განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ბინები დღიურად თბილისში

 ბინები დღიურად თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არჩევანია მათთვის, ვინც დედაქალაქში ჩამოდის სამუშაოდ, სამოგზაუროდ ან მოკლევადიანი ვიზიტით. ასეთი ფორმატი გაძლევთ მეტ თავისუფლებას, ვიდრე სასტუმრო, რადგან შეგიძლიათ თავად მართოთ თქვენი დრო და ყოველდღიური რუტინა. ქალაქში ხელმისაწვდომია ბინები სხვადასხვა სტილისა და ფასის მიხედვით — როგორც თანამედროვე აპარტამენტები ვაკესა და საბურთალოზე, ისე უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები გლდანში, ვარკეთილში ან დიღმის მასივში.
ბევრი სტუმარი ირჩევს ძველი თბილისის უბნებს, მაგალითად ავლაბარს ან ორთაჭალას, სადაც ისტორიული ატმოსფერო და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე ერთიანდება. დღიური გაქირავება მოსახერხებელია როგორც ტურისტებისთვის, ისე მათთვის, ვისაც დროებით საცხოვრებელი სჭირდება. ფასები დამოკიდებულია ლოკაციაზე, ბინის ზომასა და სეზონზე, რაც არჩევანს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. სწორედ ამიტომ ბინები დღიურად თბილისში რჩება კომფორტულ და პრაქტიკულ გადაწყვეტად მათთვის, ვისაც სურს ქალაქის უკეთ შეცნობა და საკუთარ სივრცეში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რამდენი დღით დარჩება დედაქალაქში.

განცხადებები

პრო

ქირავდება ბინა დღიურად საბურთალოზე

ქირავდება ბინა დღიურად საბურთალოზე, ხილიანზე ჩიქოვანის 25 ნომერში, ახალაშენებულ ელიტარულ კორპუსში ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. იდეალური სისუფთავე. დღის მანძილძე 40-50 ლარი; საღამოდან დილამდე 70 ლარი; 24 საათი 70-80 ლარი.

პრო

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

დღესვე ისარგებლე ჯაკუზით! ჰიდრომასაჟი, ქრომოთერაპია, smart ტელევიზორი, სასიამოვნო არომატი იდეალურია წყვილებისთვის ან პატარა წვეულებისთვის ლოკაციები: შარტავა, პეკინი, იოსებიძე, სააკაძე თაუერი, კოსტავას 80 3– საათი – ასი₾ | დღის საათები – ორასი₾ | ღამის ფასი – ორასორმოცდაათი₾ დარეკვა ნებისმიერ დროს – 24/7. მაქვს ბიუჯეტურ ფასში ჯაკუზიანი ბინებიც სიახლე ჩვენი სტუმრებისთვის! ახლა ჩვენს დღიურ ბინებში შეგიძლიათ დამატებით ისარგებლოთ PlayStation-ით. თუ გსურთ დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო და სახალისო გახადოთ, PlayStation ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში. თუ დაინტერესებული ხართ, დაჯავშნისას მოგვწერეთ და ყველა დეტალსა და ფასს მოგაწვდით. გელოდებით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში!

ქირავდება დღიურად მეტროსთან

ქირავდება დღიურად პეკინის 17 ახალი გარემონტებული ბინა, ბინას უტარდება დეზინფექცია. დაგხვდებათ ერთჯერადი მოხმარების საგნები, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, მაგთის ტელევიზია, wifi, ყავა, ჩაი, სრული კომფორტით.

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება კეთილმოწყობილი, სუფთა და კომფორტული ბინა. აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. მდებარეობს მშვიდ და მოსახერხებელ ადგილას, ახლოს ტრანსპორტთან, მაღაზიებსა და სხვა საჭირო ობიექტებთან. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ისანში

ქირავდება ბინა დღიურად, ისანში, ნავთლუღის ქუჩის 10ა ნომერში, ისანი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალაშენებული კორპუსის მე-6 სართულზე. ბინა არის მყუდრო, მზიანი და მშვიდი, ქალაქის ხედით. 46 კვადრატი. აღჭურვილია ყველა საჭირო აუცილებელი ნივთით.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა დიღმის მასივში

ქირავდება დღიურად ბინა ,,ბლოქსის'' ახალაშენებულ კირპუსში, მაღალი ხარისხის რემონტით, იდეალური ხედით და საუკეთესო ლოკაციით, ყველა საჭირო ინვენტარით და საყოფაცხივრებო ნივთებით. ვარ მესაკუთრე.

