განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ტურები

ტურები მსოფლიოს აღმოჩენის და საქართველოს შეცნობის შესანიშნავი საშუალებაა, რომლებიც კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესწავლას გვთავაზობენ. ისინი მოიცავენ ტურებს  საქართველოს უნიკალურ კოთხეებში: მცხეთა-მთიანეთი, სვანეთი, კახეთი, აჭარა, თუშეთი და ა.შ, ასევე საერთაშორისო მიმართულებებს, როგორიცაა ევროპის ქვეყნები, მალდივები, ეგვიპტე, ავსტრალია და სხვა.
ტურები დაგეხმარებათ დაისვენოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები თქვენს საოცნებო ადგილებზე.  თანამედროვე ტურისტული კომპანიები გვთავაზობენ პერსონალიზებულ სერვისებს, რომელთა შორისაა ჯგუფური ან ინდივიდუალური ტურები, სპეციალური პაკეტები და იაფი ტურები. მოგზაურობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სერვისები, რომლებიც თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისია.
ტურების შერჩევა ყველაზე მარტივად ჩვენს პლატფორმაზე SERVIVSEBI.GE-ზე შეგიძლიათ, მრავალფეროვანი შეთავაზებებით და მორგებული მომსახურების პირობებით.

განცხადებები

Vogue Voyage ტურისტული კომპანია

Vogue Voyage — თქვენი მოგზაურობის სანდო პარტნიორი გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას კომფორტული და დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად. ჩვენი მომსახურება მოიცავს: • ინდივიდუალურ ტურებს • ჯგუფურ ტურებს • ავიაბილეთების შეძენას • სამოგზაურო დაზღვევას • სავიზო მომსახურებას • კრუიზების ორგანიზებას • ავტობუსის ბილეთებს • მატარებლის ბილეთებს • გემის ბილეთებს

უზუნგოლი-სუმელა-ტრაბზონი

უზუნგოლი-სუმელა-ტრაბზონი ტურის ღირებულება 1 ადამიანზე: 380 ლარი მოგზაურობის პერიოდი : 6-7-8 მარტი 17-18-19 აპრილი 22-23-24 მაისი 29-30-31 მაისი 12-13-14 ივნისი ღირებულებაში შედის: მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით; გამყოლის მომსახურება; სასტუმროში განთავსება ზღვის პირველ ზოლში დილის საუზმე შიდა ექსკურსიები. I დღე გავემართებით საზღვრეის მიმართულებით გავივლით სასაზღვრო პროცედურებს და წავალთ უზუნგოლზე *უზუნგოლი - ტბა ტრაბზონის რეგიონში, ულამაზესი ხედებით. *სუმელას მონასტერი - VI საუკუნის უნიკალური ძეგლი. * მცირე აია- სოფიას ტაძარი რომელიც ქალაქ ტრაბზონში მდებარეობს. ის ადრე ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც დღეს მოქმედ მეჩეთადაა გადაკეთებული. თუმცა შემორჩენილია უძველესი ფრესკები. *ტრაბზონის მოლი სასტუმროში დაბინავება II დღე დილით ვისაუზმებთ და შემდეგ მოვინახულებთ: * ჩალის მღვიმეს-მსოფლიოს სიგრძით მეორე მღვიმეთ აღიარებული ულამაზესი გამოქვაბული, სადაც პატარა მდინარე მოედინება და ქმნის ზღაპრილ ატმოსეროს. * ვახშამი აკბაატის ხეობაში ტბისპირა რესტორანში. III დღე დილის საუზმის შემდეგ მივინახულებთ: *ათათურქის სახლ-მუზეუმს *ტრაბზონის ბოტანიკური ბაღი *ქემელფაშა ან მოლი საზღვართან (დროის მიხედვით) დაბრუნება თბილისში. ტურის ღირებულებაში არშედის: • კვება (შუადღე საღამო) *მუზეუმების ბილეთები კონსულტაციისთვის და კითხვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით განცხადებაზე მითითებულ ნომერზე.

