განცხადება შესვლა / რეგისტრაცია
პრო

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერასა და საბურთალოს ტერიტორიებზე. სითბოთი, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით. ✅ ყოველდღიური ან რამდენიმე დღიანი სეირნობა შეთანხმებული დროით. ✅ უსაფრთხოება და ყურადღება თითოეულ ძაღლზე, გასეირნების ფასი შეთანხმებით,მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

გავასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვთ, სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილისში. მაქვს გამოცდილება. საათი 15 ლარი.

ძაღლების გასეირნება

„საქართველოს კინოლოგიური აკადემია“ გთავაზობთ ძაღლების პროფესიონალური გასეირნების სერვისს. მომსახურებას ასრულებს აკადემიის სანდო და გამოცდილი წარმომადგენელი თბილისის მასშტაბით. დეტალებზე დაგვიკავშირდით.

  • გამოძახებით

შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნება-დატოვება

გამარჯობა! მე ვარ თამო ადამიანი, ვისაც გულით უყვარს ცხოველები. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და კარგად მესმის, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, ვის ანდობთ თქვენს ბინადარს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია სიყვარული, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა. რას გთავაზობთ? __გასეირნება — 35₾-დან __ დატოვება (დღისა ან ღამის განმავლობაში) — 60₾-დან ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველის ტიპის, მოვლის საჭიროების და ლოკაციის მიხედვით. ყოველთვის შეგვიძლია ინდივიდუალურად შევათანხმოთ ყველა დეტალი. ❗️ ძალიან მნიშვნელოვანი: არ ვასეირნებ და არ ვიტოვებ რამდენიმე ცხოველს ერთად. ყოველი ბინადარი ჩემთვის უნიკალურია და მხოლოდ მას ვუთმობ სრულ ყურადღებას. სრულად ინდივიდუალური მომსახურება — მაქსიმალური ზრუნვით და უსაფრთხოებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს მოხარული ვიქნები გავიცნო თქვენი ბეწვიანი, ფრთიანი თუ ქერცლიანი მეგობარი! გპირდებით, რომ მათ გვერდით ნამდვილად სანდო ადამიანი ეყოლება :)

შეფასება 4.9 , 10 შეფასება
ვერიფიცირებული

ცუგოების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ცუგოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და თქვენს ცუგას გავასეირნებ ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით. გასეირნების დრო და სიხშირე შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობარს სანზონისა და დიღმის მასივის ტერიტორიებზე.

მე ვარ გამოცდილი ძაღლებთან მაქვს კარგი კონტაქტი.

მე თითონაც მყავს ძაღლი დიდი ჯიშის მასტიფი . ძაღლები მიყვარს და ზოგადად მათაც ვუყვარვარ და შემიძლია გავასეირნო ყველა სულერთია როგორი იქნება დიდია ან პატარა მთავარია ავი არ იყოს მე ვიცი ძაღლების კარგი მოვლა აუცილებლად დამიკავშირდით

ძაღლების გასეირნება

ძაღლები ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან. თვითონაც მყავს ბეწვიანი მეგობარი, ამიტომ გასეირნება და თამაში ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. თუ გსურთ, რომ თქვენი ძაღლი სასიამოვნოდ და ენერგიულად გაატაროს დრო სეირნობისას დიდი სიამოვნებით ვიზრუნებ მასზე.

ძაღლების გასეირნება

✋გამარჯობა! თუ გჭირდებათ ვინმე, ვინც თქვენს ბეწვიან მეგობარს გაასეირნებს/დაიტოვებს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ვარ პასუხისმგებლიანი და სანდო 20 წლის სტუდენტი და ყველა ძაღლის მოყვარული. მყავს ძაღლი თვითონაც და მაქვს გამოცდილება, სხვისი ძაღლების გასეირნებაში და მოვლაშიც (დიდი ჯიშებიც). ნებისმიერ ტერიტორიაზე. (თბილისში) ✨ ტარიფები შეთანხმებით და სერვისებს მოვარგებთ თქვენს საჭიროებებზე. დამატებით შეკითხვებზე დამიკავშირდით. ✨

ცხოველების გასეირნება.

აქსესუარები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. შინაური ცხოველების გადაადგილების სერვისი, განისაზღვრება მანძილის მიხედვით. შინაური ცხოველების დატოვების სერვისი, შინაური ცხოველების გასეირნების სერვისი.