ბინის ქირაობა დღიურად თბილისში

 ბინის ქირაობა დღიურად თბილისში სულ უფრო ხშირად ხდება იმ ადამიანების არჩევანი, ვინც დედაქალაქში ჩამოდის მოკლე ვადით და სურს იცხოვროს კომფორტულ, დამოუკიდებელ გარემოში. ასეთი ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია საქმიანი ვიზიტებისთვის, ღონისძიებებზე დასასწრებად ან ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოსული სტუმრებისთვის. განსხვავებით სასტუმროსგან, ბინა გაძლევთ პირად სივრცეს, სრულ სამზარეულოსა და ცხოვრების უფრო თავისუფალ რიტმს.
 თბილისში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლის პოვნა — იქნება ეს მყუდრო ბინა ავლაბარში, თანამედროვე აპარტამენტი ვაკეში თუ ხელმისაწვდომი ვარიანტი გლდანსა და ვარკეთილში. ბევრისთვის სწორედ ლოკაცია განსაზღვრავს არჩევანს, რადგან ქალაქის უბნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება ატმოსფეროთი და ტემპით.
 დღეს ბინები დღიურად თბილისი სთავაზობს ფართო არჩევანს როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს, ვისაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდება. რაც მთავარია, ბინები გაქირავება თბილისში დღიურად ნიშნავს მოქნილ პირობებსა და ფასებს, რაც ადვილად ერგება სხვადასხვა ბიუჯეტს.
 საბოლოოდ, ბინის ქირაობა დღიურად თბილისში არის პრაქტიკული გზა, რათა ქალაქში ყოფნა იყოს უფრო კომფორტული, თავისუფალი და ახლოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში

ბინა მდებარეობს იდეალურ ადგილას გლდანში, სტუმარს ყველა პირობა აქვს შექმნილი მაქსიმალური კომფორტისთვის. ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, არის საკმაოდ კომფორტული აპარტამენტი ტერასით და პანორამული ხედებით.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა დღიურად პეკინი-ბულაჩაურის კვეთაზე, ინდივიდუალური შესასვლელით სადარბაზოს გაუვლელად, ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, ყველა საჭირო ჭურჭელი) კომფორტული გარემოთი (მაგთითვ, Wi-Fi, კონდენციონერი) და იდეალური სისუფთავით (ბინა ლაგდება ყოველდღიურად, სველი წესით, კეთდება დეზინფექცია, რბილი ავეჯი ინტენსიურად გაიწმინდება ორთქლით. სტუმრებს ვთავაზობთ ერთჯერადი მოხმარების პერსონალურ ჰიგიენურ ნივთებს. ასევე პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ჩაი და ყავა (სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია კვების ორგანიზებაც) კონფიდიციალურობა დაცულია.

დღიურად სახლი საბურთალოს რაიონში

თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა ! ქირავდება დღიურად აგარაკი მუხათგვერდში შიდა აუზით, 3 საძინებლით! დიდი 250 კვ.მ საცეკვაო დარბაზით. სახლში არის აუდიო სისტემა განათებები. არ არის ხმაურზე შეზღუდვა. ჩვენთან შეგეძლებათ მაქსიმალურად გაერთოდ და დაგრჩეთ ტკბილი მოგონებები. დასაჯავშვნად დაგვიკავშირდით ფასი ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარეობს. პარასკევი შაბათი კვირა განსხვავებული ფასებია. ვარ მეპატრონე.

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა ნუცუბიძის ფერდობზე

ახალ კორპუსში, ახალი გარემონტებული, 2 საძინებლით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, იქვე სუპერმარკეტების ქსელი-ნიკორა, ევროპროდუქტი, სპარი, სუფთა სახლი, აფთიაქი, საცხობი, სკვერი ბავშვებისთვის, პარკინგი კორპუსის ქვეშ, ახლოს არის ლისის ტბასთან.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება დღიურად 2-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში (მოდულის გვერდიდ), ულტრა თანამედროვე რემონტით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით, silk TV, ყველანაირი თანამედროვე ტექნიკით, არის იდეალური სისუფთავე. ფართი -50 მ²

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ბინა საბურთალოზე მეტროსთან ახლოს, კორპუსის იზოლირებული. საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, თეთრეულით, საჭირო რაოდენობის ჭურჭლით.

