ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მოგესალმებით! თუ თქვენი შვილი მეათე, მეთერთმეტე ან მეთორმეტე კლასელია და გსურთ, გაიუმჯობესოს უნარები ქართულ წერასა და მეტყველებაში, შეძლოს თხზულებების დამოუკიდებლად წერა, დასაბუთებული მსჯელობა, მაშინ მომმართეთ.
ქართულ ენასა და ლიტერატურას მრავალი წელია ვასწავლი თბილისის ორ კერძო სკოლაში, ვთანამშრომლობ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, მაქვს აბიტურიენტთა საგამოცდო ნაშრომების, ასევე პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების ნაშრომების (ესეების) გამსწორებლის გამოცდილება. ვმუშაობ უფროსკლასელებთან, ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებ აბიტურიენტებს.
სწავლების პროცესი მიმართულია მოსწავლის ცოდნის გაღრმავებაზე , ასევე ზეპირმეტყველების, ანალიზის, არგუმენტირების, დასაბუთების, წერითი უნარების განვითარებაზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის პროგრესი. სწავლის პროცესი საინტერესოა, აღჭურვილია მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალით.