მოვამზადებ მათემატიკაში

მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა

ჩავატარებ გაკვეთილებს მათემატიკაში (მხოლოდ ონლაინ რეჟიმში). მოვამზადებ მოსწავლეებს SAT გამოცდისთვის, დაგეხმარებით სასკოლო პროგრამისა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო მასალის ათვისებაში, მარტივი და გასაგები მიდგომებით :) დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, როგორც SAT, GSCE თუ სასკოლო მასალით მომზადებაში. ამჟამად ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand Universityში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. ასევე ვმუშაობ Software developerის პოზიციაზე Ericssonში. ვასწავლი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერი სხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის გაკვეთილები
მათემატიკის გაკვეთილები

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში (MACS) მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ინჟინერიის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვი. ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს - მათემატიკაში. სურვილისამებრ, ვამეცადინებ აკადემიური დასვენების დროსაც. მაქვს სწავლების 6 წლიანი გამოცდილება როგორც, მცირეწლოვან მოსწავლეებთან (7, 8 წელი), ასევე აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან. ამ ეტაპზე მოსწავლეები ამყავს მხოლოდ ონლაინ. ხოლო აბიტურიენტები ფიზიკურადაც და ონლაინაც. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-30ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ხოლო აბიტურიენტები თვეში 100 დოლარი. სხვა პირობები შეთანხმებით.

video icon ვიდეო
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

გამარჯობა! ჩემი სახელია ანი, დავამთავრე ვეკუას სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. გარდა სახელმწიფო გრანტისა, მოვიპოვე “STEM-ის მომავალი პროფესიონალის” გრანტი. სრული დაფინანსებით გავიარე სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკის კურსი (Logic4All). სკოლის ასაკში ვმონაწილეობდი ისეთ პროექტებში, როგორიცაა მილენიუმი, 1000 Girls 1000 Futures, The Junior Academy (NYAS). გარდა ფიზიკა-მათემატიკისა, მაქვს ბევრი ინტერესი. მაგალითისთვის, ვარ მე-2 ადგილოსანი კონკურსისა - “ვწერ თავისუფალ თემას”, ზაფხულობით ასევე ვმონაწილეობ ექსპედიციებში როგორც საქართველოში, ისევე საზღვრებს გარეთ. მოსწავლეების ვამზადებ მე-11 კლასიდან, რაც 5 წლიან გამოცდილებას უდრის. მოვამზადებ მხოლოდ ონლაინ როგორც ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში (სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, კალკულუსი), ან ადგილზე მოსვლით ისანში.