განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სანტექნიკი - santeqniki

არსებობს მთელი რიგი სიტუაციები, როდესაც სანტექნიკი-santeqniki აუცილებლად უნდა გამოიძახოთ, მაგალითად:
  • ბინაში არ არის წყლის მილების დაქსელვა გაკეთებული (ძირითადად ახალ შენობებს ეხება);
  • საჭიროა ძველი ამორტიზებული მილების შეცვლა, ან შეკეთება;
  • მილსადენის მონაკვეთზე წყალი ჟონავს;
  • წყლის მიწოდების სისტემაში ბლოკირება გამოვლინდა;
  • საჭიროა სანტექნიკის მოწყობილობების შეცვლა: აბაზანა, უნიტაზი, ნიჟარა;
უამრავი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა შეუძლებელია. გამოცდილი სპეციალისტი სამუშაოს ბევრად სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. 
სანტექნიკის მუშაობის სპექტრი საკმაოდ ფართოა. იგი მოიცავს ყველა მოწყობილობის მოვლას, რომელშიც წყალი გადის. საერთო ჯამში რამოდენიმე სახის სანტექნიკური სერვისი არსებობს:
  • ტუალეტების, ნიჟარების, აბაზანების, საშხაპე კაბინების, ონკანების, მონტაჟი/შეკეთება;
  • წყლის გამაცხელებლის, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება;
  • ცხელი და ცივი წყლის ნაკადის კონტროლისთვის განკუთვნილი მოწყობილობების დაყენება;
  • მილების გაყვანა/დაქსელვა;
წყალგაყვანილობის სისტემები ყველა საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა განახორციელოს სამუშაოები. დილეტანტური მიდგომა მომავალში გაზრდის თქვენს ხარჯებს და დამატებით დისკომფორტს შეგიქმნით. 
სანტექნიკი გამოძახებით თბილისში ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ დაიქირავოთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს, წაიკითხოთ რეალური შეფასებები და ოსტატს სერვისის პირობებზე შეუთანხმდეთ. 
სანტექნიკის ფასები ფიქსირებული არ არის, გასაუბრების შემდეგ მოხდება ფასის დაანგარიშება. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკოსი

- ონკანების შეცვლა / დაყენება; - აბაზანის მონტაჟი; - ტრაპეზის შეცვლა; - სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულება; დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

დავით
შეფასება 4.6 , 9 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკი გამოძახებით 24/7

ვასრულებთ ყველა ტიპის სანტექნიკურ მომსახურეობას: 1. უნიტაზის მონტაჟი / დემონტაჟი; 2. ნიჟარის დემონტაჟი / მონტაჟი; 3. ონკანის და ვინტილის შეცვლა; 4. ცხელი და ცივი წყლის გაყვანილობა; 5. მთავარი საკანალიზაციო მილის "სტაიაკის" გამოცვლა და ასე შემდეგ... საქმეს ვასრულებთ სუფთად, სწრაფად და ხარიეხიანად.

მამუკა
შეფასება 3.7 , 3 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკოსი

გამარჯობა, ვასრულებ ყველა სახის სანტექნიკურ სამუშაოებს, კერძოდ: - უნიტაზის და ხელსაბანის მონტაჟი/დემონტაჟი (შეკეთება); - ონკანის და სააბაზანოს მოწყობილობის მონტაჟი/დემონტაჟი (შეკეთება); - წყლის მილების აღდგენა, დაქსელვა, მრიცხველის მონტაჟი;

გიორგი
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკი გამოძახებით

ვარ გამოცდილი სანტექნიკოსი 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ვასრულებ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს.

ანდრო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკური სამუშაოები

გთავაზობთ სტაიაკების შეცვლას, წყლის გაყვანილობის მონტაჟს, მილების, გამოცვლა-შეკეთება, დაზიანებული მილების აღდგენა; ნიჟარების, უნიტაზისა და ონკანის დემონტაჟ-მონტაჟი. ვაკეთებ ნებისმიერი წყალთან დაკავშირებულ პრობლემას. დაზიანებული მილის აგდგენა და პლასტმასზე გადაყვანა. დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

თამაზი
შეფასება 5.0 , 41 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სერთიფიცირებული სანტექნიკი

მოგემსახურებათ გამოცდილი და სერთიფიცირებული სანტექნიკი გარანტიით. დეტალებზე მოსალაპარაკებლად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გიორგი
შეფასება 4.7 , 12 შეფასება
1 სერტიფიკატი,
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სანტექნიკოსის მომსახურება

ვაკეთებ ყველაფერს, რაც სანტექნიკას ეხება. მოგემსახურებით გამოძახებით თბილისის მაშტაბით სწრაფად და ხარისხიანად. ფასი შეთანხმებით.

