პრო
მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

მოვამზადებ 7-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ფიზიკას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. მაქვს 100%-იანი გრანტი და ეროვნულის შედეგებით კურსზე ვიყავი რეიტინგში პირველი. შემიძლია დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის მასალის დაძლევაში და სურვილის შემთხვევაში გავცდე სკოლის პროგრამას. ვარ შრომისმოყვარე და მოტივირებული. მაქვს სწავლების გამოცდილება. მუდმივად ვცდილობ განვვითარდე როგორც მასწავლებელი. გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურად, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ (სურვილისამებრ). გაკვეთილის ხანგრძლივობა- 1,5სთ. 1 გაკვეთილის საფასური - 20-40 ლარი (გაკვეთილის ტიპის მიხედვით). პირველ (საცდელ) გაკვეთილს ჩავატარებ უფასოდ. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ტელეფონი
მომზადება მათემატიკის საგანში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკის საგანში

ვამზადებ VII-XII კლასის მოსწავლეებს მათემატიკის საგანში ონლაინ რეჟიმში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ. ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა არის 1საათი. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. ჩავაბარე მასწავლებლის ეროვნული გამოცდა მათემატიკაში VII-XII კლასელებისთვის. მუშაობის გამოცდილება მაქვს 2 წლიანი სკოლაში, 7 წლიანი - კერო მასწავლებლად. მოსწავლესთან მიდგომა მაქვს ინდივიდუალური, მისი ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ ასევე ეროვნული ან საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.

მომზადება GRE/SAT (Quantitative/Verbal, Calculus(I, II, III)) -ში და აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდებისთვის
eyeნანახი
მომზადება GRE/SAT (Quantitative/Verbal, Calculus(I, II, III)) -ში და აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდებისთვის

ვამზადებ მოსწავლეებს GRE/SAT გამოცდებისთვის (ვერბალური და მათემატიკური), სასკოლო/საბაკალავრო მათემატიკაში (ინგლისურად და ქართულად). კურსის დაწყებისას მოსწავლე წერს placement ტესტს, რომლის საშუალებითაც განვსაზღვრავთ თუ რა დონეზეა მოსწავლე და რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. კურსის გეგმაა: 1. ინტენსიური ჩართულობა. 2. საშინაო დავალებების დეტალურად გარჩევა. 3. მუშაობა იმ მასალაზე, რომლის გააზრებაც მოსწავლეს კურსის დასაწყისში უჭირს. 4. ყოველკვირეული მოკლე ტესტის წერა, რომელიც ამოწმებს თუ რამდენად აქვს მოსწავლეს გააზრებული განვლილი მასალა. კურსის გარანტირებული შედეგებია: 1. SAT/GRE-ში, მათემატიკის ტესტებში ქულათა აწევა მაქსიმალურ დონეზე. 2. ტესტის წერის ჩვევის გამომუშავება 3. ტესტის გაკეთების სისწრაფის მაქსიმალურად გაზრდა გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი

კალკულუსი
eyeნანახი
კალკულუსი

Calculus არის მოწინავე მათემატიკის კურსი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ განავითარონ თავიანთი უნარები კალკულუსში, რომელიც არის მათემატიკის ფილიალი, ეხება ცვლილებებისა და ტემპის შესწავლას. კურსი მოიცავს თემების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია გაანგარიშების ფუნდამენტური პრინციპების გასაგებად. ამ კურსში სტუდენტები გაეცნობიან ზღვრებს, წარმოებულებს და ინტეგრალებს, რომლებიც წარმოადგენენ კალკულუსის ძირითად ცნებებს. ისინი ასევე შეისწავლიან ფუნქციებს, მათ შორის მრავალწევრულ, ტრიგონომეტრიულ და ექსპონენციალურ ფუნქციებს. გარდა ამისა, ისინი გაეცნობიან დიფერენციალურ განტოლებებს, ეს არის განტოლებები, რომლებიც მოიცავს წარმოებულებს. კურსი ასევე მოიცავს გაანგარიშების გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, როგორიცაა ოპტიმიზაცია, ფიზიკა და ინჟინერია. მოსწავლეები შეძლებენ გამოიყენონ ნასწავლი ცნებები სხვადასხვა სფეროში პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა, სტუდენტებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები, რადგან ისინი იმუშავებენ რთული გამოთვლითი პრობლემების გადაჭრაში. ისინი ისწავლიან ლოგიკურ და სისტემატიურ აზროვნებას და შეძლებენ გამოთვლების გამოყენებას რთული პრობლემების გასაანალიზებლად. საერთო ჯამში, კალკულუსის კურსი სტუდენტებს მისცემს ძლიერ საფუძველს გაანგარიშებაში და მოამზადებს მათ მათემატიკაში, მეცნიერებასა და ინჟინერიაში უფრო მოწინავე კურსებისთვის.

მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება

მათემატიკაში საფუძვლიანად, მაღალი ქულებისთვის მოვამზადებ აბიტურიენტებს (ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანებს). ინდივიდუალურად ან 2-3 მოსწავლეს ერთად. როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვი. ვარ რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, ვმუშაობ როგორც წარმატებულ, ასევე პრობლემურ მოსწავლეებთან. დამთავრებული მაქვს კომაროვის სახ სკოლა და MEPhI. 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ცოდნის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება მათთვისაც, ვისაც სკოლაში არ ქონდა მაღალი შეფასება. სწავლის დაწყებამდე სასურველია საცდელი გაკვეთილის ჩატარება.სწავლა იქნება საინტერესო. მეტრო ვაჟა-ფშაველასთან. გიორგი

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში ეროვნული გამოცდებისთვის. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მე-3 კურსის სტუდენტი 100% იანი დაფინანსებით, ვსწავლობდი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. მეცადინეობები ჩატარება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც. მაქვს გრაფიკული პლანშეტი, შესაბამისად ონლაინ მეცადინეობა იქნება კომფორტული. ასევე შემიძლია თქვენთან სახლში მოსვლაც. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 1-1.5 სთ, კვირაში 2 დღე . სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში გავივლით სკოლის მასალას ხოლო აბიტურიენტებთან მეცადინეობას დავიწყებთ აბსოლუტურად თავიდან და გავივლით ყველა დეტალს რაც შეიძლება გამოცდაზე დაგჭირდეთ. თითოეული პარაგრაფის დასრულების შემდეგ იქნება ტესტირება რათა მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ გაურკვეველი დეტალები, ხოლო პროგრამის სრულად დასრულების შემდეგ აქტიურად დავიწყებ წინა წლების ეროვნულების დაწერას და გავარჩევთ თითოეულ მათგანს. გამოცდებამდე მოვასწრებთ მასალის ერთხელ გადამეორებასაც. ფასი დამოკიდებულია გაკვეთლის ტიპზე.

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

ინდივიდუალურად, როგორც ბინაზე მისვლით ასევე დისტანციურად ვამზადებ 3-12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში ან/და მათემატიკური ნაწილის ზოგად უნარებში. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ და გრძელდება მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე საშუალოდ 1.5 სთ. ყოველი მეცადინეობისთვის მოსწავლეს ექნება შესასრულებელი არარუტინული საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები, მეცადინეობის ეტაპებზე ასევე ვიზრუნებთ მისი მოტივაციის ამაღლებაზე, მნიშვნელოვანია იგი იყოს მონდომებული და შრომისმოყვარე. ჩემ შესახებ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალვრის დიპლომი მათემატიკის მიმართულებით. ამჟამად ვარ დასაქმებული სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში, ვკითხულობ მათემატიკური წიგნიერების სემინარებს.

მათემატიკის ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები
eyeნანახი
მათემატიკის ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები

თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! ვამზადებ მხოლოდ ონლაინ, მხოლოდ ინდივიდუალურად და მხოლოდ მონდომებულ მოსწავლეებს ქართულად და რუსულად; შემიძლია დავეხმარო ფრანგული და ამერიკული სკოლის მოსწავლეებსაც, ვინაიდან ვფლობ ინგლისურს და ფრანგულს. მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები! ჩემი ყველა მოსწავლე წარმატებულია! სწავლების საფასური: გაკვეთილი 20-25 ლარი, ხანგრძლივობა: 45-60 წუთი. პირველი გაკვეთილი უფასოა.