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა დიღმის მასივში

ქირავდება ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტის ბინა დღიურად, 36 კვ.მ ფართობით. ბინა მდებარეობს 22-სართულიანი კორპუსის მე-12 სართულზე და გამოირჩევა თანამედროვე გარემოთი. ერთ ოთახში განთავსებულია საძინებელი და მისაღები სივრცე, რაც იდეალურია კომფორტული დასვენებისთვის. ბინას აქვს ერთი აივანი, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები. ახალი გარემო და სისუფთავე ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ სიმშვიდე და განიტვირთოთ ყოველდღიური რუტინისგან. ბინა გათვლილია მოკლევადიან დასვენებაზე და უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას სასიამოვნო დროის გასატარებლად.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ისანში

ქირავდება არქი ისანი ბ ბლოკში 17 სართულზე ახალი გარემონტებული ბინა, ყველა ავეჯით და ტექნიკით, თეთრეული, პირსახოცები, ჭურჭელი, ერთჯერადი ჰიგიენური ნივთები, ძალიან სუფთა და მოწესრიგებული.

ქირავდება ბინა დღიურად პეკინზე, მეტროსთან

ქირავდება ბინა დღიურად პეკინზე, ევრორემონტით. დღის საათებში ფასი 30-40ლარი. კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით, პლაზმური თელევიზორით, ინტერნეტით/ტელევიზიით Wifi. ბინაში არის სამეული ჟურნალების მაგიდა და ორ-ადგილიანი საწოლი, სამზარეულო არის იზოლირებული მისაღები ოთახისგან და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთით აღჭურვილი. ბინას აქვს აივანი და აბაზანა ესპანურ კაფელ-მეთლახში.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ვაკეში

ქირავდება დღიურად: ​მდებარეობა: ვაკის პარკის მიმდებარედ, წყნარ და პრესტიჟულ გარემოში. ​ მდგომარეობა: ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი და სუფთა. ​ კომფორტი: ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით. ​ სიმყუდროვე: დაგხვდებათ ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და სრული კომფორტი. ​ ლოკაცია: საუკეთესო ადგილი დასასვენებლად, პარკთან და ქალაქის აქტიურ წერტილებთან ახლოს.

ქირავდება ბინა დღიურად

ქირავდება ბინა დღიურად და საათობრივად, ისთ ფოინთთან, აბაშვილზე, მყუდრო და კომფორტული, ყველაფრით. ფასი: დღის საათები - 50 ლარი, საღამოდან დილამდე - 60 ლარი, 24 საათი - 70 ლარი.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ახალაშენებულ კორპუსში ქირავდება ოროთახიანი ბინა სრული კომფორტით. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, დაცულია ჰიგიენური ნორმები. ფასი: 30ლ

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება დღიურად ბინა ვაჟა-ფშაველაზე, არის იდეალური, სუფთა თეთრეული და პირსახოცები. მეტრო უნივერსიტეტთან 100 მეტრში. მაღაზია ნიკორას მიმდებარედ. სრულად კეთილმოწყობილია საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ლამაზი ხედით. მყუდრო გარემო.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება დღიურად ახალი გარემონტებული, კეთილმოწყობილი ბინა პეკინის N13-ში, ბინა არის 2 ოთახიანი + ლოჯიით. არ ქირავდება წვეულებისთვის! ფასი დროის მიხედვით 40 ლარიდან 130-მდე.

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება დღიურად პეკინზე, მოწესრიგებული ბინა 2 ადამიანზე, გათვლილი, ყველა საჭირო ავეჯით და ინვენტარით, კონდიციონერით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, პლაზმური ტელევიზორით, ტელევიზიით, wifi, ცხელი და ცივი წყლით, ახალი თეთრეულით და პირსახოცებით.

ქირავდება ბინა დღიურად საბურთალოზე

ქირავდება კეთილმოწყობილი ბინები ვაჟა-ფშაველას მეტროდან 3წთ მანძილზე, მოდულის წინ, 1-2 ოთახიანები. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, პირსახოცები და თეთრეული მუშავდება თერმულად, არის კონდენციონერი. Wifi, იდეალური სისუფთავე. დღე-ღამის ფასი 80 ლარი. მთელი დღე 40 ლარი. ღამე 60 ლარი.

ახალაშენებული ბინის ქირაობა დღიურად, საბურთალოზე

Orexus tower. სპორტის სასახლესთან ქირავდება ახალი გარემონტებული ბინა დღიურად და საათობრივად. ფასი 30 ლარიდან 150 ლარამდე. ბინაში არის პირველადი მოხმარების ნივთები: ჭურჭელი, ჰიგიენური საშუალებები... სისუფსავე ყველანაირად დაცულია! ბინაში არის კონდენციონერი. შესაძლებელია წვეულებისთვის გაქირავება: 150ლარი 24 საათი.