გავასერინებ ძაღლებს

გავასეირნებ ძაღლებს. სასურველია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ვარ 16 წლის. ძალიან მიყვარს ძაღლები და მაქვს გამკცდილებაც.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით და სიყვარულით მოვუვლი. გთავაზობთ ხარისხიან უსაფრთხო და ენერგიულ დროს გარეთ, რაშიც შედის: ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ძაღლთან, უსაფრთხო მარშრუტები და მუდმივი კონტროლი, წყლის მიწოდება და ჰიგიენური ზრუნვა, ფოტო და ვიდეო ანგარიშება ყოველი გასეირნების შემდეგ. ასევე მოკლე ანგარიში როგორ გაატარა დრო. ყურადღებას ვაქცევ ძაღლის ხასიათს, ასაკს და საჭიროებებს შესაბამისად ჩემთან თქვენი ოთხფეხა მეგობარი არა მხოლოდ გაისეირნებს, არამედ მიიღებს ყურადღებას ზრუნვას და დადებით ემოციებს.

ძაღლების გასეირნება, მოვლა, დავარცხნა.

ახალი ფილიალი , ანუ პატარა სასტუმრო ვარკეთილის ტერიტორიაზე გავხსენით ასე, რომ თუ გსურთ დასვენება და პატარა 4 ფეხა მეგობრის დატოვება, დაბანა, დავარცხნა დაგვიკავშირდით ნომრებზე : ********* 597 51 01 61

გავსეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს წერეთლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დილით 11 საათამდე და საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 საათი 10-15 ლარი. მაქვს გამოცდილება როგორც შინაური ცხოველის გასეირნების, ისე დატოვების . ვარ 19 წლის.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ ტერიტორიაზე

გავასეირნებ ძაღლებს

ძალიან მიყვარს ცხოველები და მათთან კონტაქტი შესაბამისად შემიძლია გავასეირნო ცხოველები საბურთალოზე. საკმაოდ მისაღებ ფასში 15-20₾

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს ან დავიტოვებ ვაშლიჯვარში. დრო: 10:00-19:00-მდე ფასი შეთანხმებით.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენ შინაურ ცხოველებს. ვარ 17 წლის, ცხოველების მოყვარული. თავადაც მყავს ძაღლი.❤️ გავასეირნებ დილით/საღამოს მდებარეობა: თბილისი. ფასი: თანხა შეთანხმებით.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყოველ დღე საღამოს 9დან-10მდე. საბურთალო, ვაკე, ნაძალადევი. ერთი საათი 8 ლარი

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

შინაური ცხოველების მოვლა და გასეირნება

დავიტოვებ, გავასეირნებ ან მოვუვლი თქვენს შიანაურ ცხოველებს, მაქვს მცირედი გამოცდილებაც თუ სურვილი გექნებათ დამიკავშირდით მივალ ნებისმიერ ლოკაციაზე.

ძაღლების დროა "It's Time For Dogs"

ძაღლების სასტუმრო თქვენი ძაღლი რჩება ექიმის სახლში. იკვებება თქვენი გრაფიკით. სეირნობს დღეში ორჯერ (1 საათით) ძაღლის გასეირნება თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაასეირნებენ ენერგიული ახალგაზრდები, ძაღლი დაიტვირთება ჯიშის მიხედვით. ძაღლის გაწვრთნა ძაღლი სწავლობს ელემენტარულ ბრძანებებს და წესრიგს. ფოტო გადაღება ახალი სერვისი - თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფოტოგადაღება. ხანგრძლივობა - 1 საათი. ფოტოებს თქვენით აარჩევთ, ჩვენ კი - დავამუშავებთ და დაგიბეჭდავთ/გამოგიგზავნით.

შინაური ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს თქვენთის სასურველი დროით ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიებზე. (თანხა შეთანხმებით) მაქვს გამოცდილება,მყავს გაზრდილ-გაწრვთნილი შინაური ცხოველები. ვარ 16 წლის.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

თუ თქვენ გყავთ სახლში ოთხფეხა მეგობარი მაგრამ სამწუხაროდ ვერ ასწრებთ მის დროულ გასეირნებას, ან ის საკმარის დროს ვერ ატარებს ეზოში. მაშინ მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით და საღამოს. 30 წუთიანი გასეირნება. პატარა 10 ლარი. საშუალო და დიდი ზომის 15 ლარი. 21 წლის, პასუხისმგებლიანი და ძაღლების მოყვარული.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს სრული პასუხისმგებლობით❤️

გამარჯობა❤️ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი და ცხოველების უზომო მოყვარული. გავასეირნებ თქვენს ცუგებს ჯიშს რათქმაუნდა მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის პრიორიტეტული არც თანხაა. მყავს უკვე 4 წელია ცუგა და მაქვს საკმაო გამოცდილება მათი მოვლის. თუ ეძებთ პასუხისმგებლიან გოგოს თქვენი ძაღლისთვის ეს განცხადება თქვენთვის არის. თანხაზე შევთანხმდებით

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს(გლდანში)

მაქვს კარგი გამოცდილება ცხოველებთან ურთიერთობაში,ასევე შემიძლია გავრწვთვნა ლეკვები. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ მობილურ ტელეფონზე.

