მიიღე მომსახურება? შეაფასე ოთარი
ადამიანს თავის საქმიანობაში ხშირად უხდება განუზღვრელობის პირობებში გადაწყვეტილების მიღება, რაც მოითხოვს მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გარკვეული სპექტრის ცოდნას. კურსში ყურადღება ეთმობა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის როგორც თეორიულ ისე გამოყენებით ასპექტებს. კურსი პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: 1. ალბათობის თეორია; 2. სტატისტიკური დასკვნების თეორია. ალბათობის თეორიის ნაწილში მოყვანილია ყველა ძირითადი დებულება და მათი გამოყენების ასპექტები, განაწილების კანონები და მათი რიცხვითი მახასიათებლები. მათემატიკური სტატისტიკის მეთოდები ფაქტობრივად ალბათობის თეორიაზეა დაფუძნებული. ალბათობის თეორია წარმოადგენს ხიდს აღწერითი სტატისტიკისა და სტატისტიკური დასკვნების თეორიის მეთოდებს შორის, გვაძლევს რა საშუალებას გავიაზროთ, თუ როგორ იქმნება და გამოიყენება სტატისტიკური მოდელები. კურსში ფართოდ გამოიყენება ნახაზები და გრაფიკები, რაც ემსახურება თეორიული მასალის გააზრებას და ადვილად ათვისებას. ამ კურსის გავლის შემდეგ, გეცოდინებათ: • ალბათობის თეორიის ძირითადი დებულებები • განსაზღვრავთ სხვადასხვა პროცესის ერთმანეთზე დამოკიდებულებას • შექმნით პრაქტიკული ამოცანების სტატისტიკურ მოდელებს • გაანალიზებთ შედეგებს და შესაბამის სტატისტიკურ დასკვნებს • მოახდენთ სხვადასხვა სფეროში სტატისტიკური მეთოდებით მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას, კურსი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელსაც სჭირდება ალბათობა და სტატისტიკა თავის საქმიანობაში.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ოთარი