განცხადება შესვლა / რეგისტრაცია
პრო

მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. სწავლება შესაძლებელია როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. გამოცდილება 43 წელი. ჯგუფში არაუმეტეს 3 მოსწავლისა. დამთავრებული მაქვს ილია ვეკუას სახელობის 42-სკოლა, 1983 წელს. მეცადინეობა ჩემს ბინაში. თბილისი, ვაკის დახურულ აუზთან. მეცადინეობა შესაძლებელია ონლაინ. Ps: გაკვეთილის ღირებულება(ინდივიდუალური სწავლება) 50 ლარი. თხოვნა:დარეკეთ მხოლოდ რეალურმა მსურველებმა!

შეფასება 5.0 , 5 შეფასება
1 სერტიფიკატი,
1 ვიდეო
ვერიფიცირებული პრო

მათემატიკის რეპეტიტორი

მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის მიმართულებით დამამთავრებელ კურსზე, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. ვარ 22 წლის გოგო. მათემატიკაში მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ✔️ თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა; ✔️ რთული საკითხების მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით ახსნა; ✔️ ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნის უნარის განვითარება; ✔️ საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება და განვლილი მასალის განმტკიცება; ✔️ საკონტროლოებისა და გამოცდებისთვის მომზადება. მეცადინეობის პროცესი მორგებულია მოსწავლის ცოდნის დონესა და საჭიროებებზე. სამუშაო ფორმატი და დატვირთვა განისაზღვრება მოსწავლესთან და მშობელთან შეთანხმებით. ▪️ მოსწავლესთან სახლში მისვლით — საბურთალო, წერეთელი,ნუცუბიძის პლატო. ▪️ ონლაინ — საქართველოს მასშტაბით.

პრო

SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

პრო

ეროვნული გამოცდები/SAT/კომაროვი/ვეკუა

მათემატიკაში მომზადება: • ეროვნული გამოცდებისთვის • კომაროვი/ვეკუას მისაღები გამოცდებისთვის • სამაგისტრო გამოცდებისთვის • SAT • სკოლის პროგრამაში ვარ საფრანგეთში დიპლომირებული მათემატიკოსი, ფუნდამენტური და გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი. მაქვს რეპეტიტორობის 10 წლიანი გამოცდილება და მოსწავლეების მაღალი შედეგები ეროვნულ გამოცდებში. ჩემი სწავლების მეთოდიკა მორგებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.

მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

მოგესალმებით. ვარ ვეკუას სკოლის კურსდამთავრებული და აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, სადაც ჩავაბარე 100%იანი გრანტით. მაქვს ბავშვების მომზადების სამწლიანი გამოცდილება, მოსწავლეებს ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და შედეგების გაუმჯობესებაში. გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ 1-1,5 საათის განმავლობაში ონლაინ. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მათემატიკის მასწავლებელი

ვარ თსუ-ს ფიზიკის მაგისტრი და დოქტორანტურის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება. მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ. კვირაში გაკვეთილების რაოდენობა: სტანდარტულად - 2. მოთხოვნის შემთხვევაში - 3. ჩატარების რეჟიმი: ონლაინ. ონლაინ გაკვეთილების საფასური: 25 ლარი. შესაძლებელია გაკვეთილის ფიზიკურად ჩატარებაც, მოსწავლესთან მისვლით, იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილი უნდა ჩატარდეს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე (გარდა დიდი დიღმისა). ასეთი გაკვეთილის საფასურია 40 ლარი.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

შეფასება 5.0 , 6 შეფასება

მათემატიკის გაკვეთილები

თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! ვამზადებ მხოლოდ ონლაინ (დისტანციურად), მხოლოდ ინდივიდუალურად, და მხოლოდ მონდომებულ, შრომისმოყვარე მოსწავლეებს; მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები. პირველი გაკვეთილი უფასოა. დამიკავშირდით მხოლოდ ვოტსაპით თუ შეიძლება, ტელეფონის ზარებს ვერ ვპასუხობ.

მათემატიკაში მომზადება სკოლის მოსწავლეებისთვის

გამარჯობა, მე ვარ რაულ შენგელია, BTU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ბინაზე მისვლით.

მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.

მათემატიკის მასწავლებელი

მოგესალმებით! მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. - მაქვს 6 წლიანი გამოცდილება. - ვარ სერთიფიცირებული, მოქმედი უფროსი მასწავლებელი - დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკა. - გავიარე მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა - მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ.

შეფასება 5.0 , 2 შეფასება