ლერი
სერვის + შეფასება 4.7 , 21 შეფასება
პრო

სანტექნიკი გამოძახებით

ვაკეთებთ შემდეგ სამუშაოებს: • გაყვანილობის მონტაჟი/დემონტაჟი; • ონკანის შეცვლა/შეკეთება; • უნიტაზის მონტაჟი; • უნიტაზის მექანიზმის შეცვლა/შეკეთება; • აბაზანის მონტაჟი; • სიფონის მონტაჟი/დემონტაჟი; • ცენტრალური საკეტის ("ვენტილი") მონტაჟი/ დემონტაჟი; • ტრაპის მონტაჟი (თავისი გაყვანილობით); • ხელსაბანის (ნიჟარის) მონტაჟი;

ოჯახის სანტექნიკი

ოჯახის სანტექნიკი არის სპეციალისტი, რომელიც ამონტაჟებს და არემონტებს წყალგაყვანილობის სისტემებს. ხშირად ადამიანები მას მიმართავენ გაჟონვის აღმოსაფხვრელად და გაჭედილი მილის გასაწმენდად. ასევე შემრევების, ონკანების, რადიატორებისა და სხვა მოწყობილობების დასამონტაჟებლად. 
სანტექნიკოსები ნებისმიერი ტიპის მრავალბინიან სახლებს ემსახურებიან. მათ შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა სერვისის მიღების მიზნით:
  • ძველი სანტექნიკის დემონტაჟი;
  • გაუმართავი მოწყობილობების შეკეთება;
  • ახალი სანტექნიკის დამონტაჟება კომუნალურ ქსელებთან მიერთებით;
  • წყალგაყვანილობის სისტემის დამონტაჟება;
სპეციალისტი დიაგნოსტიკის ეტაპზე დაგეხმარებათ გაიგოთ არსებული სიტუაციის მიზეზები და სწრაფად მოაგვაროთ სანტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა. სანტექნიკმა კარგად იცის როგორ მუშაობს წყალგაყვანილობის სისტემა ნებისმიერი ტიპის შენობებში (კერძო სახლი, აგარაკი, ოფისი თუ ბინა). სამუშაოს ღირებულების დასადგენად გამოძახებული სპეციალისტი ადგენს პრობლემის მიზეზს და მისი მოგვარების საუკეთესო გზას. სერვისის ფასი დამოკიდებულია:
  • სამუშაოს სირთულესა და მოცულობაზე;
  • სახარჯო მასალების ფასზე;
  • დაზიანების ტიპზე;
  • მომსახურების სახეობაზე (მონტაჟი, დემონტაჟი, ნაწილის შეცვლა/შეკეთება);
  • სანტექნიკის მოწყობილობების მოდელი;
სპეციალისტის გამოძახების რამოდენიმე უპირატესობა არსებობს:
  • სანტექნიკი ონკანის დაყენებას სწორად შეძლებს (დამაგრების ტიპის და მუშაობის პრინციპის მიუხედავად);
  • სწრაფად დააკავშირებს სარეცხ მანქანას წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემასთან;
  • გაგიწევთ რეკომენდაციას შესაძენი მასალების შესახებ, ასევე სარეცხი მანქანის დამონტაჟების უკეთეს ვარიანტებს შემოგთავაზებთ;
სანტექნიკის 24 საათიანი მომსახურება ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ.
პრო

სრული სანტექნიკური მომსახურება

კომპანია „წყლის ექსპერტი“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სანტექნიკურ და ტექნიკურ მომსახურებას თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ, ეფექტურ და უნაკლო მოგვარებას კედლებისა და იატაკის არასაჭირო დაზიანების გარეშე. ჩვენი ძირითადი მომსახურებები: ?ფარული ჟონვის დიაგნოსტიკა - სპეციალური აპარატურით ჟონვის წერტილის ზუსტი დადგენა. ?მილების ვიდეო დათვალიერება - მილების შიდა მდგომარეობის დიაგნოსტიკა და დაზიანების აღმოჩენა. ?გაჭედილი მილების წმენდა - ნებისმიერი სირთულის საცობის სწრაფი და ეფექტური გაწმენდა. ?საკანალიზაციო მილების წმენდა - პროფესიონალური გაწმენდა-გამორეცხვა. ?ცენტრალური გათბობის მონტაჟი - გათბობის სისტემების დაპროექტება, მონტაჟი და სრული სერვისი. ? რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? ?გამოცდილი და სერტიფიცირებული ხელოსნები. ?თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურა. ?ოპერატიული რეაგირება და ხარისხის გარანტია. ?მისაღები ფასები.

