პრო
მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში ( III-IX )
eyeნანახი
მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში ( III-IX )
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მესამე-მეცხრე კლასის ჩათვლით. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,მათემატიკის ფაკულტეტზე,მეორე კურსი (გრანტი 100% მათემატიკის ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებში 55/59). ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოვიყენებ დამატებით მასალას. გარკვეული თემების გავლის შემდეგ მოსწავლეები დაწერენ შემაჯამებელ სამუშაოებს ჩემ მიერ, მოსავლეებთან შეთანხმებით დანიშნულ არასაგაკვეთილო დღეებში. თანხა დამოკიდებულია გაკვეთილის ხანგრძლივობასა და სამეცადინო დღეების რაოდენობაზე.

ტელეფონი
პრო
ვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში
eyeნანახი
ვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში
5.0
| 2 შეფასება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში V-დან X კლასის ჩათვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტი,ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს, ბავშვებთან ვმუშაობ როგორც სკოლის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით(დამატებითი სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან) გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე საჭიროებისამებრ იღებს გაკვეთილზე განხილული თემის შესაბამისს კონსპექტს. გარკვეული თემების დამუშავების შემდეგ კი გვექნება შემაჯამებელი წერები, არასაგაკვეთილო პროცესში(ჩემ მიერ დამატებით გამოყოფილ დროს).მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მშობელთან, ბავშვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით.

ტელეფონი
2022-2023  მათემატიკაში მომზადება პერსონალური გაკვეთილები - ერთი ერთზე
eyeნანახი
2022-2023 მათემატიკაში მომზადება პერსონალური გაკვეთილები - ერთი ერთზე

2022-2023 მათემატიკაში მომზადება პერსონალური გაკვეთილები - ერთი ერთზე ჩემთან ბინაზე ან ონლაინ !! დამირეკეთ ახლავე და ჩაეწერეთ დასაჯავშნად. მათემატიკაში სკოლის პროგრამით , აგრეთვე CAT Math , SAT Math; Calculus I-II-III . შემდეგი პროგრამებით: 1) სკოლის მოსწავლეები -- VIII-XII კლასი--მათემატიკა; 2) აბიტურიენტები -მათემატიკა; ზოგადი უნარები(ორივე ნაწილი); 3) კოლეჯის სტუდნტებისათვის- ალგებრა-2 , SAT , ISAT, GRE ; 4) უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტებისათვის- კალკულუსი I - II - III . მე მოგამზადებთ მაღალ დონეზე სკოლისა და კოლეჯისა მოსწავლეებს , სტუდენტებს . მე მოგამზადებთ მათემატიკაში აგრეთვე საზღვარგარეთ და საქართველოს რეგიონებში ვარ სტუდენტებთან /აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მომქმედი პროფესორი. ელ.ფოსტა: shotak@live.com Skype: shota.khma

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

მათემატიკაში საფუძვლიანად, მაღალი ქულებისთვის მოვამზადებ აბიტურიენტებს (ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანებს). ინდივიდუალურად ან 2-3 მოსწავლეს ერთად. როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვი. ვარ რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, ვმუშაობ როგორც წარმატებულ, ასევე პრობლემურ მოსწავლეებთან. დამთავრებული მაქვს კომაროვის სახ სკოლა და MEPhI. 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ცოდნის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება მათთვისაც, ვისაც სკოლაში არ ქონდა მაღალი შეფასება. სწავლის დაწყებამდე სასურველია საცდელი გაკვეთილის ჩატარება.სწავლა იქნება საინტერესო. მეტრო ვაჟა-ფშაველასთან. გიორგი

მომზადება მათემატიკაში!!!
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში!!!

მოსწავლეების და მშობლების საყურადღებოდ!!! ვიწყებ მოსწავლეების აყვანას მათემატიკაში მოსამზადებლად!!! ვარ 17 წლის, უკვე აბიტურიენტი, ვსწავლობ თბილისის კ ო მ ა რ ო ვ ი ს სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ #199 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში. ვინმე თუ დაინტერესდებით კომაროვით-https://www.facebook.com/komarovi199 უკვე მოპოვებული მაქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსება. მეცხრე კლასიდან ვამზადებდი ბავშვებს კომაროვის სკოლაში ჩასაბარებლად და ზოგადად მათემატიკაში. ჩემი რამდენიმე მოსწავლე სწავლობს კომაროვში. პანდემიის პირობებში, ონლაინ ფორმატშიც მაქვს გამოცდილება. პოტენციური მოსწავლეები უნდა იყვნენ მოტივირებული; გასაუბრებას გაივლიან ჩემთან; პროგრამა მომზადებული მაქვს: ეს იქნება სააბიტურიენტო, ეროვნული გამოცდებისთვის, შემეცნებითი პროგრამები, სწავლება ძლიერი სკოლის ბადით, სახელმძღვანელოებით და პროგრამებით. ხშირად გვექნება დიაგნოსტიკური და რეიტინგული ტესტირებები. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.