ქირავდება დღიურად ახალი აშენებული ბინა საბურთალოზე

ქირავდება ბინა ალ ყაზბეგის 25 ნომერში, მ2ის კორპუსში, იდეალური სისუფთავით, საათობრივად და ასევე დღიურად. დღის ფასები 50–70 ლარი, საღამოდან დილამდე 80—90, 24 საათი 120 ლარი.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

პრემიუმ კლასის ბინა დღიურად – ჟიული შარტავას 37 თუ ეძებთ სუფთა, მყუდრო და მშვიდ სივრცეს თბილისში, სადაც თავს იგრძნობთ როგორც სახლში, ეს ბინა სწორედ თქვენთვისაა. იდეალური ლოკაცია – ჟიული შარტავას 37, აგურიან კორპუსში. კორპუსიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში დაგხვდებათ SPAR, ნიკორა, სუფთა სახლი, PSP, ავტობუსის გაჩერება, ხოლო მეტრომდე მხოლოდ 2 გაჩერებაა. ირგვლივ მდებარეობს კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები და შოპინგ სივრცეები – ფაქტობრივად ყველაფერი, რაც კომფორტული დასვენებისა და ყოველდღიური საჭიროებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ბინა არის სასტუმროს სტანდარტით მომზადებული – იდეალურად სუფთა, მოწესრიგებული და სრულად აღჭურვილი თქვენი კომფორტისთვის. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ: სუფთა თეთრეული რბილი პირსახოცები ერთჯერადი ჩუსტები შამპუნი, შხაპის გელი და საპონი კბილის პასტა და პირადი ჰიგიენის აუცილებელი ნივთები სრულად აღჭურვილი სამზარეულო სწრაფი Wi-Fi კონდიციონერი და ყველა საჭირო ტექნიკა აივნიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისზე, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის როგორც დილის ყავისთვის, ისე საღამოს დასვენებისთვის. ეს არის მშვიდი, უსაფრთხო და მყუდრო გარემო, სადაც შეძლებთ სრულფასოვან დასვენებას, მუშაობას ან უბრალოდ ქალაქის ხმაურისგან განტვირთვას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სისუფთავე, კომფორტი, საუკეთესო ლოკაცია და სტუმარზე ზრუნვა, ეს ბინა ნამდვილად გაგიმართლებთ მოლოდინს. დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი თარიღები.

სახლის ქირაობა დღიურად კრწანისის რაიონში

წვეულებებზე ქირავდება 3 სართულიანი მყუდრო სახლი. სივრცე, ხარისხიანი მძლავრი დინამიკებით, განათებებით, გაგრილების აგრეგატებით... 3 საძინებელი, დიდი ტერასა და დიდი საცეკვაო დარბაზი. ულამაზესი ხედით მტკვარზე. 4 სააბაზანო ოთახით და 2 სამზარეულო, საცეკვაო სივრცის გვერდზე იზოლირები ფურᲨეტის სივრცე. Wi-Fi, სამზარეულოს ინვენტარი, მაყალი, შამფური, 2 მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, 40 ცალი სკამი და მაგიდები, გადასაფარებლები, ინვენტარი, პლედები, პუნშის ჯამები. მტკვრის პირას. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები არ იზღუდება. მის: თბილისი! ორთაჭალის ავტობანიდან 3 წთ-ში. იდეალური ლოკაცია. ირგვლივ მარკეტები და ტრანსპორტიც დადის. Dj სპეც მაგიდა დაგხვდებათ. ფასში შედის 1ც დინამიკი 1000w ბლუთუზისა და ფლეშკის ფუნქციით, ულამაზესი კლუბური განათებები, ნეონი, რკინის კონსტრუქცია 2×2 მ ბუშტების დიზაინისთვის. დამატებითი აპარატურა: 2 დინამიკი, ბასავიკი 2 kw ხმის სიმძლავრით, მიქშერი + 150ლ, Pioneer DDJ RB +50 ლ. კვამლის აპარატი +50 ლ. ვარ მესაკუთრე. შაბათი დღე 700ლ. 14 მაისიდან ფასი იცვლება.