გავასეირნებ ძაღლს

ვგიჟდები ძაღლებზე. თუ არ გაქვთ დრო რომ თქვენთვითონ გაასეირნოთ ძაღლი და დატვირთვით ფიზიკურად თქვენს მაგივრად სიამოვნებით ვიზამ ამას. ვცხოვრობ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ველი შემოთავაზებებს.

ძაღლების გასეირნება

სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ვარ 38 წლის დიასახლისი. სახლში მყავს ძაღლები და კატები. ერთი სიტყვით კარგად მესმის ცხოველთა ენა და თქვენს ცუგოებსაც სეირნობისას კარგად ვაგრძნობინებ თავს… დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინგორმაციისთვის დამიკავშირდით…

ძაღლების გასეირნება

გამარჯობა, გავასეირნებ პატარა ზომის ძაღლებს. ძალიან მიყვარს ცხოველები. სამუშაო დღეებში ვმუშაობ დღის მეორე ნახევარში, (დროებზე შეთანხმებით), ხოლო უქმეებში მთელი დღის განმავლობაში. 1 საათი - 20 ლარი (ან შეთანხმებით) ???

გავასეირნებ თქვენს ძაღლებს

თბილისის მასშტაბით გავასეირნებ თქვენს ძაღლებს ვარ 24 წლის და ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები ძაღლები განსაკუთრებით. სამუშაო დღეებში დროებთან დაკავშირებით შემეხმიანეთ წინასწარ, შაბათ-კვირას ნებისმიერ დროს. 2 საათი 30 ლ

გავასეირნებ ძაღლებს

მოგესალმებით მაქვს გამოცდილება დამჭირდება დამატებით ანაზღაურება გადავწყვიტე იქ სადაც თავს კარგად ვგრძნობ ზუსტად ამ საქმით დავკავდე

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს დღეში ერთხელ ერთი საათი10ლ ორი საათი 15ლ. ვარ თერთმეტი წლის

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ ძაღლებს დიდი ზომა 15 ლარი 1საათი პატარა ზომა 10 ლარი ესეც 1 საათი ძალიან მიყვარს ძაღლები მყავს 3 ძაღლი ყველანაირი ზომის გავასეირნებ რამდენიმესაც მცალია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვეში 500 ლარი ყოველ დღე დილას და ღამე თითო თითო საათით დამირეკეტ დროებზე დავილაპარაკებთ.

ძაღლების გასეირნება

შემიძლია გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობრები, ვარ პასუხისმგებლიანი და უზომოდ მიყვარს ცხოველები❤️

ძაღლის გასეირნება

ძაღლის გასეირნება ისნის, სამგორისა და მოსკოვის გამზირის ტერიტორიაზე დროის შეთანხმებით.

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ნებისმიერ ჯიშის ძაღლს,მათი უსაფრთხოება და კარგად ყოფნა ჩემთვის პრიორიტეტია. რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს ძირითადად დიდი ჯიშის ძაღლებთან. დამირეკეთ ან მომწერეთ Whatsapp-ზე.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხ ფეხუკა მეგობარს სანზონა- ნაძალადევის ტერიტორიაზე. თვითონ მყავს ერთი ცუგო, ვარ ძალიან კეთილი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი გოგონა. გავასეირნებ დილას ან საღამოს, სურვილისამებრ . ფასი 1სთ-14₾. 2სთ-24₾.

გავასეირნებ ძაღლებს

ვასეირნებ ძაღლებს საღამოობით 2საათის განმავლობაში ფასი 40 ლარი გავასეირნებ თბილისში საბურთალოს ქუჩაზე

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ვარ პასუხისმგებლიანი და ძალიან მიყვარს ცხოველები. ვიზრუნებ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე. დროსა და ფასზე შევთანხმდეთ.

