მრავალი წელია გვემსახურება და როგორც ყოველთვის კმაყოფილი და ბედნიერები ვართ
ახალ კომპიუტერზე ჩაგვიწერა ვინდოუსის დრაივერები და საჭირო პროგრამები
დამიყენა ლიცენზირებული ვინდოუსი და ჩამიწერა პროგრამები, სწრაფად და ხარისხიანად. ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული მომსახურეობ...
მოგვეწონა მომსახურება, ადაგვიყენა ყველა საჭირო პროგრამა, ვინდოუსიც და დაგვეხმარა სხვა პრობლემების მოგვარებაში
დიდი მადლობა, ამდენი ხანი საცობში იდგა და მოდიოდა ჩვენ გამო, დასაფასებელია და ბონუსიც ჩაურიცხეთ, ჩაგვიწერა სისტემა
მომეწონა მომსახურეობა ჩაწერა სისტემა და მომავალშიც ვითანამშრომლებთ
როცა კომპიუტერი ნელდება, ხშირად იჭედება ან ჩართვისას დიდხანს ფიქრობს, ეს ნიშნავს, რომ სისტემას სჭირდება განახლება. დროთა განმავლობაში ვინდოუსი ივსება დროებითი ფაილებითა და ძველი პროგრამებით, რაც სიჩქარეს ამცირებს. ასეთ დროს ვინდოუსის გადაყენება საუკეთესო გამოსავალია — სისტემა იწმინდება, მუშაობა სტაბილური ხდება და ტექნიკა თითქოს „მეორედ იბადება“.
ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით ნიშნავს, რომ სპეციალისტი თავად მოდის თქვენთან — სახლში თუ ოფისში — ამოწმებს სისტემას, აკეთებს სარეზერვო ასლს და აყენებს ახალ ვერსიას ისე, რომ პირადი ფაილები არ დაიკარგოს. ეს სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია სასკოლო ბუკებისთვის და საოფისე კომპიუტერებისთვის, რადგან ტექნიკა იმავე დღეს მზადაა მუშაობისთვის.
დღეს უკვე შესაძლებელია ვინდოუსის გადაყენება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სპეციალისტი მოვა მითითებულ მისამართზე, გადააყენებს სისტემას, დააყენებს დრაივერებს, ანტივირუსს და სასურველ პროგრამებსაც კი.
ბაზარზე სხვადასხვა შეთავაზება არსებობს, როგორც წესი, სრულ მომსახურებაში შედის სისტემის გამართვა, განახლება, დრაივერები და ანტივირუსი და 25–40 ლარი ღირს.