Just Travel / ჯასთ თრეველი — ტურისტული კომპანია

გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას თქვენი მოგზაურობის კომფორტულად და მარტივად დასაგეგმად. ჩვენი სერვისები მოიცავს: • ავიაბილეთებს • სასტუმროების შერჩევასა და დაჯავშნას • ტრანსპორტირებას • ტურისტულ პაკეტებს • სამოგზაურო დაზღვევას • სავიზო მომსახურებას • კრუიზების ორგანიზებას

ტურისტული კომპანია "ონლაინ ტურები"

შემოგვერთდით ჩვენს ჯგუფურ ტურებზე და დააგროვეთ უამრავი პოზიტივი, მოგონება თუ მეგობრები ჩვენს პროფესიონალ გამყოლებთან ერთად ან დაგეგმეთ ინდივიდუალური მოგზაურობა ნებისმიერ დროს და ადგილას.

ჯგუფური ტური საბერძნეთში

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად ჯგუფურ ტურს, საბერძნეთში: ათენი, ეგინა, ნავპლიო, მეტეორა. მოგზაურობის თარიღი და ღირებულება 1 პერსონაზე: - 4-9 იანვარი - 1590 ლარი; - 15-20 თებერვალი - 1380 ლარი; - 6-11 მარტო - 1450 ლარი (შეზღუდული რაოდენობით); აპრილიდან ემატება სანტორინის ტური - 17-22 აპრილი - 1490 ლარი; - 24-29 აპრილი - 1530 ლარი; - 10-15 მაისი - 1460 ლარი; ✅ ღირებულებაში შედის: - ორმხრივი ავიაბილეთი ქუთაისი-ათენი-ქუთაისი - სასტუმროში განთავსება - კვება - საუზმე - სამოგზაურო დაზღვევა - ხელბარგი 8 კგ - გამყოლის მომსახურება - ექსკურსიები ! ღირებულებაში არ შედის: - ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან 30 ევრო 2 გზა - მუზეუმების მოსაკრებელი დაახლოებით 45 ევრო - კუნძულ ეგინაზე გადასასვლელი ბილეთის ღირებულება 30-35 ევრო - ნავპლიოს და მეტეორას ტური (დამოკიდებულია მსურველთა რაოდენობაზე) - სითი ტაქსი 1დღე- 8 ევრო - კვება საუზმის გარდა კონსულტაციისთვის და კითხვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.

Enako Travel

Enako Travel — მოგზაურობა მარტივად და სასიამოვნოდ Enako Travel შეიქმნა ერთი მთავარი იდეით — მოგზაურობა ყველასთვის მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. ჩვენ დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში, საუკეთესო ვარიანტების შერჩევასა და ყველა საჭირო სერვისის ორგანიზებაში, რათა თქვენი გზა იყოს მშვიდი და დაუვიწყარი.

Caroline Travel Agency

Caroline Travel Agency — თქვენი მოგზაურობის სანდო პარტნიორი გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას კომფორტული და დაუვიწყარი მოგზაურობისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს: ტურების დაგეგმვას და ორგანიზებას ავიაბილეთების შეძენას ტრანსპორტირების სერვისს სასტუმროების შერჩევასა და დაჯავშნას ვუზრუნველყოფთ მოგზაურობის ყველა ეტაპის პროფესიონალურ ორგანიზებას — იდეის დაგეგმვიდან დანიშნულების ადგილამდე.

​სამოგზაურო ტურები

სამოგზაურო ტურები საუკეთესო გზაა ახალი კულტურების, ისტორიებისა და ბუნების აღმოჩენისთვის.  ტურები  საზღვარგარეთ  იტალიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში და ესპანეთში  განსაკუთრებით პოპულარულია მომხმარებლებში, მათ შორის იტალიაში ტურები მოიცავს ვენეციას, რომსა და ფლორენციას, სადაც საუკუნოვანი არქიტექტურა და ხელოვნება გელოდებათ. საფრანგეთში მოგზაურობა პარიზის რომანტიკული ქუჩებითა და პროვანსის მშვიდი ატმოსფეროთი დაგამახსოვრდებათ. ჩეხეთში კი პრაღის ძველი ქალაქის ხიბლი და ესპანეთში ბარსელონას ანტონიო გაუდის უნიკალური არქიტექტურა იზიდავს ტურისტებს.
სამოგზაურო ტურები ორგანიზებულია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფორმატით, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ინტერესებისა და ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოთ მოგზაურობის სტილი. თანამედროვე ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ ინდივიდუალურ ტურებს,  რაც ხელს უწყობს მოგზაურობა უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდეს. სწორად შერჩეული ტურები თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