ქირავდება დღიურად

ქირავდება დღიურად ახალი გარემონტებული ლამაზი და კომფორტული ბინა მეტროსთან. Wi-Fi, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ისანში

ქირავდება ახალი აშენებული, ნათელი და მყუდრო 2-ოთახიანი ბინა 55 კვ.მ ფართობით, მდებარეობს 12-სართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე. ბინაში არის ერთი საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი და თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სამზარეულო 15 კვ.მ ფართობით. ბინაში დაგხვდებათ მყუდრო საძინებელი, ხის იატაკი, დიდი ფანჯრები და აივანი, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ასევე არის სარეცხი ოთახი, სველი წერტილი და ტელევიზორი. ბინა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კომფორტული და მშვიდი გარემო. თანამედროვე დიზაინი და ახალი მდგომარეობა ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ბინა დღიურად თბილისში, საბურთალოზე! 2-ოთახიანი, სუფთა, კომფორტული და სრულად კეთილმოწყობილი ბინა. იდეალური მდებარეობა საბურთალოზე. ფასი: 100 ლარი. ხელმისაწვდომია: Telegram, WhatsApp, Viber. დაგვიკავშირდით დაჯავშნისთვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა მთაწმინდაზე

ქირავდება ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტის ბინა დღიურად, რომელიც მდებარეობს 11-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე. ბინის საერთო ფართობი შეადგენს 45 კვ.მ-ს და მოიცავს 2 ოთახს, მათ შორის 1 საძინებელს. ბინა გამოირჩევა თანამედროვე მდგომარეობით და იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმყუდროვესა და კომფორტს. სივრცე ნათელია და კარგად ორგანიზებული, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენებისა და განტვირთვისთვის. ბინაში არ არის აივანი, რაც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდესა და კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ნაძალადევში

ქირავდება ბინა დღიურად კიკვიძის პარკთან — დიდუბეში დღე-ღამე 99 ლარი შესვლა — 15:00 გამოსვლა — 11:00 ქირავდება კომფორტული ბინა დღიურად თბილისში, კიკვიძის პარკის ულამაზესი ხედით. ბინა მდებარეობს დიდუბეში, ალფა კომპლექსში, „შენი სახლი კიკვიძე“-ს გვერდით. ფანჯრიდან იშლება პარკის მწვანე ხედი, ხოლო სადარბაზოდან პირდაპირ კიკვიძის პარკში გადიხართ. ბინა ქირავდება დღიურად — დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ ბინის დეტალები (ბინა დღიურად): • 1 ორადგილიანი საწოლი • დივანი 2 ადამიანზე მაქსიმუმ 4 ადამიანი • სრულად აღჭურვილი, კომფორტული ბინა დღიურად ოჯახებისთვისაც შესაფერისი ადგილმდებარეობა — დიდუბე: • „მაკდონალდსი“ — 200 მ • „აუგუსტი“ — 300 მ • „მადარტი“ — 300 მ • „კარფური“ — 200 მ • მეტრო „დიდუბე“ — 900 მ ჩასვლა — 15:00 გამოსვლა — 11:00 ?— დაჯავშნა ხდება მხოლოდ წინასწარ. რემდენიმე საათით არ ქირავდება

ქირავდება დღიურად ახალი აშენებული ბინა საბურთალოზე

"დრიმ თაუნში" ქირავდება ბინა დღიურად. ქავთარაძის ქუჩაზე, "გუდვილთან", დრიმ თაუნის (dream town) კორპუსში. ფასები: დღის საათები - 50 ლარი, ღამე - 70 ლარი, 24 სთ - 90 ლარი.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა სოლოლაკში

ქირავდება ბინა დღიურად სოლოლაკში ძველი თბილისი. მყუდრო და კომფორტული გარემო. ბინაში დაგხვდებათ სისუფთავე და ჰიგიენა. 2 წუთის სავალზეა ლესელიძის ქუჩა შარდენი გოგირდების აბანო ტურისტული ზონა

ბინა დღიურად ვარკეთილში

ქირავდება ბინა დღიურად ვარკეთილში, ახალი ჰუალინგი, კუპრაძის 74. არის 2 ოთახიანი, ყველა საჭირო ინვენტარით.

ქირავდება ბინა დღიურად პეკინზე

პეკინის გამზირზე ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ახალი გარემონტებული, კომფორტული, მყუდრო და სუფთა ბინა ახალ კორპუსში! საუკეთესო პირობებით, იდეალური სისუფთავე, გათბობა, პლაზმური ტელევიზორი, ინტერნეტი Wi-Fi. ერთი ღამის ფასი 60/70 ლარი, საათობრივად 4-სთ 30 ლარი.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში

ქირავდება დღიურად ბინა მ. „ახმეტელთან“ სრული კომფორტით, ყველა საჭირო ტექნიკით: სამზარეულოს ინვენტარით ( ჰიგიენური ერთჯერადი მოხმარების საშუალებები). კომუნიკაცია საკაბელო ტელევიზია მისაღებში + საძინებელში Tv- wifi -youtube. ცენტრ გათბობა (ცხელი-ცივი წყალი), კონდიციონერი. საპარკინგე ადგილი. არ ქირავდება წვეულებისთვის.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში

ქირავდება დღიურად, ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. დაცულია ჰიგიენური ნორმები. ცენტრალური გათბობა (ცივი-ცხელი წყალი) wifi-TV-აპლიკაცია. გათვალისწინებულია მხოლოდ 2 სტუმარზე.

