მათემატიკაში მომზადება

პრო
ვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში
eyeნანახი
ვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში
5.0
| 2 შეფასება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში V-დან X კლასის ჩათვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტი,ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს, ბავშვებთან ვმუშაობ როგორც სკოლის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით(დამატებითი სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან) გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე საჭიროებისამებრ იღებს გაკვეთილზე განხილული თემის შესაბამისს კონსპექტს. გარკვეული თემების დამუშავების შემდეგ კი გვექნება შემაჯამებელი წერები, არასაგაკვეთილო პროცესში(ჩემ მიერ დამატებით გამოყოფილ დროს).მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მშობელთან, ბავშვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით.

ტელეფონი
პრო
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს
eyeნანახი
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს

მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს 1-დან მე-5 კლასის ჩათვლით, ყველა საგანში. დამთავრებული მაქვს საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ვმუშაობ ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. მომზადება შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე ადგილზე მისვლით. მაქვს, როგორც მასწავლებლად ასევე სპეც საჭიროების მქონე მოსწავლეებთან რეპეტიტორად მუშობის 5 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილების მინიმალური ხანგრძლოვობა იქნება 1.5 საათი. ფასი შეთანხმებით, დღეების რაოდენობის მიხედვით.

ტელეფონი
პრო
სამაგისტრო უნარები (ოთხივე ნაწილი)
eyeნანახი
სამაგისტრო უნარები (ოთხივე ნაწილი)

დ ე ტ ა ლ ე ბ ი: * გაკვეთილების რაოდენობა - კვირაში ოთხჯერ: ორშაბათი - წაკითხულის გააზრება სამშაბათი - ანალიტიკური წერა ოთხშაბათი - ლოგიკური მსჯელობა ხუთშაბათი - რაოდენობრივი მსჯელობა * გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი * დრო: 21:00 - 22:00 * ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მაქსიმუმ 6 * ფორმატი: ონლაინ ("ზუმის" პლატფორმა) * კურსის ღირებულება: თვეში 150 ლარი ჩ ე მ შ ე ს ა ხ ე ბ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი, ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), ჩავირიცხე 100%-იანი დაფინანსებით და ორივე საფეხური დავამთავრე წითელ დიპლომზე. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. თავდაპირველად ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ჩაბარებული მაქვს უმაღლესი მათემატიკაც, მაგრამ ლიტერატურისადმი გამძაფრებული ინტერესის გამო, მე-3 კურსზე შევწყვიტე სწავლა და თავიდან ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები. სამაგისტრო უნარებში ვამზადებ 2016 წლიდან (ოთხივე ნაწილში). ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი შემდეგი გამოცდები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - 2018 2. ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - 2019 3. მათემატიკა (I-VI) - 2020 P.S. სურვილის შემთხვევაში, შემიძლია მეილზე გამოგიგზავნოთ მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

ტელეფონი
პრო
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში 4-12 კლასის ჩათვლით, ასევე მათემატიკური ნაწილის ზოგად უნარებში, გარდა ამისა, ვამზადებ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე მათემატიკაში მოსწავლეებთან სკოლის სახელმძღვანელოსთან ერთად გავდივარ დამატებითი წიგნებით, როგორებიცაა, ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია და სხვა მოსწავლის სურვილისამებრ. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, დავდივარ ბინაზე მოსვლით, განვიხილავ ონლაინ მეცადინეობასაც პროგრამა ზუმის საშუალებით, სადაც შეგვეძლება დაფის გაზიარება და წერა ყველა რესურსი ხელმისაწვდომია, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ 1 საათი, ხოლო აბიტურიენტებთან კვირაში სამჯერ საათ ნახევარი .მოსწავლეებს ვტვირთავ მათი შეძლებისდაგვარად, მეცადინეობაზე მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში ვარ მომთხოვნი მოსწავლეების მიმართ და მეგობრულიც. ყოველი თავის ბოლოს დავალებად ვაძლევ შემაჯამებელ წერას , რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხთან მიმართებაში, აბიტურიენტთან ეროვნული გამოცდის პროგრამის დამთავრების შემდეგ გავივლი წინა წლების ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებსა და ამოცანებს, აუცილებელია, მოსწავლე იყოს შრომისმოყვარე, რადგან ცოდნის მიღება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მოსწავლის მონდომებასა და შრომაზე. პირადად, მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან და აბიტურიენტთან მუშაობის გამოცდილება. სასურველია, მოსწავლე ცხოვრობდეს, რომელიმე მეტროსთან ახლოს

ტელეფონი
პრო
მათემატიკის კურსი
eyeნანახი
მათემატიკის კურსი

გთავაზობთ კურსს მათემატიკაში, სპეციალურ ფასად, 160 ლარად 220-ის ნაცვლად❗❗❗ ვინ არიან ჩვენი მასწავლებლები? კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე სწავლობენ სრული დაფინანსებით! რატომ ჩვენთან? მეგობრული, ახალგაზრდული და კომპეტენტური გარემოს გარდა, გთავაზობთ კონსპექტებს, გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერებს, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება და, რაც ყველაზე მთავარია, ასევე გექნებათ მუდმივი კომუნიკაცია მასწავლებლებთან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ აკონტროლოთ მოსწავლის პროგრესი! ეს მასალა მოსწავლეებს ეროვნულებისთვისაც გამოადგებათ, ამიტომ რაც მალე დაიწყებენ მზადებას, მით უკეთესი. მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ნომერზე. ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარი და ჩვენ დაგიკავშირდებით. (პროგრამა იხილეთ ფოტოებში)

ტელეფონი
მათემატიკის მასწავლებელი
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი

თუ გსურთ ბავშვი საფუძვლიანად მოამზადოთ მათემატიკაში მე შემიძლია დაგეხმაროთ. ვამზადებ მე-4 დან მე-11 კლასის ჩათვლის სკოლის მოსწავლეებს. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, კომაროვდამთავრებული, სამწლიანი გამოცდილებით. მომზადება ხდება ინდივიდუალურად მაქსიმალური შედეგისთვის. მომზადება შემიძლია როგორც ონლაინ (ზუმის ფლატფორმაზე) ასევე სახლში მიღებით ან მისვლით გლდანის ტერიტორიაზე. მე თვითონ ვცხოვრობ გლდანის მე-2 მიკროში, მეტროდან 10წთის გზაზე. გაკვეთილი გრძელდება 1,5სთ. ბოლო ნახევარი საათი დაეთმობა ტესტებს, დამოუკიდებლად აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

მომზადება მათემატიკაში
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში V - X კლასის ჩათვლით. დავამთავრე ვლადიმერ კომაროვის სახელობით ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვებს მოვამზადებ ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს: ბავშვებთან ვმუშაობ როგორც სკოლის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით (სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან). გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე საჭიროებისამებრ მიიღებს გაკვეთილზე განხილული თემის შესაბამის კონსპექტს. მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მშობელთან ბავშვის მდგომარეობის გაცნობის მიზნით