მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკა მარტივად და საინტერესოდ
მათემატიკა მარტივად და საინტერესოდ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, მე ვარ ნინო - მათემატიკის მასწავლებელი - და ვცდილობ, მოსწავლეებს მათემატიკა საინტერესოდ და გასაგებად ვასწავლო უკვე 20 წელია ვმუშაობ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად და ჩემს ცოდნას და მიდგომებს ვუზიარებ. ვცდილობ, გაკვეთილი არ იყოს ერთფეროვანი და სტრესული. ზოგჯერ კი, მიუხედავად მასალის სირთულისა, მარტივი ენით გავხადო ის გასაგები. გამოცდილებამ მაჩვენა, მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სწორედ მისი შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით მივუდგეთ ვაახლებ მეცადინეობას ახალი სასწავლო წლიდან. გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად( ჯგუფში 2 ბავშვი), ასევე შასაძლებელია მობრძანდეთ ჩემთან სახლში მისამართზე გლდანის მასივი მე 8 მ/რ კ 32 ბ 35 ფასი შთანხმებით კლასების მიხედვით.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა

ჩავატარებ გაკვეთილებს მათემატიკაში (მხოლოდ ონლაინ რეჟიმში). მოვამზადებ მოსწავლეებს SAT გამოცდისთვის, დაგეხმარებით სასკოლო პროგრამისა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო მასალის ათვისებაში, მარტივი და გასაგები მიდგომებით :) დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, როგორც SAT, GSCE თუ სასკოლო მასალით მომზადებაში. ამჟამად ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand Universityში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. ასევე ვმუშაობ Software developerის პოზიციაზე Ericssonში. ვასწავლი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერი სხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

მოგესალმებით, ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად ვარ ფსიქიატრიის რეზიდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით ჩავაბარე როგორც მათემატიკა ასევე ქიმია. მრავალგზის მაქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებში ფიზიკა-მათმატიკის მიმართულებით, მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ასევე ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც. გაკვეთილები არის ინდივიდუალური შედეგზე ორიენტირებული და ადაპტირებულია თითოეული მოსწავლის დონესა და საჭიროებაზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!