8 ვიდეო

სანტექნიკა

ვასრულებ სანტექნიკურ სამუშაოებს, ცივი-ცხელი წერტილების მონტაჟი, ჩასაშენებელი უნიტაზის და სააბაზანო აქსესუარების მონტაჟი. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

სანტექნიკი გამოძახებით

სანტექნიკოსი 17 წლიანი გამოცდილებით ვასრულებ ნებისმიერ სანტექნიკური გაყვანილობის მონტაჟს ხარისხის გარანტიით: გაყვანილობა, ონკანის, უნიტაზის, ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟი, აბაზანის, ხელსაბანის და "კუხნის მოიკის" დაყენება.

შეფასება 5.0 , 8 შეფასება

გარე სანტექნიკა

გარე სანტექნიკა, დრენაჟი, არტეზიული ჭების მოწესრიგება, პოლიეთილენის მილების გადაბმა - შედუღება, წყლის სისტემების მოწესრიგება.

წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკა

წყლის გაჟონვის დიაგნოსტიკა თანამედროვე აპარატურით ✔️ წყლის ჟონვის დადგენა მოსასმენი აპარატით ✔️ წყლის ჟონვის დადგენა საპრესი აპარატით ✔️ წყლის ჟონვის დადგენა თერმული კამერით ✔️საკანალიზაციო მილების ვიდეოკამერით შემოწმება ✔️სანტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

სანტექნიკი გამოძახებით

ნებისმიერი სახის და სირთულის სანტექნიკური სამუშაოს შესრულება მისაღებ ფასებში! - წყალგაყვანილობა სანტექნიკა - ცხელი და ცივი წყლის მილების გაყვანა - ნიჟარის დემონტაჟი - მონტაჟი, - უნიტაზის დემონტაჟი - მონტაჟი - ვანის დემონტაჟი - მონტაჟი - ცენტრალური სტაიაკის წყლის მილის დემონტაჟი - მონტაჟი - ცენტრალური სტაიაკის კანალიზაციის მილის დემონტაჟი - მონტაჟი - საშხაპე კაბინის დემონტაჟი - მონტაჟი - ონკანის შეკეთება, მილების გაყვანა, წერტილების დამატება და სხვა. ჩვენი უპირატესობა გამოცდილი და პროფესიონალი ჯგუფია, რომელიც დროულად და ხარისხიანად გაბარებთ შეკვეთას. ფასი დამოკიდებულია სირთულეზე.

სანტექნიკის ხელოსანი

სანტექნიკის სრული მომსახურება. ვაკეთებ ყველაფერს, მეტი ინფორმაციისთვის დამირეკეთ.

შეფასება 5.0 , 6 შეფასება

სანტექნიკი გამოძახებით

სანტექნიკი გამოძახებით გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: - კამერის გატარება; - მეტალოს მილის გადაბმა პრესის უთოთი; - ვასრულებთ ყველასახის სანტექნიკური სამუშაოს;

სანტექნიკის მომსახურება

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა რუსთავში.სანტექნიკი რუსთავში სახლებსა და დაწესებულებებში. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მომხმარებლის შეფასებები

სანტექნიკოსი

შეფასების ავტორი: ლუკა

ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული მომსახურებით! ხელოსანი მოვიდა დროულად, საქმეს მიუდგა ძალიან პროფესიონალურად და რთული პრობლე...

სერთიფიცირებული სანტექნიკი

შეფასების ავტორი: ელზა

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგის შესრულებული სამუშაოებისთვის მართლაც რომ პროფესიონალი მოწესრიგებული და...

სანტექნიკური სამუშაოები

შეფასების ავტორი: თოკო

პუნქტუალური, ყურადღებიანი საქმის მიმართ, ყველა საჭირო აღჭურვილობის მქონე, საქმის მცოდნე, მაღალი ხარისხის პროფესიონალი და...

სანტექნიკური სამუშაოები

შეფასების ავტორი: ვატო

თავისი საქმის პროფესიონალი, გამოააშკარავა ისეთი წყლის გაჯონვა, რომელიც ვერ დაადგინა 3-მა დიაგნოსტიკამ და ასევე სატექნიკო...

სანტექნიკური სამუშაოები

შეფასების ავტორი: დათო

ძალიან სწრაფი მომსახურება იყო და უმაღლესი დონის პროფესიონალი მალე მომიგვარა პრობლემა.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები