Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ვამზადებ ფიზიკა მათემათიკაში

პრო
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში
ტელეფონი
verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

ტელეფონი
პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 21 შეფასება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ტელეფონი
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება

ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი, მოვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს ( მე-7 კლასიდან ზევით) მათემატიკაში. მისამართი: ს.ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩა, მიმდებარედ შესაძლებელია სახლში მისვლაც. ფასი შეთანხმებით

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა ალგებრა გეომეტრია მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში algebra geometria matematikis swavla matematikis sheswavla matematikis maswavlebeli matematikis repetitori momzadeba matematikashi ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში მომზადება მათემატიკაში უნარებში რეპეტიტორი მოვამზადებ მათემატკაში მათემატიკა მომზადება უმაღლესი მათემატიკა მათემატიკაში მომზადება მათემატიკის პედაგოგი მეცადინეობა მათემატიკაში მათემაკის რეპეტიტორი მათემატიკაში მოვამზადებ მათემატიკაში მათემატიკა ბიზნესისთვის მათემატიკა ეკონომიკისთვის ვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში ლოგიკა უნარები მათემატიკა აბიტურიენტის მომზადება მათემატიკაში ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მათმატიკა მათემატ მატემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის მოყვარულთათვის მოვამზადებ მათემატიკაში და ფიზიკაში ვასწავლი მათემატიკას მათემატიკის გამოცდა
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში მათემატიკა ონლაინ ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში მათემატიკაში მომზადება მათემატიკის პედაგოგი მათემაკის რეპეტიტორი
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა
მათემატიკის გაკვეთილები / SAT / სკოლის პროგრამა

ჩავატარებ გაკვეთილებს მათემატიკაში (მხოლოდ ონლაინ რეჟიმში). მოვამზადებ მოსწავლეებს SAT გამოცდისთვის, დაგეხმარებით სასკოლო პროგრამისა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო მასალის ათვისებაში, მარტივი და გასაგები მიდგომებით :) დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, როგორც SAT, GSCE თუ სასკოლო მასალით მომზადებაში. ამჟამად ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand Universityში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. ასევე ვმუშაობ Software developerის პოზიციაზე Ericssonში. ვასწავლი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ნებისმიერი სხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

verify badge
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება, რის განმავლობაშიც წარმატებული შედეგი მივიღეთ არაერთი კლასის, სკოლის, მათ შორის IB პროგრამის,კომაროვის მოსწავლესთან, ასევე კომაროვის მისაღები გამოცდების მოსწავლეებთან კომაროვის მასალთ(4,5,6 კლასი).აბიტურიენტებთან მაქვს 100% შედეგი. სწავლის პროცესი არის მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და სახალისო. ვატარებ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში მოვამზადებ მათემატკაში მათემატიკაში მომზადება მათემატიკის პედაგოგი მეცადინეობა მათემატიკაში მათემაკის რეპეტიტორი
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მეცადინეობა / სწავლება შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. გამოცდილება 43 წელი. ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას კლასებისა და დონის მიხედვით ახალი სასწავლო წლისათვის. ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლე. დამთავრებული მაქვს ილია ვეკუას სახელობის 42-სკოლა, 1983 წელს. მოსწავლეებს ვასწავლი იმ დონით, როგორც მე მასწავლიდნენ. თოფურიას გარდა ვიყენებ სკანავს, ნესტერენკოს. ჩემი მიზანია: მეტი განათლებული ახალგაზრდა საქართველოს! ყველას წარმატებას ვუსურვებ.

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 4 წელია და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში