fb

რულავოის ხელოსანი

რულავოის ხელოსანი საჭის სისტემის გამართულ მუშაობას აკონტროლებს. ეს არის მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მძღოლს ბორბლების მობრუნების და მანქანის მანევრირების საშუალებას აძლევს. სამუხრუჭე ელემენტებთან ერთად, საჭის მექანიზმები ავტომობილის მართვის სისტემას ქმნიან.
საჭის მოწყობილობა (CRU) შემდეგ ელემენტებს ეფუძნება, რომლებიც მანქანის საჭეშია ჩაშენებული:
  • საჭე - მოწყობილობა (წრის ფორმის), რომელიც არეგულირებს: მანქანის მოძრაობის მიმართულებას, ასევე წინა აირბალიშების, მულტიმედიური მოწყობილობების, აუდიო კონტროლის სისტემის, კრუიზ კონტროლის და კლიმატკონტროლის სისტემების მუშაობას;
  • საჭის სვეტი - მექანიზმი ლილვის სახით, რომელიც შექმნილია ძირითადი ბრუნვის გადასაცემად საჭიდან საჭის მექანიზმზე. სვეტის ფუნქციებში ასევე შედის მანქანის ქურდობის პრევენცია. სვეტზე დამონტაჟებულია მიმართულების ინდიკატორები, განათების კონტროლი და საქარე მინის გამწმენდის საკონტროლო მექანიზმები;
  • საჭის მექანიზმი (რედუქტორი) - იგი ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ამოცანას: ზრდის ძალას (როდესაც მძღოლი ატრიალებს საჭეს და დატვირთვისგან განთავისუფლების შემდეგ აბრუნებს ნეიტრალურ მდგომარეობაში), გადასცემს ძალას ამძრავზე;
  • მმართავი მექანიზმი - საჭიროა იმისთვის, რომ ძალა საჭის მექანიზმიდან გადავიდეს ბორბლების მუხლებზე. მისი საშუალებით საჭეზე ზემოქმედება პირდაპირ აისახება ბორბლების მოძრაობაზე. ის არის პასუხისმგებელი წამყვანი თვლების ბრუნვის სწორ კუთხეზე და ავტომობილის მანევრირებაზე;
  • ბრუნვის სენსორი - ბრუნვის სიჩქარის ზუსტად გაზომვის საშუალებას გაძლევთ;
  • გამაძლიერებელი - საშუალებას გაძლევთ, რომ საჭეზე მიმართული მძღოლის კუნთოვანი ძალისხმევა შემცირდეს. სამგზავრო მანქანის საჭის მოწყობილობების არჩევითი, ხოლო ტრაქტორებისა და სატვირთო მანქანების სავალდებულო კომპონენტია;
საჭის მექანიზმის გამართული ფუნქციონირება კვალიფიციური მექანიკოსის ჩართულობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელოსნის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია.  
რულავოის ხელოსანი

საჭის მექანიზმის ყველაზე გავრცელებული პრობლემები

საჭე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც მანქანის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. ის ექვემდებარება პერიოდულ დიაგნოსტიკას, რათა გაკონტროლდეს მისი მუშაობის ეფექტურობა და ნაწილების ცვეთა. ავტომობილის საჭის მექანიზმის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონტროლის შემცირება და გაუთვალისწინებელი საავარიო შემთხვევები. მცირედი ხარვეზის შემთხვევაშიც კი საჭის სისტემა უნდა შეკეთდეს, ან გამოიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა გამოცდილ ოსტატს ანდოთ, რომელიც კონკრეტული მარკისა და მოდელის ავტომობილის მექანიზმში კარგად ერკვევა. 

თუ საჭის მობრუნებისას ისმის გარე ხმები, პროცესი იწვევს ნახტომებს და მანქანის უეცარ მოძრაობებს, ბორბლები გვიან რეაგირებენ და ფიქსირდება გაჟონვა როტაციის სისტემაში - ხელოსანს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. საჭის მექანიზმის ყველაზე გავრცელებული ხარვეზებია:
  • საჭის გაზრდილი ვიბრაცია;
  • როტაციის გაძნელება;
  • მექანიზმის ნაწილების ბუნებრივი ცვეთა;
  • ჰიდრავლიკური გამაძლიერებლის გამორთვა;
  • სითხის გაჟონვა;
  • ხმაური ელექტრო საჭეში;
თუ მექანიზმი საიმედოა და ხარისხიანად არის დამზადებული, მას შეკეთების გარეშე შეუძლია იმუშაოს 100-200 ათას კმ-მდე. ყველაზე ხშირად გაუმართაობები ჩნდება საჭის მექანიზმში გაჩენილი კოროზიის გამო. 

