პრო
მათემატიკის კურსი
eyeნანახი
მათემატიკის კურსი

გთავაზობთ კურსს მათემატიკაში, სპეციალურ ფასად, 160 ლარად 220-ის ნაცვლად❗❗❗ ვინ არიან ჩვენი მასწავლებლები? კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე სწავლობენ სრული დაფინანსებით! რატომ ჩვენთან? მეგობრული, ახალგაზრდული და კომპეტენტური გარემოს გარდა, გთავაზობთ კონსპექტებს, გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერებს, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება და, რაც ყველაზე მთავარია, ასევე გექნებათ მუდმივი კომუნიკაცია მასწავლებლებთან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ აკონტროლოთ მოსწავლის პროგრესი! ეს მასალა მოსწავლეებს ეროვნულებისთვისაც გამოადგებათ, ამიტომ რაც მალე დაიწყებენ მზადებას, მით უკეთესი. მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ნომერზე. ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარი და ჩვენ დაგიკავშირდებით. (პროგრამა იხილეთ ფოტოებში)

ტელეფონი
მათემატიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
მათემატიკის რეპეტიტორი

გესაჭიროებათ კერძო მასწავლებელი, რომელიც მოამზადებს თქვენ შვილს მათემატიკის ეროვნულ გამოცდებისათვის ან ზოგადად გაუმჯობესებს მათ ცოდნას ამ საგანში? მაშინ შემოგვეხმიანეთ! ეს ადამიანი კვალიფიცირებულია საჭირო სფეროებში და აქვს 40 წლიანი გამოცდილება მასწავლებლობაში. მას შეუძლია ნებისმიერი ასაკის ბავშვის წვრთნა მათემატიკაში არა მარტო ქართულ ენაზე, ასევე რუსულად. იგი თავისუფლად ფლობს ამ ორ ენას და გააჩნია ყველა საჭირო მოსამზადებელი მატერიალი. 
პედაგოგს შეუძლია ჩაატაროს გაკვეთილი ონლაინ და ასევე ფიზიკურად. 
დრო და კერძო გაკვეთილების საფასური შეიძლება მოილაპარაკოთ პედაგოგთან. თუ გიჭირთ მათემატიკის გაგება და გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ცოდნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ნომრებზე: 571090318 (ვიქტორია) და 593676468(ეკატერინე). მადლობა ყურადღებისათვის!

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

მათემატიკაში საფუძვლიანად, მაღალი ქულებისთვის მოვამზადებ აბიტურიენტებს (ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანებს). ინდივიდუალურად ან 2-3 მოსწავლეს ერთად. როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვი. ვარ რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, ვმუშაობ როგორც წარმატებულ, ასევე პრობლემურ მოსწავლეებთან. დამთავრებული მაქვს კომაროვის სახ სკოლა და MEPhI. 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ცოდნის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება მათთვისაც, ვისაც სკოლაში არ ქონდა მაღალი შეფასება. სწავლის დაწყებამდე სასურველია საცდელი გაკვეთილის ჩატარება.სწავლა იქნება საინტერესო. მეტრო ვაჟა-ფშაველასთან. გიორგი

მოვამზადებ სტუდენტებს და დავეხმარები მათემატიკის გამოცდის ჩაბარებაში
მოვამზადებ სტუდენტებს და დავეხმარები მათემატიკის გამოცდის ჩაბარებაში

ვარ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი. ეროვნულ და სასკოლო ოლიმპიადებში მათემატიკის საუკეთესო შედეგებით, ასევე უნივერსიტეტში უმაღლესი მათემატიკის წარჩინებული მოსწრებით. დავეხმარები სტუდენტებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გამოცდების ჩაბარებას მათემატიკასა და კალკულუსში. რა თქმა უნდა მეცადინეობა იქნება ონლაინ, თქვენთვის სასურველ დროს. შესაძლებელი იქნება კვირაში ერთხელ ფიზიკურადაც მოხვიდეთ ჩემთან სახლში. დამიკავშირდით. ფასი:70 ლარი თვეში. (დამოკიდებულია გაკვეთილების რაოდენობაზე)

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

ინდივიდუალურად, როგორც ბინაზე მისვლით ასევე დისტანციურად ვამზადებ 3-12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში ან/და მათემატიკური ნაწილის ზოგად უნარებში. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ და გრძელდება მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე საშუალოდ 1.5 სთ. ყოველი მეცადინეობისთვის მოსწავლეს ექნება შესასრულებელი არარუტინული საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები, მეცადინეობის ეტაპებზე ასევე ვიზრუნებთ მისი მოტივაციის ამაღლებაზე, მნიშვნელოვანია იგი იყოს მონდომებული და შრომისმოყვარე. ჩემ შესახებ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალვრის დიპლომი მათემატიკის მიმართულებით. ამჟამად ვარ დასაქმებული სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში, ვკითხულობ მათემატიკური წიგნიერების სემინარებს.

მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

მოგესალმებით, ვასწავლი მათემატიკას სკოლის მოსწავლეებს, ონლაინ პლატფორმა zoom-ის მეშვეობით (პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით). ვარ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის(ISET) მესამე კურსის სტუდენტი (100% გრანტით, მათემატიკური სკოლის ოქროს მედალოსანი, სტიპენდიანტი და არაერთ ოლიმპიადაში გამარჯვებული). მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მეცადინეობა ითვალისწინებს ინდივდუალურ მიდგომას და მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ვამზადებ როგორც სკოლის ასევე დამატებითი მასალებით. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.5 სთ კვირაში ორჯერ. ფასი-15 ლარი.