Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2024-2025 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით. ✅ ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4 მოსწავლისგან. ✅ კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅ გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅ თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. მოსწავლეებს ვამზადებ, სახლში მოსვლით ან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე.

video icon სერტიფიკატი
ტელეფონი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

მოგესალმებით! ვარ თამარ ბარბაქაძე, ფილოსოფიის ბაკალავრი წითელი დიპლომით (GPA 4.00) და ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რას გთავაზობთ: - ქართული ენისა და ლიტერატურის სრული კურსი V - X კლასის მოსწავლეებისათვის, ხოლო ცალკე ინტენსიური მეცადინეობები აბიტურიენტებისათვის; - ესეების წერა და ტექსტების ანალიზი; მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების გაცნობა სხვადასხვა ასპექტით; - მნიშვნელოვანი მხატვრული და ფილოსოფიური ძეგლების გაცნობა მსოფლიო ლიტერატურიდან; - მუშაობა საგამოცდო მასალებზე; - თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა. ჩემი უპირატესობები: - წითელი დიპლომი თსუ-დან (GPA 4.00); - 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი; - პედაგოგიური გამოცდილება არაფორმალური განათლების ცენტრში (ვუძღვები ორ საავტორო კურსს); - სამეცნიერო სტატიების ავტორი; - 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე; - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი ეროვნულ გამოცდებზე ისტორიასა და ქართულში (ისტორია - 58/60, ქართული - 67/70) - გამარჯვებული ეროვნული ოლიმპიადისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში; - ისტორიის ეროვნული კონკურსის (1918-1921 წლების საქართველოზე) მონაწილე და გამარჯვებული. მეცადინეობის ფორმატი: - კვირაში 3-ჯერ, ერთი საათი და 30 წუთი; - ადგილზე მისვლა (თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი) ან ონლაინ. ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კლასზე)

verify badge
 ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესიულ სწავლებას სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მსმენელებისთვის. ინდივიდუალური გაკვეთილები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. სწავლება განკუთვნილია: ✅ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; ✅ აბიტურიენტებისთვის – ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება; ✅ ქართული ენის შემსწავლელი ინგლისურენოვანი მოსწავლეებისა და ზრდასრულებისთვის; ✅ სასკოლო პროგრამის გავლა, აკადემიური წერისა და გრამატიკის გაძლიერება; მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. - ფილოლოგიის დოქტორი - უფროსი მასწავლებელი - კერძო რეპეტიტორი სწავლების მეთოდოლოგია: ✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით; ✅ მდიდარ პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მისაღები ადგილი: ვაკე – საბურთალო (გაითვალისწინეთ, რომ პირისპირი /ოფლაინ გაკვეთილები ტარდება მოსწავლისთვის შეთანხმებულ ადგილზე (მაგ., სახლში ან სხვა შეთანხმებულ სივრცეში) და არა მასწავლებლის საცხოვრებელ მისამართზე). ონლაინ გაკვეთილები – მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისთვის. დეტალური ინფორმაციისა და ჩაწერისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

video icon სერტიფიკატი
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. - ასევე დაწყებითი კლასის (V-VI კლასი) მოსწავლეებს. წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. გავიარე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე დაწყებითების პედაგოგად. შემდეგ კი კერძო მოსწავლეებთან დავაგროვე გამოცდილება. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: 1 საათ-ნახევარი ფასი: 15–20 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვეხმარები მოსწავლეს სკოლის დავალებების სრულყოფილად შესრულებაში 3. სურვილის შემთხვევაში, ვატარებ სალიტერატურო ან ენობრივ, სახალისო აქტივობებს 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს სწავლების შედეგად მოსწავლე: ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის!

video icon სერტიფიკატი
verify badge
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სექტემბრიდან მოვამზადებ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში სამი დღე ჯგუფთან ერთად(აბიტურიენტებისათვის), ან ორი დღე (მე-10- მე-11 კლასელებისათვის). გაკვეთილის ხანგრძლივობაა: 1:30 - 2:00 საათი. ჯგუფი დაკომპლექტდება არაუმეტეს 5 მოსწავლისა. გპირდებით საინტერესო, შემეცნებით, შედეგზე ორიენტირებულ გარემოსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას. ჩემ შესახებ: ვმუშაობ სკოლაში, ვარ საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვარ ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. მოსწავლეებს ვამზადებ 2020 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფში მიღებამდე აუცილებელია გასაუბრება და მოსწავლის ამჟამინდელი ცონდისა და უნარების განსაზღვრისათვის სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა. გისურვებთ წარმატებას!

ქართული ენა და ლიტერატურა მომზადება ქართულში ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით; მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.); გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე; გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!

video icon სერტიფიკატი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.

ქართულში მომზადება
ქართულში მომზადება

ვარ ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი. გავდივარ მასწავლებლის მომზადების პროგრამასაც. მაქვს სამწლიანი გამოცდილება. შემიძლია როგორც დაბალი ასევე მაღალი კლასის მოსწავლეების მომზადება. მაქვს სამწლიანი გამოცდილება და ვასწავლი კერძოდ. ვარ ყურადღებიანი და მეგობრული. შემიძლია ბავშვებს შევუქმნა მეგიბრული გარემო. ამავდროულად ვასწავლი თანამედროვე მეთოდებით. ვეცდები გაკვეთილის პროცესი იყოს არა მოსწაყენი არამედ სახალისო რომ მოსწავლეს გაუჩნდეს საგნისადმი ინტერესი და გაეზარდოს მოტივაცია. შემიძლია როგორც სახლში მისვლა, ასევე ონლაინ. მოსწავლეების მიღება შემიძლიაა ახლაც და ასევე სექტემბრიდან.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება

„ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს...“ — ნაცნობი ფრაზაა? მე ვარ ირმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ, არასასკოლო ფორმატის კურსს, რომლის მთავარი მიზანია: შევაყვაროთ ბავშვებს მხატვრული ლიტერატურა და კითხვა ვაქციოთ ყოველდღიურ სიამოვნებად. ჩემი მიზანი არ არის ტექსტების მექანიკური დაზესპირება ან მშრალი ფაქტების სწავლება. ჩვენ ერთად ვისწავლით: - წიგნში დამალული საინტერესო სამყაროს აღმოჩენას; - პერსონაჟების ქცევის გაანალიზებასა და პარალელების გავლებას რეალურ ცხოვრებასთან; - საკუთარი აზრის თავისუფლად, არგუმენტირებულად გამოთქმასა და დისკუსიას. ფორმატი: - მცირე ინტერაქციული ჯგუფები (3-4 ბავშვი) — მხოლოდ ონლაინ (Zoom/Google meet). ეს ფორმატი საუკეთესოა, რადგან ბავშვები თანატოლებთან ერთად მსჯელობენ, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს და სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას. - ინდივიდუალური გაკვეთილები — სახლში მისვლით ან ონლაინ. ასაკი: 9-17 წელი კითხვა არ არის ვალდებულება, კითხვა დიდი თავგადასავალია! დაეხმარეთ თქვენს შვილს წიგნების ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენაში. დეტალებისთვის დამიკავშირდით.