მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში

მოსწავლეების მომზადება
მოსწავლეების მომზადება

ონლაინ მომზადება მოსწავლეებისთვის ვარ მოქმედი მასწავლებელი და ვასწავლი საჯარო სკოლაში. მაქვს გამოცდილება დაწყებით საფეხურზე მუშაობაში, ასევე ვასწავლი გეოგრაფიას. ვამზადებ მოსწავლეებს შემდეგ საგნებში: • ქართული ენა და ლიტერატურა • გეოგრაფია • ისტორია • ბუნებისმეტყველება • ბიოლოგია • ხელოვნება - სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ონლაინ ფორმატში, მოსწავლის ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. - გაკვეთილები არის სტრუქტურირებული, გასაგები და შედეგზე ორიენტირებული. - მიზანი არა მხოლოდ მასალის დამახსოვრება, არამედ აზროვნების, გააზრებისა და ინტერესის განვითარებაა. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითი განათლების მასწავლებელი
დაწყებითი განათლების მასწავლებელი

მოგესალმებით! მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, (I, II, III, IVკლასი), შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა ბუნება ✅️გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათნახევარი.კვირაში 3/4/5 გაკვეთილი(სურვილისამებრ) ✅️ მეცადინეობაში შედის საგაკვეთილო მასალა + დამატებითი მასალით მეცადინეობა. მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ჰარმონიულად, რაც პირდაპირ კავშირშია საუკეთესო შედეგთან. ✅️დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მაგისტრის ხარისხი,უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ვმუშაობ სკოლაში, ასევე მაქვს კერძო რეპეტიტორობის 5 წლიანი გამოცდილებაც. მისამართი: საბურთალო, Ⓜ️ სახელმწიფო უნივერსიტეტი.

video icon სერტიფიკატი
დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითების მომზადება ინგლისურ ენაში
დაწყებითების მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-X კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) მოგესალემბით, მაქვს გამოცდილება დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადებაში ყველა ძირითად საგანში, მათ შორის ინგლისურ ენაში. სწავლების პროცესში ვცდილობ, თითოეული მოსწავლისთვის შევქმნა მხარდამჭერი და მოტივაციის მომცემი გარემო, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს და ინტერესს სწავლის მიმართ. ვიყენებ ასაკისთვის შესაბამის, ინტერაქტიულ მეთოდებს, როგორიცაა ვიზუალური მასალები, თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ხელს უწყობს მასალის უკეთ გააზრებასა და ცოდნის გამყარებას. ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარების თანაბარ განვითარებას, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ კომუნიკაციის საფუძვლები. პირობები: * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით, აგრეთვე თქვენთან მოსვლითაც * ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე * სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე * ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით * სასწავლო გამოცდილება: თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. სწავლის პერიოდი: (2022 დან 2024) წლამდე. * ამ ეტაპისთვის ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპის უნივერსიტეტში (2024 წლ დან დღემდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი) * ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. * მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.