მიიღე მომსახურება? შეაფასე ნათია
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდებისთვის. ვარ სერტიფიცირებული, მოქმედი, უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მიმართულებით. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. დეტალურად შეგასწავლით ყველა საჭირო უნარ–ჩვევას, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისათვის, ესესა და მხატვრული ანალიზის სრულყოფილად დამუშავებისათვის. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მეცადინეობა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, კვირაში ორი დღე, ხანგრძლივობა – 2 საათი. ფასი 200 ლარი.