​ტურები საოცნებო მიმართულებით

 მოგზაურობა სამყაროების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აჭარბებს. წარმოვიდგინოთ ულამაზესი სანაპიროები, მწვანე ვენახები, ზღაპრული არქიტექტურა, ან ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.     საქართველოში მრავალფეროვანი მთებისა და ტბების ხიბლი მჭიდროდ ერწყმის ევროპისა და აზიის კულტურულ საუნჯეს.
ევროპის თითოეული ქვეყანა თავისი კულტურული საგანძურითა და არქიტექტურული საოცრებებით მოგზაურებისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის. იტალიის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას წარმოსახვა თითქოს მეხსიერების თაღში გიშვებს, სადაც კოლიზეუმის სიდიადე და პიზის კოშკის მორიდებული დახრა ფერწერული სიუჟეტის ნაწილად იქცევა. საფრანგეთი, თავისი ეიფელის კოშკითა და ლუვრით, სიყვარულისა და ხელოვნების მელოდიას მოგვითხრობს, თითქოს დრო გაჩერებულა მხოლოდ შენთვის. ლონდონი კი, თავისი  სამეფო სასახლითა და უძველესი ვესტმინსტერის ჩრდილში მოყოლილი ისტორიებით, მოგზაურებს ეპატიჟება ზღაპრულ თავგადასავლში. ბარსელონაში ღამის ცხოვრება და მზიანი სანაპიროები ქალაქს მხიარულებისა და ფერების ზეიმად აქცევს. ყოველი ქალაქი, ყოველი ღირსშესანიშნაობა თითქოს ცალკეულ თავგადასავალს გვთავაზობს, რომელიც ევროპაში მოგზაურობას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.
აზიის ტურები მათთვისაა, ვისაც აღმოსავლური ეგზოტიკა იზიდავს: ჩინეთის დიდი კედელი, ინდოეთის ტაჯ-მაჰალი ან იაპონიის საკურას ხეები მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. აფრიკაში მოგზაურობა მოიცავს საჰარას უდაბნოს და კენიის პარკებისა და ტბების საოცარ სანახაობას.
თუ ზღაპრული კუნძულების მონახულება გიზიდავთ, მაშინ სეიშელი, მალდივები და ბორა-ბორა საუკეთესო არჩევანია. ეს ადგილები კრისტალზე სუფთა წყლებით, თეთრი ქვიშითა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.

 საქართველო კი მრავალფეროვანი მიმართულებებით იზიდავს ტურისტებს. სვანეთი თავისი მონუმენტური კოშკებითა და მთის ხიბლით აღაფრთოვანებს დამსვენებლებს. ყაზბეგი კი გერგეთის სამების ეკლესიით და ჭაუხიანი მწვერვალებით იდეალური ადგილია მთის მოყვარულთათვის. კახეთი ცნობილია ღვინის ტურებითა და მზიანი ვენახებით, ხოლო რაჭა – თავისი სიმშვიდითა და უძველესი ეკლესიებით. სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის წყაროები და ვარძიის კლდოვანი მონასტერი ტურისტებს აოცებს. აჭარის რეგიონი კი ზღვისპირა კურორტებითა და ულამაზესი ბოტანიკური ბაღით გამოირჩევა.