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა გლდანში

ქირავდება დღიურად ბინა, სრული კომფორტით. დაცულია ყველა ჰიგიენური ნორმა. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით: სამზარეულოს ინვენტარით, კომუნიკაციით (wifi-tv-youtube). მხოლოდ ორ სტუმარზე.

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა ორთაჭალაში

ქირავდება გორგასალზე ბინა ტურისტოლ ზონაში, მეორე სართულზე. კონდინციონერით სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ და არ გამომეხმაუროთ. პირველ სართულზე მდებარეობს 24 საათიანი მაღაზია “სპარი” ბანკი. საკონდიტრო, კაფე.

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა ჩუღურეთში

ქირავდება არასტანდარტული პროექტის ბინა დღიურად, 75 კვ.მ ფართობით. ბინა მდებარეობს 5-სართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე და შედგება 3 ოთახისგან, რომელთაგან 2 არის საძინებელი. სამზარეულო ფართოა და 15 კვ.მ-ს მოიცავს, რაც კომფორტული გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა. ბინას აქვს ერთი აივანი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მშვიდი საღამოებით. ძველი აშენებული კორპუსი მყუდრო გარემოს ქმნის და განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს სიმშვიდე და ოჯახური ატმოსფერო. ბინა არ არის ბოლო სართულზე, რაც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.

ქირავდება ბინა დღიურად ვარკეთილში

ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა ვარკეთილში, ჰუალინგში, დღიურად, საათობრივად. ბინაში დაგხვდებათ ყველა საჭირო პირადი ჰიგიენის საშუალებები, სრული კომფორტი...

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება ახალი აშენებული, არასტანდარტული პროექტის ბინა დღიურად, 51 კვ.მ ფართობით. ბინა მდებარეობს 12-სართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე და შედგება 2 ოთახისგან, რომელთაგან ერთი საძინებელია. ბინას აქვს ერთი აივანი, საიდანაც იშლება ქალაქის ხედები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი გარემო უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს. ბინა მდებარეობს ზუსტად სითი მოლის გვერდით.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა გლდანში

ქირავდება დღიურად ბინა, ცენტრალური გათბობით, ავეჯით, ცხელი წყლით, ტელევიზორით. არის ნათელი ბინა, გვაქვს 2 ლიფტი, რომლებიც შეუწყვეტლივ მუშაობს. პარკინგის ადგილი ნებისმიერ ადგილზე.

ქირავდება ბინა დღიურად

ქირავდება დღიურად ბუდაპეშტის ქუჩაზე, მეტროსთან ახლოს, მყუდრო, სუფთა და კომფორტული ბინა, არის უმაღლესი დონის სისუფთავე და აბსოლუტურად ყველაფერი უახლესი. ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით, ვაი-ფაი ინტერნეტით, ტელევიზიით,ელექტროღუმელი,გაზქურა, უთო, ფენი, მიკროტალღური ფეჩი. სუფთა თეთრეულით და პირსახოცებით, ყველანაირი ტექნიკით და ინვენტარით. ბინა გათვლილია 3 ან 4 ადამიანზე. მის: ბუდაპეშტის ქუჩა N5

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა ისანში

ქირავდება ახალი აშენებული ბინა დღიურად, რომელიც მდებარეობს 11-სართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე. ბინის საერთო ფართობი შეადგენს 70 კვ.მ-ს და მოიცავს 3 ოთახს, მათ შორის 2 საძინებელსა და 30 კვ.მ ფართობის სამზარეულოს. ბინას აქვს ერთი აივანი, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები. თანამედროვე დაგეგმარება და ახალი მდგომარეობა ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს დასვენებისთვის. ბინა იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდესა და ახალ გარემოს.

ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე

ქირავდება საბურთალოზე, პეკინის ქ-ზე გარემონტებული კორპუსის იზოლირებული ბინა. სრული კომფორტით. ცენტრალური გათბობით, ავეჯით, ტექნიკით: სარეცხი მანქანა, გაზქურა, კონდიციონერი, ტელევიზორი, ჭურჭელი, თეთრეული, პირსახოცები. WiFi, კავკასუს TV. ფასი განისაზღვრება დროის მიხედვით. იდეალური სისუფთავე, არ ქირავდება წვეულებისთვის. ვარ მეპატრონე. სავალდებულოა იქონიოთ პირადობა.

ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი ბინა დიდუბეში

დღიურად ქირავდება კომფორტული 2 საძინებლიანი ბინა წერეთლის პროსპექტზე სუფთა, მყუდრო და კეთილმოწყობილი ბინა საუკეთესო ლოკაციაზე. იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ისე მეგობრებისთვის. წერეთლის პროსპექტი, მეტრო წერეთელი ფეხით დაახლოებით 10 წუთში ,2 საძინებელი ,სწრაფი Wi-Fi, კონდიციონერი , სრულად აღჭურვილი სამზარეულო , ცხელი წყალი 24/7, სუფთა თეთრეული და პირსახოცები.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ისანში

თანამედროვე და მყუდრო აპარტამენტი, რომელიც შექმნილია კომფორტული და სასიამოვნო სტუმრობისთვის. აღჭურვილია სრულად მოწყობილი სამზარეულოთი, უფასო Wi-Fi-ით, კონდიციონერით და მყუდრო საცხოვრებელი სივრცით. მდებარეობს მოსახერხებელ ადგილას, სადაც მარტივად მისადგომია მაღაზიები, რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იდეალურია როგორც საქმიანი, ასევე დასასვენებელი მოგზაურებისთვის.

ქირავდება დღიურად ჯაკუზიანი ბინა

ქირავდება დღიურად და საათობრივად ლუქს კლასის ბინა ორი საძინებლით, მშვიდ და კომფორტულ ლოკაციაზე — დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა. ბინა შესრულებულია მაღალი სტანდარტების თანამედროვე რემონტით და გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით. განსაკუთრებულ რელაქსსა და სიამოვნებას უზრუნველყოფს მასაჟის ფუნქციებით აღჭურვილი ჯაკუზი, რომელიც ქმნის სრულყოფილ დასვენების ატმოსფეროს. ბინა სრულად არის აღჭურვილი ხარისხიანი ავეჯითა და ტექნიკით.

ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ისანში

ქირავდება ბინა ჯაკუზით დღიურად ისანში,კარფურის მიმდებარედ,"არქის" კორპუსში. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჯაკუზი ტელევიზორი კონდიციონერი-მისაღებში და საძინებელში ჰიგიენის საშუალებები ბინა ქირავდება მხოლოდ 2 პერაონაზე.

მომხმარებლის შეფასებები

ცხოვრება თბილისში რამდენიმე დღით — რატომ ირჩევენ ბინებს დღიურად?

 თბილისი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი — ის გახდა ქალაქი, სადაც ყოველდღიურად ჩამოდის ათასობით ადამიანი სამუშაოდ, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან უბრალოდ რამდენიმე დღით დასასვენებლად. ასეთ რეალობაში ბინის დროებით ქირაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ბინის დღიური ქირაობა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არჩევანად იქცა, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
დღიური გაქირავების მთავარი უპირატესობა თავისუფლებაა. როდესაც ბინას ქირაობთ დღიურად, არ ხართ დამოკიდებული სასტუმროს წესებზე, მიღება-გაცილების საათებზე ან ერთ ოთახში შეზღუდულ სივრცეზე. შეგიძლიათ თავად მართოთ თქვენი დრო, მოამზადოთ საკვები, იმუშაოთ ან დაისვენოთ ისე, როგორც საკუთარ სახლში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თბილისში ჩამოდის საქმიანი ვიზიტით ან ოჯახთან ერთად.

 თბილისი ამ მხრივ ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ვაკეში და საბურთალოზე ხშირად ირჩევენ თანამედროვე აპარტამენტებს მათ, ვისაც სურს კომფორტი და ქალაქის აქტიურ ცხოვრებასთან სიახლოვე. ამ უბნებში ბინის დღიური ქირა საშუალოდ უფრო მაღალია, თუმცა ინფრასტრუქტურა, კაფეები და სავაჭრო ცენტრები ამ ფასს ამართლებს. შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტები ხშირად გვხვდება გლდანში, ვარკეთილში ან დიღმის მასივში, სადაც შესაძლებელია იპოვოთ მყუდრო და სრულად აღჭურვილი ბინები უფრო დაბალ ფასად.

