პრო
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში და ისტორიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულში და ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის ორ საგანში–ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მსურველს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანიც. ვარ უმაღლესი ისტორიული და ფილოლოგიური განათლებით, დოქტორანტი. ვმუშაობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში. აბიტურიენტებთან და მოსწავლეებთან მაქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საგნებში გაკვეთილები ჩატარდება ცალ–ცალკე. ორივე საგანში დეტალურად იქნება შესწავლილი საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. ისტორიაში სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება შესაბამისი სახელმძღვანელოები, კრებულები, რუკები, ტექსტები, სხვადასხვა ვიზუალური წყაროები. ასევე ქართულში საფუძვლიანად შევასწავლი მართლწერის წესებს, ესეს წერას, მხატვრული ნაწარმობის დამუშავებას და ყველა სავალდებული დეტალს. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-3-ჯერ, ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად, შეთანხმების მიხედვით. შესაძლოა ადგილზე მისვლაც. ფასი შეთანხმებით

ტელეფონი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ ნებისმიერ მსურველს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ვარ სერტიფიცირებული, მოქმედი, უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელი. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მიმართულებით. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის ორწლიანი გამოცდილება. დეტალურად შეგასწავლით ყველა საჭირო უნარ–ჩვევას, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისათვის, ესესა და მხატვრული ანალიზის სრულყოფილად დამუშავებისათვის. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მეცადინეობა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, კვირაში ორი დღე, ხანგრძლივობა – 2 საათი. ფასი 100 ლარი.

მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვარ ფილოლოგი, მაქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ორივე საფეხური გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ უფროსი მასწავლებელი (პროგრამა გავიარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში). ვარ ტრენერი ( ეკონომიკისა და მენეჯმეტის ცენტრსა და "ინტელექტში") ტრენინგებს ვატარებ აბიტურიენტებისთვის, მასწავლებლებისა და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველებისთვის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება). ვმუშაობ სკოლაში. ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ფასი: 8 გაკვეთილი 150 ლარი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წთ.