მოვამზადებ მათემატიკაში

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, სტატისტიკა, მექანიკა და ფიზიკა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A ans As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

video icon სერტიფიკატი
მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მომზადება მათემატიკაში
verify badge
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

ვარ სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი, მასწავლებლის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდშიც. ვსწავლობდი კომაროვში. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ. მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს დარჩენილი თავისუფალი დროები. გისურვებთ წარმატებას!

მომზადება მათემატიკის საგანში
მომზადება მათემატიკის საგანში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

ინდივიდუალური მომზადება მათემატიკის საგანში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის მომზადება 2 ტიპისაა: 1. სკოლის ნიშანზე ორიენტირებული მომზადება: წინაპირობა: მოსწავლე უნდა იყოს მინიმუმ მე-7 კლასელი - ვაკეთებთ მოსწავლის საშინაო დავალებებს -განვიხილავთ სკოლის წიგნში მოცემულ თეორიულ მასალას - განვიხილავთ სკოლის სხვადასხვა ტიპის გამოცდის საკითხებს - დარჩენილ დროში ვაკეთებთ საშინაო დავალებების ან კლასში განხილული ამოცანების მსგავს ამოცანებს უპირატესობა: - შესაძლო სკოლის ნიშნის სწრაფი გამოსწორება ნაკლოვანება: - უმრავლესობა მოსწავლეების შემთხვევაში, მათემატიკის როგორც თეორიული ასევე უნარების კუთხით რთულად და ნელი განვითარება 2. მათემატიკის შესწავლაზე ორიენტირებული მომზადება: წინაპირობა: სასურველია მოსწავლე უნდა იყოს VII-X კლასელი - გავივლით სკოლის მათემატიკის სრულ კურსს სავარჯიშოების მხრივ სწორად შედგენილი წიგნებით - მოსწავლის სურვილის შესაბამისად გავცდებით სასკოლო მასალას - მოსწავლეს მოუწევს ყოველდღიური მუშაობა როგორც თეორიულ საკითხებზე ასევე პრაქტიკულ ამოცანებზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, კვირაში 1 დღის შესვენებით უპირატესობა: - მათემატიკის საგნის ღრმა თეორიული ცოდნა - საკითხის მათემატიკურად გადაწყვეტის უნარის გამომუშავება - სწრაფი განვითარება როგორც თეორიულ ასევე მათემატიკური უნარების კუთხით ნაკლოვანება: - შესაძლო სკოლის ნიშნის ნელი გამოსწორება 1 გაკვეთილის ხანგძლივობაა 1.5 საათი. კვირაში ტარდება 2 გაკვეთილი. 1 გაკვეთილის ღირებულება არის 20₾. მუშაობის გამოცდილება: 2 წლიანი - სკოლაში, 11 წლიანი - კერძო მასწავლებლად.

video icon სერტიფიკატი
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება

მოსწავლეთა მომზადება მათემატიკაში – ქართულად და ინგლისურად ჩვენთან ერთად სწავლობენ არა მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებისთვის, არამედ აზროვნების განვითარებისათვის! გთავაზობთ მათემატიკის საგანში მოსწავლეთა მომზადებას როგორც სასკოლო, ასევე საბაკალავრო დონეზე, ქართულად და ინგლისურად. მოსწავლეთა მომზადების პროცესში ჩართული ვართ მე და ჩემი ქალიშვილი. მაია ჭაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი -მაგისტრი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეონა ზურაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი - მაგისტრი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ? სწავლების დაწყებამდე მოსწავლე ავსებს placement ტესტს, რის საფუძველზეც განვსაზღვრავთ მის დონეს და შესაბამისი ჯგუფის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვიწყებთ მომზადებას. ? კურსის ძირითადი მახასიათებლებია: აქტიური და ინტენსიური ჩართულობა გაკვეთილზე საშინაო დავალებების სრულყოფილი გარჩევა იმ თემებზე ფოკუსი, რომლებიც ყველაზე რთულად ესმის მოსწავლეს ყოველკვირეული მოკლე ტესტები ცოდნის გასამყარებლად ? რას მიიღებს მოსწავლე: მათემატიკის ღრმა და მკაფიო ცოდნა ტესტის წერის ტექნიკის განვითარება ამოცანების შესრულების სისწრაფის გაუმჯობესება ⏱ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი ? სასწავლო ენა: ქართული და/ან ინგლისური ? რეკომენდაციები: ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც კომაროვის სკოლაში, ასევე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც. ? დაგვიკავშირდით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილებისთვის!

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

SAT-ის მათემატიკაში მომზადება
SAT-ის მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული და ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მათემატიკის სწავლების 6 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება თუ: • ემზადები SAT-ის გამოცდისთვის • ხარ უნივერსიტეტის სტუდენტი და მათემატიკურ საგანში დახმარება გჭირდება • ხარ სკოლის მოსწავლე და გინდა მოემზადო მათემატიკაში დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 3 წლიანი გამოცდილება, რის განმავლობაშიც წარმატებული შედეგი მივიღეთ არაერთი კლასის, სკოლის, მათ შორის IB პროგრამისა და კომაროვის მოსწავლესთან, ასევე კომაროვის მისაღები გამოცდების მოსწავლეებთან კომაროვის მასალთ(4,5,6 კლასი). სწავლის პროცესი არის მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და სახალისო. ვატარებ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე