პროფესიონალი ლინგვისტი (რუსისტი) თქვენზე მორგებული პროგრამით გასწავლით რუსულს. კურსის ბოლოს შეძლებთ თავისუფალ და გამართულ კომუნიკაციას სხვადასხვა თემაზე. ჩემზე _ ვკითხულობდი რუსული ენის, როგორც უცხოურის კურსს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის კერძო უნივერსიტეტში, მიმუშავია სინქრონის თარჯიმნად, მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელად (ქართულიდან რუსულად). მაქვს მრავალწლიანი კერძო პედაგოგიური პრაქტიკა, ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი (მაქსიმალური ქულის 96%-ით). სწავლება ონლაინ ან ჩემს ლოკაციაზე (საბურთალო, ბახტრიონი). პირველი გაკვეთილი უფასოა, რომლის შემდეგ მხარეები ვიღებთ გადაწყვეტილებას თანამშრომლობაზე. 8 გაკვეთილის ფასი 200 ლარი. საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის გაკვეთილი 10 ევრო. ბავშვებთან არ ვმუშაობ. ბინაზე არ დავდივარ.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.