Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ქართულში მომზადება
ქართულში მომზადება

ვარ ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი. გავდივარ მასწავლებლის მომზადების პროგრამასაც. მაქვს სამწლიანი გამოცდილება. შემიძლია როგორც დაბალი ასევე მაღალი კლასის მოსწავლეების მომზადება. მაქვს სამწლიანი გამოცდილება და ვასწავლი კერძოდ. ვარ ყურადღებიანი და მეგობრული. შემიძლია ბავშვებს შევუქმნა მეგიბრული გარემო. ამავდროულად ვასწავლი თანამედროვე მეთოდებით. ვეცდები გაკვეთილის პროცესი იყოს არა მოსწაყენი არამედ სახალისო რომ მოსწავლეს გაუჩნდეს საგნისადმი ინტერესი და გაეზარდოს მოტივაცია. შემიძლია როგორც სახლში მისვლა, ასევე ონლაინ. მოსწავლეების მიღება შემიძლიაა ახლაც და ასევე სექტემბრიდან.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით; მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.); გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე; გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!

video icon სერტიფიკატი
ქართული, როგორც უცხო ენა
ქართული, როგორც უცხო ენა

ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ვმუშაობ ონლაინ. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება. ასევე, რვა წელია ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად რუსულენოვან მოსწავლეებთან. გთავაზობთ: ? საკომუნიკაციო და აკადემიური ქართული ენის შესწავლას. ? ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამასა და განრიგს; ? სწავლისათვის საჭირო ლიტერატურას, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის რესურსებს.

ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა მომზადება ქართულში