პრო
მომზადება მათემატიკის საგანში
მომზადება მათემატიკის საგანში

ვამზადებ VII-XII კლასის მოსწავლეებს მათემატიკის საგანში ონლაინ რეჟიმში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ. ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა არის 1საათი. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. ჩავაბარე მასწავლებლის ეროვნული გამოცდა მათემატიკაში VII-XII კლასელებისთვის. მუშაობის გამოცდილება მაქვს 2 წლიანი სკოლაში, 7 წლიანი - კერო მასწავლებლად. მოსწავლესთან მიდგომა მაქვს ინდივიდუალური, მისი ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ ეროვნული ოლიმპიადისთვის.

ტელეფონი
მათემატიკის ინტენსიური კურსი
მათემატიკის ინტენსიური კურსი

თუ თვლით, რომ მოსწავლე ჩამორჩენილია სასკოლო პროგრამას მათემატიკაში, ან გსურთ გაიღრმავოს ცოდნა ამ კუთხით, მაშინ ეს განცხადება თქვენთვისაა. გთვაზობთ მათემატიკაში მოსამაზდებელ 3-თვიან ინტენსიურ კურსს. მცემული კურსი განკუთვნილია I-VII კლასის მოსწავლეებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. მთელი ზაფხულის მანძილზე მოსწავლე შეძლებს, პროდუქტიულად გამოიყენოს თვასუფალი დრო და შეიძინოს აუცილებელი ცოდნა ამ საგანში.პროგრამა სრულად არის გათვლილი მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებზე, რაც უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის უცხო ენის ათვისების პროცესს. მოსწავლის ასაკის შებამისად, პროგრამა გაჯერებულია სხვადასხვა სახალისო და ინტერაქტიული აქტივობებით, რაც ამ კურსის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია და ეს რა თქმა უნდა ბავშვებსაც უხალისებს სწავლის პროცესს. კურსის გავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე მოსწავლის ადგილზე მოსვლით და ჩემი, ანუ პედაგოგის ბავშვის საცხოვრებელზე მოსვლითაც. 1. კურსის ხანრძლივობა- 3 თვე( ივნისი, ივლისი, აგვისტო) სურვილის შემთხევაში შესაძლებელია გაგრძელება. 2.გაკვეთილების რაოდენობა- 12 გაკვეთილი თვეში 3.გაკვეთილის ხანგრძლივობა-1სთ 30 წთ 4.ღირებულება-60 ლარი არ დაგავიწდეთ, რომ კურსის პირობების და შებამისად ღირებულების მორგება შესაძლბელია ინდივიდუალურად. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კურსის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად გავლა.(მოცემული ღირებულება ,60 ლარი ,გათვლილია ინდივიდუალურ მეცადინეობაზე.). დამატებითი დეტალებისთვის, დაინტერების შემთხვევაში დამიკავშირდით პირადად.

კერძო გაკვეთილები მათემატიკაში
eyeნანახი
კერძო გაკვეთილები მათემატიკაში
5.0
| 1 შეფასება

საგანი: მათემატიკა ენა: ქართული, ინგლისური სწავლების ფორმა: დისტანციური ჩატარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მეცადინეობები. დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში. ჩემს შესახებ: ამჟამად ვასწავლი მათემატიკას ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურად, ხოლო ადრე ვასწავლიდი წმ. გიორგის ბრიტანულ-ქართულ სკოლაში. ვარ უფროსი მასწავლებელი (ჩავაბარე საგნის გამოცდა VII-XII კლასებისთვის უმაღლესი შეფასებით და დავამთავრე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში). მაგისტრატურაზე ვსწავლობდი ინგლისურენოვან პროგრამაზე ეკონომიკის მიმართულებით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ხოლო ბაკალავრიატზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით. რაც შეეხება სკოლას, დავამთავრე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. 2019-2022 წლებში ვმონაწილეობდი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამების TIMSS 2019, TIMSS 2023 და PISA 2022 კვლევებში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორებაში.

მომზადება მათემატიკაში (ნებისმიერი საფეხური)
eyeნანახი
მომზადება მათემატიკაში (ნებისმიერი საფეხური)

ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი, მაქვს ბავშვების მომზადების 4 წლიანი პრაქტიკა, ბავშვებს ვამზადებ მათემატიკაში ნებისმიერი მიმართულებით: სასკოლო მათემატიკა(სხვადასხვა კლასები), აბიტურიენტები(ეროვნული გამოცდებისათვის), უმაღლესი მათემატიკა(ბაკალავრის საგნების ჩაბარების მიზნით) აგრეთვე ვამზადებ სტუდენტებს სამაგისტრო გამოცდისათვის. რაც შეეხება მომზადების პირობებს - პირველ გაკვეთილზე დავსახავთ მისაღწევ მიზნებს, გაკვეთილების რაოდენობა კვირაში 2-ჯერ. ხანგძლივობა 1 საათი და 20 წუთი. ფასები მერყეობს 100-დან 200 ლარამდე ფარგლებში გააჩნია სწავლების დონეს. ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში 2. აგრეთვე მაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შემიძლია გაკვეთილების ონლაინ რეჯიმში ჩატარება, რომლის ეფექტურობაც აბლოსიტურად იგივეა. დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე: 577612232 (დავით გორგილაძე)

მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

ვარ კომაროვდამთავრებული სტუდენტი. სხვადასხვა ოლიმპიადების მონაწილე.აგრალური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მესამე კურსის სტუდენტი, გრანტით. დიდი ხანია ვამზადებ, მათემატიკაში და ამასთან ვარ სასწავლო ცენტრი "AlterSchool - ალტერსქული"-ს მათემატიკის მასწავლებელი. ვამზადებ ბინაზე მისვლით ან მოსვლით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შემიძლია ონლაინ ჩატარებაც საკმაოდ კონფორტულად.მოვამზადებ მეოთხედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 1.5-2 საათი, მოვამზადებ კვირაში 2 დღე. გაკვეთილის ღირებულება იქნება 20 ლარი.