მომზადება  მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

დაიწყეთ მათემატიკური და სამეცნიერო აღმოჩენების ოდისეა დინამიურ დამრიგებელთან, სამედიცინო სტუდენტთან ერთად, რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში ახალგაზრდა გონების გაღვივებისთვის. გაათავისუფლეთ სწავლის ძალა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში, ჩემი სწავლების ფილოსოფია სცილდება ჩვეულებრივს, სადაც ყოველი სესია არის მოგზაურობა აკადემიური სრულყოფილებისკენ. შემომიერთდით ამ საგანმანათლებლო მოგზაურობაში, სადაც მედიცინის ბრწყინვალება ხვდება რიცხვების სიზუსტეს, აერთიანებს სამედიცინო მეცნიერებების სიზუსტეს რიცხვების მაგიას. როგორც გამოცდილი მეგზური, ვიყენებ შემოქმედებით მეთოდოლოგიებს, გარდაქმნის რთულ ცნებებს სიბრძნის მოსანელებელ ნაკრებებად, რომელიც მორგებულია ახალგაზრდა გონების ცოდნასა და ცნობისმოყვარეობას. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ რიცხვებისა და სამეცნიერო საოცრებების მომხიბლავ სამყაროს. აღმოჩენების მომავალი და მე აქ ვარ, რათა გზა გავუკვალო! მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში 12 კლასის ჩათვლით და ასევე ფიზიკაში როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს. ვარ თბილისი საელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, ყველა მოსწავლისთვის ვქმნი შესაბამისი პროგრამას და ვცდილობ ინდივიდუალური მიდგომის გზით შედარებით მარტივი და საინტერესო გავხადო გაკვეთილები. მომზადების ფასი დამოკიდებულია კლასსა და მეცადინეობის ხანგრძლივობაზე

მათემატიკა მარტივად და საინტერესოდ
მათემატიკა მარტივად და საინტერესოდ

დღეს, როცა სკოლა თანამედროვე გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს, სახელმძღვანელოები კრიტიკას ვერ უძლებს, მშობელი დგას დილემის წინაშე: როგორ მიაღებინოს შვილს სათანადო განათლება? სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმარები მშობლებს. მოსწავლეს ვთავაზობ: - თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას, მისი ხასიათის გათვალისწინებას, შესაძლებლობების სათანადოდ შეფასებას. ვთვლი, რომ მარტო სკოლის დავალების შესრულება არ არის საგნის ცოდნის გარანტი, ამიტომ თავიდაპირველად, ტესტირების მიხედვით ვადგენ დონეს და სწავლებას სწორედ ამ წერტილიდან ვიწყებ. სკოლის სახელმძღვანელოსთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე სახელმძღვანელოებს, ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს, ვაწერინებ აუცილებლად საჭირო წესებს. ყოველი 8 გაკვეთილის მერე ვატარებ ტესტირებას და შედეგების მიხედვით ვსახავ შემდეგი ეტაპის გეგმებს. ტესტებს ვადგენ თითოეული მოსწავლისათვის ინდივიდუალურად, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. - ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობა - კვირაში 2 ჯერ, 8 გაკვეთილი, 100 ლარი. - ჯგუფური ონლაინ მეცადინეობა - 70 ლარი (ჯგუფში 2 ბავშვი). - სახლში მისვლის შემთხვევაში ფასი იცვლება.

მათემატიკის კურსი
მათემატიკის კურსი

გთავაზობთ კურსს მათემატიკაში, სპეციალურ ფასად, 160 ლარად 220-ის ნაცვლად❗❗❗ ვინ არიან ჩვენი მასწავლებლები? კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე სწავლობენ სრული დაფინანსებით! რატომ ჩვენთან? მეგობრული, ახალგაზრდული და კომპეტენტური გარემოს გარდა, გთავაზობთ კონსპექტებს, გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერებს, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება და, რაც ყველაზე მთავარია, ასევე გექნებათ მუდმივი კომუნიკაცია მასწავლებლებთან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ აკონტროლოთ მოსწავლის პროგრესი! ეს მასალა მოსწავლეებს ეროვნულებისთვისაც გამოადგებათ, ამიტომ რაც მალე დაიწყებენ მზადებას, მით უკეთესი. მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ნომერზე. ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარი და ჩვენ დაგიკავშირდებით. (პროგრამა იხილეთ ფოტოებში)

მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს
მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს

მოგესალმებით, დავამთავრე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ვსწავლობ მათემატიკურზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს (მეშვიდე კლასიდან) მათემატიკაში, სურვილისამებრ კი მოსწავლე შეძლებს გაიაროს მათემატიკური სკოლებისთვის განკუთვნილი, გაძლიერებული პროგრამა. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 - 1.5 საათი (ვეკუას მოსწავლეებისა და გაძლიერებული შესწავლის მსურველთათვის 1.5 - 2 საათი). ერთი გაკვეთილის საფასურია 15 ლარი (ვეკუას მოსწავლეებისა და გაძლიერებული შესწავლის მსურველთათვის ერთი გაკვეთილის საფასურია 20 ლარი).

