მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

verify badge
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

ვარ სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი, მასწავლებლის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდშიც. ვსწავლობდი კომაროვში. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ. მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს დარჩენილი თავისუფალი დროები. გისურვებთ წარმატებას!

მათემატიკა ონლაინ
მათემატიკა ონლაინ

თუ გსურთ მათემატიკის შესწავლა მარტივად და თქვენთვის გასაგები ენით, ეს გაკვეთილები თქვენთვისაა! გთავაზობთ ონლაინ ინდივიდუალურ გაკვეთილებს თქვენზე მორგებული პროგრამით. მე არ ვარ მოქმედი მასწავლებელი, არასოდეს მიმუშავია სკოლაში, და ამიტომაც, ჩემი მეთოდები განსხვავებულია. 20 წელზე მეტხანს ვიმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში, და პარალელურად ვამზადებდი საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს. მიყვარს მათემატიკა და მაქვს კარგი გადმოცემის უნარი, და სურვილი, რომ ყველა ჩემი მოსწავლე იყოს წარმატებული! პირველი გაკვეთილი უფასოა. დამიკავშირდით WhatsApp-ზე.