 
რა არის საჭის მექანიზმის კოროზიის მიზეზი?
 
თუ კლიმატურ პირობებს არ გავითვალისწინებთ რომელშიც ავტომობილი მუშაობს, მაშინ კოროზიის მიზეზი შეიძლება გახდეს არაკვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა. ზოგიერთი ხელოსანი ქარხანაში დამზადებული ლითონის ელემენტების ნაცვლად იყენებს პლასტმასისგან დამზადებულ დამჭერებს.  ეს მასალა ბევრად იაფია, მაგრამ მსგავსი ელემენტებით ვერ ხდება სისტემის საფუძვლიანი დალუქვა და დროთა განმავლობაში ჟანგი წარმოიქმნება. 

თუ მანქანაზე ელექტროგადამცემია დამონტაჟებული, მაშინ პრობლემა შესაძლოა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს მანამ, სანამ სერიოზულ დაზიანებამდე მივალთ. მანქანის თითოეულ მოდელში მოწყობილობების განსხვავებული სისტემაა, ამიტომ შეკეთების პროცესის დამოუკიდებლად წარმართვა დაუშვებელია. 

 
რა განსხვავებაა საჭის ჰიდრავლიკურ და ელექტრო მექანიზმებს შორის?
 
ჰიდრავლიკურ და ელექტრო მექანიზმის დიზაინებს შორის განსხვავებები არსებობს. ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი სპეციალური ტუმბოს წყალობით მუშაობს, რომელიც ინარჩუნებს სამუშაო წნევას მის სისტემაში. როგორც კი საჭის ამა თუ იმ მიმართულებით შემობრუნებას დაიწყებთ, სპეციალურად შექმნილი ჰიდრავლიკური ძრავა საჭის ლილვის მიმართულებით დატვირთვას იწყებს.
ელექტროგამაძლიერებელი შედგება ელექტრო ძრავისგან (რომელიც დამონტაჟებულია საჭის ლილვზე) და ელექტრონიკისგან (რომელიც მას აკონტროლებს). სენსორის სიგნალების საშუალებით (რომელიც აკონტროლებს საჭის ნულოვანი პოზიციიდან გადახრას) ელექტროძრავა იღებს ბრძანებას საჭის ამა თუ იმ მიმართულებით მობრუნების შესახებ. 

ავტომწარმოებლების აზრით ელექტრო მექანიზმი უფრო ძლიერი მოწყობილობაა. ის შეიძლება დამონტაჟდეს ძლიერ ჯიპებსა და სატვირთო მანქანებზე. ელექტრო გამაძლიერებელი ბევრად კომპაქტური, მსუბუქი და ეკონომიურია. მას არ აქვს ჰიდრავლიკის მსგავსი პრობლემები, როგორიცაა სითხის გაჟონვა, ფილტრის დაბინძურება და ა.შ. თუმცა ავარიის შემთხვევაში ელექტრო მექანიზმის შეკეთება, ან შეცვლა ბევრად უფრო ძვირი ჯდება. 

 
საჭის დაზიანების გამომწვევი ძირითადი მიზეზები
 
საჭის დაზიანების ძირითად გამომწვევ მიზეზებს შორის არის გზების ცუდი ხარისხი. ასევე გაუმართაობები შეიძლება გამოიწვიოს  ექსპლუატაციის წესების დარღვევამ და დაბალი ხარისხის სამუშაო სითხის გამოყენებამ. სისტემის არადროული და არაკვალიფიციური მოვლა, ასევე მისი სიცოცხლის ლიმიტი შესაძლოა საჭის გაუმართაობების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდეს. საჭის უკმარისობა შესაძლოა გამოიწვიოს ბორბლების მუშაობისგან სხვადასხვა გადახრამ (საბურავის ცვეთა, საბურავის წნევა და ა.შ.)

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საჭის ელემენტებში სამუშაო სითხის გაჟონვა არც ისე აშკარაა, როგორც გაგრილების გაუმართაობის შემთხვევაში. ამ დროს თქვენ ვერ აღმოაჩენთ გუბეს მანქანის ქვეშ. გაჟონვა შესაძლოა დადგინდეს სისტემის დეტალური შემოწმების დროს. ასევე, სამუშაო სითხის გაჟონვაზე მიანიშნებს საჭის მექანიზმის შებოჭილობის დარღვევა, ან დაზიანებული მილები. 

 
დაუკავშირდით საჭის მექანიზმის გამოცდილ ხელოსანს servisebi.ge-ის საშუალებით
 
საჭის მექანიზმის გამოცდილი ხელოსნის მოძიება პრობლემას აღარ წარმოადგენს. Servisebi.ge-ის ონლაინ ბაზის საშუალებით, სანდო და კვალიფიციურ სპეციალისტს რამოდენიმე წუთში შეარჩევთ. ვებგვერდზე მომსახურების სახესხვაობის, დამატებითი გარანტიების, ან ადგილმდებარეობის მიხედვით ირჩევთ კანდიდატს. ამის შემდეგ უკავშირდებით მას სატელეფონო ზარით და დეტალურად ადგენთ მომსახურების პირობებს. 

ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. შესაბამისად, სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დაითვლება ოსტატის ანაზღაურება. რაც შეეხება გადახდის პირობებს, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელია. პლატფორმაზე წარმოდგენილი სპეციალისტების ნაწილი გთავაზობთ განვადებით გადახდის მოქნილ პირობასაც. 

ოსტატის შერჩევისას მომხმარებლები ხშირად მიმართავენ ახლობლებს და მეგობრებს რეკომენდაციების მისაღებად. დღესდღეობით, შეფასების გამჭვირვალე სისტემამ პროცესი გაამარტივა. ვებგვერდზე უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ წარმოდგენილ რეიტინგს შეგიძლიათ ენდოთ. რეალურ მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით, კვალიფიციური მექანიკოსის შერჩევა გაცილებით უფრო მოქნილი და სწრაფი პროცესია. 

Servisebi.ge ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ხელოსნების ერთიან ბაზას გთავაზობთ, ამიტომ ადგილმდებარეობის მიხედვით არ იზღუდებით. მექანიკოსის გამოძახება, სასურველ მისამართზე, კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. 

საჭის მექანიზმის ხელოსანი

საჭის მექანიზმის ხელოსანი იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ საჭის რომელიმე ელემენტი სათანადოდ არ ფუნქციონირებს. აღნიშნული ხარვეზები მანქანის მოქნილ მანევრირებასა და უსაფრთხო გადაადგილებას განსაზღვრავს, ამიტომ უმჯობესია პრობლემის მოგვარებაზე დროულად იზრუნოთ.
საჭის მექანიზმები მუდმივად იხვეწება. განსაკუთრებულად ეფექტური და პროდუქტიულია დინამიკებსა და გამძლიერებლებზე მუშაობა. მოწყობილობის ერგონომიკისა და ფუნქციების გაუმჯობესებაზე დღეს ბევრი მწარმოებელია ორიენტირებული. მათ შეძლეს, რომ მძღოლისთვის შესაძლებელი გამხდარიყო საჭის პოზიციის შეუფერხებლად რეგულირება დახრისა და სიმაღლის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სვეტის მექანიზმის უპირატესობაა ნულოვანი უკუსვლა და დეფორმაციის კონტროლის მექანიზმი ავარიის დროს. ეს თვისება მექანიზმის აღდგენის საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ფულის და დროის ხარჯვის გარეშე. 
არსებობს ელექტრო საჭის მექანიზმის მქონე ავტომობილები, რომელიც აღდგენას იშვიათად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მისი ფლობა მაინც მომგებიანია, რადგან ჰიდრავლისკასთან შედარებით ასეთი ტიპის გამაძლიერებელი ხშირად არ ზიანდება. 

თუ ხელოსანი ვაშლიჯვარში, ან სხვა რომელიმე უბანში დაგჭირდებათ servisebi.ge-ის უნდა ეწვიოთ. პროფესიონალი მექანიკოსების სრულყოფილი ბაზიდან საჭირო კადრი თქვენი მოთხოვნების მიხედვით შეარჩიეთ. საქმეს გაგიმარტივებთ მომხმარებელთა შეფასებები, რომელთაგან უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება. რამოდენიმე წუთში სანდო ხელოსნის შერჩევას სხვების დახმარების გარეშე შეძლებთ. რაც მთავარია, სატელეფონო კონსულტაცია უფასოა და მომსახურების პირობებზე შეგიძლიათ ოსტატს პირადად შეუთანხმდეთ. 
სულ 7 რეზულტატი