 ტურის არჩევისას მნიშვნელოვანია წინასწარ განიხილოთ თქვენი ინტერესები და ბიუჯეტი. ასევე, რეკომენდირებულია, შეამოწმოთ ტურისტული კომპანიების შეფასებები და პირობები, რათა მოგზაურობა იყოს კომფორტული და თქვენს მოლოდინებს შეესაბამებოდეს.
ტურისტული სააგენტოს მომსახურება ტურების დაგეგმვისას მრავალ უპირატესობას გვთავაზობს. პირველ რიგში, პროფესიონალები ზუსტად იცნობენ მოგზაურობის მიმართულებებს და გთავაზობენ საუკეთესო მარშრუტებსა და აქტივობებს. მათ ხელმისაწვდომი აქვთ სპეციალური ფასდაკლებები და გარანტირებული ბილეთები, რაც დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს. სააგენტოები გეხმარებათ ვიზების პროცესში, სასტუმროს არჩევასა და ტრანსპორტირების ორგანიზებაში. მათი გამოცდილება მინიმუმამდე ამცირებს დაგეგმვისას შესაძლო შეცდომებს. ასევე, პრობლემის შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც დამოუკიდებელ გეგმასთან შედარებით დიდი უპირატესობაა. სააგენტოების მომსახუფრება გიზოგავთ დროს და გაძლევთ შესაძლებლობას, სრულად ისიამოვნოთ მოგზაურობით.
საუკეთესო ტურისტული სააგენტოების შერჩევა კი ყველაზე მარტივად ჩვენს ვებგვერდზე servisebi.ge-ზე შეგიძლიათ.  ერთ გვერდზე თავმოყრილია მრავალფეროვანი ტურები მსოფლიოს მასშტაბით, მომსახურების პირობებთან, შეფასებებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად.
სწორად შერჩეული ტურები შესაძლებლობას გაძლევთ, აღმოაჩინოთ ახალი კულტურები, გაექცეთ ყოველდღიურობას და დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ. თქვენი მომდევნო ოცნების მიმართულება მზადაა – დარჩენილია მხოლოდ თქვენი არჩევანი!

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა უპირატესობა აქვს ტურისტული სააგენტოსგან ბალიში ან ბაჰამის კუნძულებზე ტურების დაჯავშნას?

ტურისტული სააგენტოები სთავაზობენ სრულ სერვისს: ფრენების, სასტუმროს, ტრანსფერებისა და აქტივობების ორგანიზებას. მათი გამოცდილება დაგეხმარებათ მოიძიოთ ბალის და ბაჰამის კუნძულების საუკეთესო შეთავაზებები, ისარგებლოთ ფინანსური გარანტიით, რაც დამოუკიდებლად დაგეგმვისას რთულია.

რამდენად პოპულარულია იაფი ტურები ტურისტებს შორის?

იაფი ტურები განსაკუთრებით მოთხოვნადია სტუდენტებსა და ოჯახებს შორის. ასეთი პაკეტები ხშირად მოიცავს ბიუჯეტურ ფრენებს, დაბალფასიან სასტუმროებს და ძირითადი მიმართულებების მონახულებას, რაც მოგზაურობას ხელმისაწვდომსა და სასიამოვნოს ხდის.

​ რა უნდა ვიცოდეთ ბაქოს ტურების შესახებ?

ბაქოს ტური პოპულარულია ისტორიული ძეგლების, თანამედროვე არქიტექტურისა და აზერბაიჯანული სამზარეულოს მოყვარულებს შორის. ტურისტული სააგენტოები გთავაზობენ ქალაქის ტურებს, ატრაქციონების მონახულებას და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

რა არის მთავარი სანახაობები ირანში?

​როდის ვნახოთ ჩრდილოეთის ნათება ისლანდიაში?

ისლანდიის ტურში ჩრდილოეთის ნათების სანახავად იდეალური დროა სექტემბრიდან აპრილამდე, განსაკუთრებით ცივი და ნათელი ღამეების დროს. ხოლო ისლანდიის საოცარი ბუნების დასათვალიერებლად, როგორიცაა გეიზერები, ჩანჩქერები და მყინვარები, ზაფხულის თვეები (ივნისი-აგვისტო) საუკეთესო არჩევანია, რადგან დღის ხანგრძლივობა გრძელია და ამინდი უფრო სტაბილურია.