აღწერა
გავასეირნებ შინაურ ცხოველსა და მეგობარს თქვენივე საცხოვრებელ არეალში ან პარკში, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად.
გავასეირნებ შინაურ ცხოველსა და მეგობარს თქვენივე საცხოვრებელ არეალში ან პარკში, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.
ვასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერასა და საბურთალოს ტერიტორიებზე. სითბოთი, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით. ✅ ყოველდღიური ან რამდენიმე დღიანი სეირნობა შეთანხმებული დროით. ✅ უსაფრთხოება და ყურადღება თითოეულ ძაღლზე, გასეირნების ფასი შეთანხმებით,მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.
გამარჯობა! მე ვარ თამო ადამიანი, ვისაც გულით უყვარს ცხოველები. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და კარგად მესმის, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, ვის ანდობთ თქვენს ბინადარს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია სიყვარული, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა. რას გთავაზობთ? __გასეირნება — 35₾-დან __ დატოვება (დღისა ან ღამის განმავლობაში) — 60₾-დან ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველის ტიპის, მოვლის საჭიროების და ლოკაციის მიხედვით. ყოველთვის შეგვიძლია ინდივიდუალურად შევათანხმოთ ყველა დეტალი. ❗️ ძალიან მნიშვნელოვანი: არ ვასეირნებ და არ ვიტოვებ რამდენიმე ცხოველს ერთად. ყოველი ბინადარი ჩემთვის უნიკალურია და მხოლოდ მას ვუთმობ სრულ ყურადღებას. სრულად ინდივიდუალური მომსახურება — მაქსიმალური ზრუნვით და უსაფრთხოებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს მოხარული ვიქნები გავიცნო თქვენი ბეწვიანი, ფრთიანი თუ ქერცლიანი მეგობარი! გპირდებით, რომ მათ გვერდით ნამდვილად სანდო ადამიანი ეყოლება :)
„საქართველოს კინოლოგიური აკადემია“ გთავაზობთ ძაღლების პროფესიონალური გასეირნების სერვისს. მომსახურებას ასრულებს აკადემიის სანდო და გამოცდილი წარმომადგენელი თბილისის მასშტაბით. დეტალებზე დაგვიკავშირდით.
ვარ ძაღლების პროფესიონალი გამსეირნებელი, ამ სფეროში 7 წლიანი სტაჟით.
გავასეირნებ ძაღლებს ვერას ტერიტორიაზე დილა- საღამო. ან დავიტოვებ რამდენიმე დღით თუ დაგჭირდათ
თუ დრო არ გაქვთ, სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილისში. მაქვს გამოცდილება. საათი 15 ლარი.
გავასეირნებ თქვენს ცუგოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და თქვენს ცუგას გავასეირნებ ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით. გასეირნების დრო და სიხშირე შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
გამარჯობა მე ვარ კატო, 19 წლის, ბავშვობიდან მაქვს საკმაოდ კარგი ურთერთობა ცხოველებთან, შემიძლია დაგეხმაროთ თქვენი ოთხ ფეხა მეგობრების გასეირნბაში.
გთავაზობთ ძაღლის გასეირნებას. ლოკაცია: საბურთალო, რუსთაველი, მარჯანიშვილი. დაკავებული ხარ და ვერ ასწრებ შენი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებას? მე ვიზრუნებ მასზე სიყვარულითა და პასუხისმგებლობით. - გასეირნება 30 წუთიდან 1 საათამდე; - ყოველი გასეირნების შემდეგ — ფოტო ან ვიდეო პატრონისთვის; - სიფრთხილე, მოთმინება და ზრუნვა გარანტირებული; ფასი! ძაღლის ზომის და მდებარეობის მიხედვით დაგიკავშირდი და ერთად დავგეგმოთ გასეირნების დრო! ფასი შეთანხმებით.
თუ თქვენ გყავთ სახლში ოთხფეხა მეგობარი მაგრამ სამწუხაროდ ვერ ასწრებთ მის დროულ გასეირნებას, ან ის საკმარის დროს ვერ ატარებს ეზოში. მაშინ მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
გავასეირნებ ძაღლს დღეში თითო საათი. ნახალოვკაში, კიკვიძის პარკთან.
გავასეირნებ ძაღლებს დიდი დიღმის ტერიტორიაზე, თქვენთვის მისაღებ საათებში.