მიიღე მომსახურება? შეაფასე მარიამი
ტრენინგის მიზანია მსმენელების კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რაც დაეხმარებათ მათ სწორად შეაფასონ მათ ხელთ არსებული რესურსები, შეძლონ დამატებითი საჭირო რესურსების მოძიება, ბიზნეს გეგმის შედგენა და განხორციელება. რაც მომავალში ხელს შეუწყობს თითოეული საოჯახო მეურნეობის ფინანსურ სიძლიერეს და მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. საკითხები: ბიზნესის დაწყების და განვითარების ძირითადი ეტაპები; მისია, მიზანი, ამოცანების ჩამოყალიბება - პრაქტიკული ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები; კომპანიის სახელწოდებაზე და სლოგანზე მუშაობა; სეგმენტის, პროდუქტის, ფასის, სარეალიზაციო ადგილის და პრომოუშენის განსაზღვრა; ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდების ანალიზი; ფინანსური მენეჯმენტის განხორციელება- ფინანსური გეგმა/პროექტის ბიუჯეტი; მენეჯმენტი - ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი; ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები (ი/მ, შპს, კოოპერატივი, სს) მათი განმარტებები, უპირატესობები და ნაკლოვანებები.
მიიღე მომსახურება? შეაფასე მარიამი