 ძველი თბილისის უბნები, როგორიცაა ავლაბარი და ორთაჭალა, იზიდავს მათ, ვისაც სურს ისტორიული გარემოსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვის კომბინაცია. აქ ბინები ხშირად პატარაა, მაგრამ ატმოსფერო უნიკალურია, რაც ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. დიდუბე და წერეთლის მიმდებარე ზონები კი პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვინც ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან სწრაფ კავშირს აფასებს.

 ფასების კუთხით თბილისში დღიური გაქირავება საკმაოდ მოქნილია. რამდენიმე წლის წინ შესაძლებელი იყო ბინის პოვნა 10 ან 15 ლარად, თუმცა ბაზრის ზრდასთან და მოთხოვნის მატებასთან ერთად ფასები შეიცვალა. დღეს რეალისტურია იპოვოთ ბინები დღიურად დაახლოებით 20 – 30 ლარიდან, ხოლო უფრო კომფორტული და ცენტრალურ უბნებში მდებარე აპარტამენტები ხშირად 40–50 ლარიდან იწყება. პრემიუმ სეგმენტში ფასები კიდევ უფრო მაღალია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე.

 მიუხედავად ამისა, ბაზარი კვლავ სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სხვადასხვა ბიუჯეტისთვის. სტუდენტები, საქმიანი ვიზიტორები და ოჯახები ხშირად პოულობენ მათთვის შესაფერის ვარიანტებს, რადგან დღიური ქირაობა საშუალებას იძლევა გადაიხადოთ მხოლოდ იმ დღეებისთვის, რაც რეალურად გჭირდებათ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც არ სურს ბინის ქირაობა თვიურად და გრძელვადიანი ვალდებულებების აღება.
დღიური ქირაობის კიდევ ერთი უპირატესობა ლოკაციის თავისუფალი არჩევანია. დღეს შეგიძლიათ იცხოვროთ ქალაქის ცენტრში ერთ დღეს, ხოლო შემდეგ ჯერზე აირჩიოთ უფრო მშვიდი უბანი გარეუბანში. ასეთი მოქნილობა რთულად წარმოსადგენია ტრადიციული ქირაობის ფორმატში. 

 საბოლოოდ, ბინის დღიური ქირაობა თბილისში გახდა ცხოვრების თანამედროვე სტილის ნაწილი. ის აერთიანებს კომფორტს, თავისუფლებას და ფინანსურ მოქნილობას, რაც ქალაქში ყოფნას ბევრად უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. მიუხედავად იმისა, ჩამოდიხართ ერთი დღით თუ რამდენიმე კვირით, სწორად შერჩეული ბინა საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ თბილისის ნამდვილ მცხოვრებლად და ქალაქი არა მხოლოდ ნახოთ, არამედ მართლაც იგრძნოთ.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რას გულისხმობს ბინის დღიური ქირაობა თბილისში?

ბინის დღიური ქირაობა თბილისში ნიშნავს საცხოვრებლის დაქირავებას მოკლე ვადით — ერთი ან რამდენიმე დღით. ეს ფორმატი საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ დამოუკიდებლად და თავისუფლად, განსხვავებით გრძელვადიანი,  თვიური გაქირავების მოდელისგან.

​შესაძლებელია თუ არა ბინების დღიურად პოვნა სხვა ქალაქებშიც?

დიახ, ბინები დღიურად ხელმისაწვდომია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით პოპულარულია ბათუმი ზღვის სეზონზე და ქუთაისი ტურისტული მარშრუტების გამო.

​როგორ იცვლება ფასები ბინებზე დღიურად?

ფასები დამოკიდებულია ქალაქზე, უბანზე და სეზონზე. მაგალითად, თბილისში უფრო ცენტრალურ უბნებში ფასები მაღალია, ხოლო რეგიონებში შესაძლებელია ბინები დღიურად იაფად იპოვოთ, განსაკუთრებით სეზონის გარეთ.

​რა უპირატესობა აქვს ბინების ქირაობას დღიურად?

ბინები ქირით დღიურად გაძლევთ მეტ სივრცეს, თავისუფლებას და მოქნილობას. თქვენ იხდით მხოლოდ იმ დღეებისთვის, როცა ბინა გჭირდებათ და არ იღებთ გრძელვადიან ვალდებულებას.

​ვისთვის არის ეს ფორმატი ყველაზე ხელსაყრელი?

ბინები დღიურად იდეალურია ტურისტებისთვის, საქმიანი ვიზიტორებისთვის და მათთვის, ვინც დროებით ცხოვრობს სხვა ქალაქში, მაგალითად ბათუმში ან ქუთაისში და არ სურს ბინის ქირაობა თვიურად.