Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკაში

მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მეცადინეობა / სწავლება შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. გამოცდილება 43 წელი. ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას კლასებისა და დონის მიხედვით ახალი სასწავლო წლისათვის. ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლე. დამთავრებული მაქვს ილია ვეკუას სახელობის 42-სკოლა, 1983 წელს. მოსწავლეებს ვასწავლი იმ დონით, როგორც მე მასწავლიდნენ. თოფურიას გარდა ვიყენებ სკანავს, ნესტერენკოს. ჩემი მიზანია: მეტი განათლებული ახალგაზრდა საქართველოს! ყველას წარმატებას ვუსურვებ.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

გამარჯობა! ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. უკვე 2 წელია, რაც აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეებთან და ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და გაგებაში. მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს როგორც სასკოლო მათემატიკაში, ისე კალკულუსში. გთავაზობთ ინდივიდუალურ საზაფხულო პროგრამას, რომელშიც ვადგენ სპეციალურ გეგმას მოსწავლის მიზნებიდან გამომდინარე (ჩამორჩენის ანაზღაურება, მომავალი წლის მასალის წინასწარ სწავლა, სახალისო ამოცანები ფორმაში ყოფნისთვის); ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად მეგობრული, უშუალო და მოსწავლეზე მორგებული (განსაკუთრებით ზაფხულში, რათა სწავლა ზედმეტად დამღლელი არ იყოს); სასკოლო წიგნების გარდა, ვიყენებ მრავალფეროვან დამატებით მასალებს; გაკვეთილების ხანგრძლივობა და ინტენსივობა მოსწავლის სურვილზე და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გაკვეთილები ტარდება ონლაინ (Google Meet) ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი
კერძო მათემატიკის მასწავლებელი

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე