განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ვასწავლი გიტარაზე დაკვრას ნებისმიერი ასაკის ადამიანს

აღწერა

ვარ გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგი. ვასწავლი საფუძვლიანად, როგორც აკორდულად ასევე ნოტებით. შემიძლია გაკვეთილები ჩავატარო, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მაქვს დამთავრებული კონსერვატორია, კლასიკური გიტარის განხრით. მომსახურება ხდება ბინაზე მისვლით. გაკვეთილის ფასი შეთანხმებით, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.

სწავლების ფორმატი icon
სწავლების ფორმატი
მოსწავლესთან ბინაზე მისვლით
ინსტრუმენტის ტიპი icon
ინსტრუმენტის ტიპი
სიმიანი
clock icon
ორშ / პარ
00:00 - 23:00
შაბათი
00:00 - 23:00
კვირა
00:00 - 23:00

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი

star icon
5.0
12 შეფასება
დროული მომსახურება icon
დროული მომსახურება
5.0
კომუნიკაცია icon
კომუნიკაცია
5.0
შესრულებული ხარისხი icon
შესრულებული ხარისხი
5.0

პირველ რიგში სანდო, თბილი და მეგობრული ადამიანი. ვანდე ჩემი 3 შვილის გიტარის სწავლება. ბავშვებს ძალიან უხარიათ გიტარის გაკვეთილები. შედეგით კმაყოფილი ვარ. გირჩევთ აიყვანოთ მსგავსი სახის პროფესიონალი.

ეს ადამიანი არის თავისი საქმის პროფესიონალი. უყვარს თავისი საქმე, რაც ყველაზე მთავარია. 6 თვეში ისეთი შედეგი დავდეთ მეც გაოცებული ვარ. 10/10 შეფასება და დიდი რეკომენდაცია.

ჩემი ორი გოგო მივიყვანე 6 თვისწინ და ძალიან სწრაფად შეასწავლა გიტარა. ძალიან სწრაფი შედეგი დადო. მთავარი ისარის რომ ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ დაკვრა. მასწავლებელიც ძალიან უყვართ, აქვთ პოზიტიური კომუნიკაცია. კიდევ ის მომწონს რომ ბავშვებს თუ დამატებითი შეკითხვები უჩნდებათ მუდამ არის მზად დაეხმაროს მათ. დიდ რეკომენდაციას ვუწევ გიორგი მასწავლებელს

ნულიდან დავიწყე შესწავლა და ნამდვილად შემაყვარა გიტარა და მუსიკა. ასევე განმივითარა მუსიკალური გემოვნება.აქვს ძალიან კარგი მიდგომა,არის მეგობრული. ჩემივე მონდომებით ძალიან სწრაფად და ხარისხიანად შემასწავლა გიტარის ბაზისი და ვუწევ რეკომენდაციას

გიორგი ძალიან კარგი პროფესიონალია, კეთილგანწყობილი და შთამაგონებელი მასწავლებელი! გამოირჩევა დისციპლინით და სწავლის პროცესს მაქსიმალურად არგებს მოსწავლის დონესა და შესაძლებლობებს. სრული პასუხისმგებლობით ვურჩევ ყველას, ვისაც სურს სიღრმისეულად და სისტემურად შეისწავლოს გიტარაზე დაკვრა.

მსგავსი განცხადებები
პრო

გიტარის შემსწავლელი კურსები

გამოცდილი პედაგოგი შეგასწავლით გიტარაზე დაკვრას ნულიდან, ტექნიკისა და ორიგინალური რითმების დახვეწამდე, 12-წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველებს, სიმღერების შესწავლა ხდება შესავლების და სოლოს თანხლებით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე 2-3 კაციან ჯგუფში. გამოცდილება გიტარაზე დაკვრის 45 წელი. ფასი შეთანხმებით.

გიტარის მასწავლებელი

შევასწავლი გიტარაზე დაკვრას პროფესიონალურ დონეზე 0 - დან. 8 გაკვეთილის ფასი: - ჯგუფი 130 ლარი - ინდივიდუალური 150 ლარი მდებარეობა: საბურთალო მსურველები დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ფორტეპიანოს / მუსიკის თეორიის მასწავლებელი

აღმოაჩინეთ თქვენში მუსიკალური ნიჭი, რომლის შესახებაც შეიძლება არც კი იცოდეთ!! შევასწავლი ნებისმიერი ასაკის მსურველს ფორტეპიანოზე დაკვრას საფუძვლიანად! მაქვს გამოცდილება, როგორც შესრულებაში, ასევე ბავშვების მეცადინეობაში. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვამთავრებ მესამე კურსს. შევასწავლი როგორც კლასიკურ, ასევე ნებისმიერი სტილისა და სირთულის ნაწარმოებს. გარდა ამისა, შევასწავლი მუსიკის თეორიას (სოლფეჯიო და ჰარმონია), ასევე საფუძვლიანად. • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ✅ ორივე სფეროში მოსწავლეს მარტივი და სახალისო გეგმით გავაცნობ მუსიკის სამყაროს და სურვილის შემთხვევაში პროფესიონალურ დონეზეც მივიყვან ნულიდან!

გიტარის შესწავლა

გამოცდილი და დიდი სტაჟის მქონე ხელოვანი დაინტერესებულ პირებს შევასწავლი გიტარის დაკვრას. სხვა და სხვა ჟანრის სიმღერებს.

შევასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას

„Elenes Studio” 1-ლი დეკემბრიდან აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოს შემსწავლელ კურსზე. ხელმძღვანელი, მაგისტრი, ლაურეატი და სერტიფიცირებული პედაგოგი, გთავაზობთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის მსურველები. ადგილები შეზღუდულია, ხოლო შედეგს იხილავთ უკვე პირველივე თვიდან. ღირებულება შეადგენს 400 ლარს თვეში.