ძაღლის | კატის მოვლა, დატოვება

გამარჯობა, მე ვარ ლეილა. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სანდო, მზრუნველ ადამიანთან დარჩეს. ვქმნი მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თქვენი ძაღლი|კატა თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობს. ჩემთვის მთავარი არის ყურადღება, სითბო და პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ? - ძაღლის გასეირნება — 30₾-დან - კატის | ძაღლის დროებითი მოვლა/დატოვება კერძო სახლში, სადაც ცხოველი მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს — 60₾-დან ღირებულება დამოკიდებულია ბინადრის საჭიროებებზე, ხანგრძლივობაზე და ლოკაციაზე — დეტალები შეგვიძლია შევათანხმოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ბინადარი იყოს სანდო, თბილ და პასუხისმგებლიან გარემოში — სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ ნებისმიერ დროს.

ძაღლების გასეირნების სერვისი

???? თუ: ????გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ????გეზარებათ დილით გაღვიძება ????მიდიხართ სამოგზაუროდ ????ან თუნდაც მიდიხართ პაემანზე და ვერ ასეირნებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაშინ მოგვმართეთ ჩვენ ???? "ჰაჩიკო" არის ახლადშექმნილი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ძაღლებისათვის შემდეგ სერვისს: ✅გასეირნება -1სთ 10 ლარი; ✅დატოვება - 1დღე 30 ლარი; ???? სერვიისის ყოველდღიური მიღების მსურველთათვის შესაძლებელია ერთთვიანი აბონიმენტის შეძენა 200 ლარად.

ცხოველების გასეირნება, დავარცხნა, ფრჩხილების და ყურების მოწესრიგება

გამარჯობა, მე ვარ ანა 20 წლის, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაქვს წელიწადნახევრიანი გამოცდილება გრუმინგ სალონში, ასევე შემიძლია თქვენი ძაღლის დავარცხნა, ფრჩხილების და ყურების მოწესრიგება, სურვილისამებრ დაბანაც. დეტალებზე პირადში ვისაუბროთ, რადგან თითოეულ მომსახურებას სხვადასხვა ფასი აქვს, გთავაზობთ სრულ მოვლას თქვენი ცხოველისას, სასურველი ტერიტორია არის დიღმის მასივი, წერეთელი

ძაღლების გასეირნება

ძაღლების გასეირნება თბილისის ნებისმიერ უბანში. ფასი შეთანხმებით, დამოკიდებულია ლოკაციაზე და ძაღლის ჯიშზე. შეთანხმება შესაძლებელია იმავე დღეს მინიმუმ 3 საათით ადრე.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს 1 საათით. ყოველდღე შაბათ კვირის გარდა. სასურველია გლდანის ტერიტორია.მე თვითინაც მყავს ოთხფეხა მეგობარი და მიყვარს უკლებლივ ყველა

შინაური ცხოველების გასეირნება

ვარ ძალიან მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი გოგო, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები. სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი საყვარელი შინაური ცხოველის დროულად გასეირნებაში. ძაღლი არ უნდა იყოს აგრესიული. ფასი: 10 ლარი დღეში. დღეებზე და საათებზე შეთანხმება შესაძლებელია.

შეფასება 5.0 , 2 შეფასება

გავასეირნებ შინაურ ცხოველებს მთაწმინა-სოლოლაკის ტერიტორიაზე

ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მუდმივად გვყავდა ოჯახში ოთხფეხა მეგობრები, მაგ. ძაღლები, ზაზუნები, კატები და ა.შ. თვითონვე ვუვლი და ვასეირნებ ჩემს ჯუჯა პუდელს, სახელად სინდი. მოხარული ვიქნები, თუკი მექნება მათთან სეირნობის შესაძლებლობა. ვიზრუნებ თვენს ოთხფეხა მეგობრებზე. მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმი.

გავასეირნებ ძაღლებს - საბურთალო

მოგესალმებით, თუ თქვენ არ გაქვთ დრო, ყოველდღე თქვენი ძაღლი ასეირნოთ, არ იდარდოთ, მე შემიძლია მისი გასეირნება. სურვილის შემთხვევაში, უბრალოდ, დამიკავშირდით. ვცხოვრობ საბურთალოზე

გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა, გავასეირებ ძაღლებს. ვცხოვრობ თემქაზე. ფასი: ძაღლის მიხედვით და სეირნობის ხანგრძლივობით. დროსა და დღეს შევათანხმებთ ერთად. აუცილებელი პირობა: ძაღლი უნდა მოიყვანოთ თემქაზე.