Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართული ენა და ლიტერატურა

პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2024-2025 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით. ✅ ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4 მოსწავლისგან. ✅ კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅ გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅ თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. მოსწავლეებს ვამზადებ, სახლში მოსვლით ან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე.

video icon სერტიფიკატი
ტელეფონი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით; მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.); გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე; გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!

video icon სერტიფიკატი
ქართულში მომზადება
ქართულში მომზადება

ვარ ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი. გავდივარ მასწავლებლის მომზადების პროგრამასაც. მაქვს სამწლიანი გამოცდილება. შემიძლია როგორც დაბალი ასევე მაღალი კლასის მოსწავლეების მომზადება. მაქვს სამწლიანი გამოცდილება და ვასწავლი კერძოდ. ვარ ყურადღებიანი და მეგობრული. შემიძლია ბავშვებს შევუქმნა მეგიბრული გარემო. ამავდროულად ვასწავლი თანამედროვე მეთოდებით. ვეცდები გაკვეთილის პროცესი იყოს არა მოსწაყენი არამედ სახალისო რომ მოსწავლეს გაუჩნდეს საგნისადმი ინტერესი და გაეზარდოს მოტივაცია. შემიძლია როგორც სახლში მისვლა, ასევე ონლაინ. მოსწავლეების მიღება შემიძლიაა ახლაც და ასევე სექტემბრიდან.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვარ განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. ამჟამად ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ აბიტურიენთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, ასევე არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმეტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით ვიმუშაო როგორც სასკოლო პროგრამის გაძლიერების, ისე საგამოცდო შედეგების გასაუმჯობესებლად. ანაზღაურება და გრაფიკი: დაბალი კლასის მოსწავლეები — 120-150 ლარი (კვირაში 2 დღე, 1.5 საათი). აბიტურიენტები — 180 (კვირაში 3 დღე, 2 საათი). დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა ლიტერატურა ქართულის მასწავლებელი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება

„ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს...“ — ნაცნობი ფრაზაა? მე ვარ ირმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, არასასკოლო ფორმატის კურსს, რომლის მთავარი მიზანია: შევაყვაროთ ბავშვებს მხატვრული ლიტერატურა და კითხვა ვაქციოთ ყოველდღიურ სიამოვნებად. ჩემი მიზანი არ არის ტექსტების მექანიკური დაზესპირება ან მშრალი ფაქტების სწავლება. ჩვენ ერთად ვისწავლით: - წიგნში დამალული საინტერესო სამყაროს აღმოჩენას; - პერსონაჟების ქცევის გაანალიზებასა და პარალელების გავლებას რეალურ ცხოვრებასთან; - საკუთარი აზრის თავისუფლად, არგუმენტირებულად გამოთქმასა და დისკუსიას. ფორმატი: - მცირე ინტერაქციული ჯგუფები (3-4 ბავშვი) — მხოლოდ ონლაინ (Zoom/Google meet). ეს ფორმატი საუკეთესოა, რადგან ბავშვები თანატოლებთან ერთად მსჯელობენ, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს და სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას. - ინდივიდუალური გაკვეთილები — სახლში მისვლით ან ონლაინ. ასაკი: 9-17 წელი კითხვა არ არის ვალდებულება, კითხვა დიდი თავგადასავალია! დაეხმარეთ თქვენს შვილს წიგნების ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენაში. დეტალებისთვის დამიკავშირდით.