მათემატიკა მარტივად ყველასთვის
მათემატიკა მარტივად ყველასთვის

ვაცხადებ მიღებას მოსამზადებლად მათემატიკაში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, კალკულუსში სტუდენტებისათვის, რაოდენობრივ და ლოგიკურ მსჯელობაში, მათემატიკაში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების მსურველისათვის სწავლის საფასური : ერთი საათი 15 ლარი, აბიტურიენტებისთვის სრული კურსი 2500 ლარი(ეს არის 12 ლარზე ნაკლები საათში), მასწავლებლების მსურველთათვის ერთი თვე 250 ლარი (მეცადინეობების ხანგრძლივობა 2 სრული საათი, თვეში მინიმუმ 12. მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა ჯგუფში მასიმუმ 4. სამი ან ოთხის შემთხვევაში მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი. თანხის გადახდა წინასწარ თვეების მიხედვით ან სხვა პერიოდით საბანკო ანგარიშზე. მეცადინეობის ადგილი: ვარკეთილი 3. III მიკრორაიონი. 301 კორპუსი. შესაძლებელია მეცადინეობა ონლაინ APP.IDROO.COM პლატფორმაში სპეციალური გრაფიკული პლანშეტის გამოყენებით ვირტუალურ დაფაზე საწერად. ხმის გადაცემა ხდება SKyPE-ს გამოყენებით(ტელეფონით და მასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო პროგრამებით არ ვმუშაობ). დამიკავშირდით ტელეფონზე

video play icon ვიდეო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
5.0
| 1 შეფასება

გამარჯობა ! მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და მათ ვისაც მათემატიკის საბაზისო დონეზე შესწავლა სურთ მათემათიკაში. ვარ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მესამე კურსელი , 70%- იანი გრანტით ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი. უამრავი ოლიმპიადის გამარჯვებული მრავალი წლის განმავლობაში . გავლილი მაქვს მათემატიკისა და ფსიქოლოგიის ტრენინგები , ვარ კომუნიკაბელური და მარტივად გამოვნახავ ბავშვებთან საერთო ენას . სკოლის სახელმძღვანელოს გარდა , საჭიროებისამებრ გავივლით დამატებითი კრებულებითაც , როგორიცაა თოფურია , ღვაბერიძე და ა.შ . მათემატიკა ის მეცნიერებაა , რომელიც მუდმივად საჭიროა, როგორც გონებრივი ,ასევე ცხოვრების განვითარებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე გამოყონებადია... სწორედ ამ მეცნიერებასთან დამეგობრებაში დავეხმარები თქვენს შვილებს და ვიქნები ერთგვარი ხიდი მათსა და მათემატიკას შორის . ვასწავლი როგორც ბინაზე მისვლით(მეტროსთან ახლოს) , ასევე ზუმის საშუალებით . ბინაზე მისვლით , კვირაში ორჯერ , 1 საათიანი გაკვეთილი 15-20 ლარი , საათნახევრიანი 20-25 ლარი. ჩემთვის პრიორიტეტული გრაფიკი - სამშაბათი , ხუთშაბათი , შაბათი და კვირა. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით .

მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

მაქვს 4 წლიანი გამოცდილება რეპეტიტორობაში და 15-ზე მეტ სკოლის მოწავლეს გავუწიე დახმარება ამ პერიოდში, ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ფრიადოსანი ვარ და ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. თქვენ გაგზავნეთ მათემატიკის საფუძვლებიდან დაწყებული, უმაღლეს მათემატიკით დამთავრებული შემიძლია ნებისმიერი კლასის მოსწავლის სწავლება, არაერთი განსხვავებული დონის ბავშვი მყოლია და დიდი გამოცდილება მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ამასთან ერთად, შემიძლია ინგლისურ ენაზე ვასწავლო მათემატიკა ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. ჩემი შეხედულება რეპეტიტორობაზე შემდეგნაირია: მე ფრიქრობ რომ სტანდარტიზირებული მიდგომა რეპეტიტორობის მხრიდან მიუღებელია. ყოველი ადამიანი რაღაც დონეზე განსხვავებულია და და შესაბამისად ყველას კონკრეტული მიდგომა ესაჭიროება. აუცილებელია ჩემთვის მოსწავლესთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ის ფაქტი ბედნიერებას მანიჭებს რომ ჩემი ყოველი სტუდენტი კომფორტულად გრძნობდა ჩემთან თავს და მინდა ასე გავაგრძელო მომავალშიც.