლოდ ვოტსაპით.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის შესწავლა მომზადება მათემატიკაში მათემატიკა ონლაინ ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში