Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სამშენებლო სამუშაოები

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ობიექტის, სახლის ან ტერიტორიის მოწყობას, კონსტრუქციულ ცვლილებებსა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოს. სამშენებლო სამუშაოების დროს ჩასატარებელი პროცესები განსხვავდება და დამოკიდებულია შენობის მდგომარეობასა და დამკვეთის მოთხოვნებზე. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და მასალების შერჩევა. სამშენებლო სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს კედლებისა და ტიხრების მოწყობას, იატაკის მომზადებას, ზედაპირების დამუშავებასა და სხვა პროცესებს. კონსტრუქციული ცვლილებების დროს აუცილებელია ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება. განსაკუთრებით, მზიდ კონსტრუქციებზე მუშაობა შესაბამის შეფასებას საჭიროებს. ბინის რემონტის დროს სამშენებლო სამშაოების ფასი დამოკიდებულია მის ფართობსა და მუშაობის სირთულზე.
პრემიუმი
სარემონტო სამუშაოები
pin თბილისი
სარემონტო სამუშაოები

სრული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობის სერვისი 1-წლიანი გარანტიით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სრულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისთვის. ვუზრუნველყოფთ სამუშაოების შესრულებას დათქმულ ვადებში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი ოსტატების ჩართულობით. ჩვენი სერვისები: - ლესვა და იატაკის მომზადება: იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა), ქვიშითა და გაჯით ლესვა, აპარატით (გიპერით) ლესვა. - იატაკის მოწყობა: კაფელის, მეტლახის, გრანიტის, ბაზალტის, მარმარილოს, ტრავერტინისა და დეკორატიული იატაკის დაგება; ლამინატისა და პარკეტის მოწყობა; ხის იატაკის მოხვეწა (ციკლოვკა) გერმანული და რუსული აპარატურით. - შიდა მოპირკეთება: სამღებრო სამუშაოები (დაშპაკვლა, შპალერი, შეღებვა), თაბაშირ-მუყაოს (გიფსო-კარდონი) და გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, კარების ჩასმა, ხით მოპირკეთება/შეფუთვა (აფშივკა). - საინჟინრო და ტექნიკური სერვისი: სრული ელექტრომონტაჟი, კონდიციონერის დაყენება-მონტაჟი. რატომ ჩვენ? ✓ 1-წლიანი ოფიციალური გარანტია შესრულებულ სამუშაოზე ✓ პროფესიონალთა გუნდი და მრავალწლიანი გამოცდილება ✓ ხარისხის კონტროლი და დათქმული ვადების ზუსტი დაცვა გვანდეთ თქვენი სივრცის მშენებლობა და რემონტი პირველადი ეტაპიდან სრულ ჩაბარებამდე!

profile avatar
ლაშა
video icon 3

სარემონტო სამუშაოები

სარემონტო სამუშაოები მოიცავს კედლებისა და ჭერის დამუშავებას, იატაკის დაგებას, ელექტროობისა და სანტექნიკის განახლებას და დასრულების სამუშაოებს. მომსახურება აერთიანებს, როგორც კონკრეტული სივრცის ან ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ისე მთლიანი სივრცის განახლებას. სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის შემდეგ შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის მომზადება. სარემონტო სამუშაოების ფასზე გავლენას ახდენს ობიექტის მდგომარეობა, სამუშაოების სირთულე და მასალების ღირებულება. თუ საცხოვრებელი ფართის განახლებას გეგმავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ სახლის რემონტის მომსახურებას. სამუშაოების შემსრულებლის შესარჩევად კი სასარგებლოა სარემონტო კომპანიის მომსახურების პირობების შედარება. ორივე შემთხვევაში წინასწარ გაარკვიეთ, შედის თუ არა შეთავაზებაში მასალები და დამატებითი სამუშაოები.

როგორ ხდება სამშენებლო სამუშაოების და სარემონტო პროცესის დაგეგმვა

სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა მხოლოდ მასალების შეძენითა და ხელოსნების მოძებნით არ იწყება. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა მდგომარეობაშია სამშენებლო თუ სარემონტო ობიექტი, რა შედეგის მიღებაა საჭირო და რომელი სამუშაოების ჩატარებაა ერთმანეთზე დამოკიდებული. ახალი შენობის, სახლის ან კონსტრუქციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროექტის შესაბამისობა ნაკვეთის ან სამშენებლო ნებართვის პირობებთან, ხოლო არსებული სივრცის შეცვლისას, აუცილებელია იმის დადგენა, შესაძლებელია თუ არა მზიდ კონსტრუქციებში ცვლილელებების შეტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მცირე დეტალების, კედლის ან ღიობის ცვლილება სპეციალისტის შეფასებას მოითხოვს.
სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობა გავლენას ახდენს, როგორც ხარისხზე, ისე საბოლოო ხარჯზე. უხეში სამუშაოები, როგორიცაა: კონსტრუქციების მოწყობა და საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანა, როგორც წესი, სრულდება შენობის მოპირკეთებამდე. თუ მილები ან ელექტროგაყვანილობა უკვე დასრულებულ კედელში დაზიანდა, შეკეთების პროცესში შეიძლება უკვე მოწყობილი ზედაპირის დაშლა გახდეს საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს როზეტების, განათების, წყლის წერტილებისა და სხვა ელემენტების მდებარეობა. 
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მასალების არჩევისას მხოლოდ საწყისი ფასი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. სხვადასხვა მასალას განსხვავებული გამძლეობა და გამოყენების პირობები აქვს. მაგალითად, სველ სივრცეში საჭიროა ტენიანობისთვის გამძლე მასალის შერჩევა, გარე კედლებზე კი გასათვალისწინებელია ნალექის, ტემპერატურის ცვლილების და თბოიზოლაცისადმი მდგრადი მასალაების გამოყენება. იაფი მასალა ყოველთვის ეკონომიური არ არის, თუ მისი შეცვლა ან შეკეთება მალე გახდება საჭირო. ამიტომ, უმჯობესია, რემონტოს დაწყებამდე, მაქსიმალურად ბიუჯეტური და გამძლე მასალა შეარჩიოთ. 
ნებისმიერ შემთხვევაში, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების ხარჯების კონტროლისთვის მოითხოვეთ სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და გაარკვიეთ, შეთავაზებული ფასი მოიცავს მხოლოდ ხელობას თუ მასალებსაც. ცალკე შეიძლება დაითვალოს დემონტაჟი, ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და დამატებითი სამუშაოები. სასარგებლოა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც თანხის დატოვება, განსაკუთრებით ძველ შენობებში, სადაც დამალული დაზიანებები წინასწარ ყოველთვის არ ჩანს. 
თუ პროექტი სარემონტო ეტაპსაც მოიცავს, შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა შესაძლებელია ცალკეული სამუშაოების მიხედვით. მაგალითად, ტიხრებისა და ჭერისთვის შეიძლება საჭირო გახდეს თაბაშირ-მუყაოს ხელოსანი, ხოლო გათბობის სისტემის განახლებისას, გათბობის ხელოსანი. სანტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დაგეხმარებათ სანტექნიკი გამოძახებით. სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებული ვადები, პასუხისმგებლობები და შესრულების ხარისხის შემოწმების წესი პროცესს უფრო ამარტივებს. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით, მარტივად მოძებნოთ სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტები. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა შედის სამშენებლო სამუშაოებში ?

სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი პროექტის მიხედვით იცვლება და მოიცავს: კონსტრუქციების მოწყობას, კედლების ამოყვანას, სახურავის გაკეთებას, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოებს.

რით განსხვავდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ?

სამშენებლო სამუშაოები ხშირად შენობის ან მისი კონსტრუქციების მოწყობას უკავშირდება, სარემონტო სამუშაოები კი არსებული სივრცის განახლებას, დაზიანებების გამოსწორებასა და მის ფუნქციურად გაუმჯობესებას. სახლის მშენებლობისას ან სხვა კომერციულ პროექტებში ხშირად ორივე ტიპის სამუშაოს თანმიმდევრულად ჩატარება აუცილებელია.

როგორ უნდა შეაფასოთ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ?

სამშენებლო სამუშაოების ხარჯის შეფასებამდე მოითხოვეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ცალ-ცალკე იქნება მითითებული სამუშაოს ფასი, მასალები, ტრანსპორტირება და დამატებითი ხარჯები. შეთავაზებების შედარებისას დარწმუნდით, რომ ყველა მათგანი სამუშაოების ერთსა და იმავე მოცულობას მოიცავს.

როგორ უნდა შეარჩიოთ სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტები ?

სანამ მშენებლობის ან რემონტის პროცესს ხელოსნებს მიანდობთ, შეამოწმეთ სპეციალისტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები და მომხმარებელთა შეფასებები. სამუშაოების დაწყებამდე წერილობით შეათანხმეთ თუ რას მოიცავს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო, ვადები, ღირებულება და ხარისხის შემოწმების პირობები.